მისისიპელი მამაკაცი ბარაქ ობამას მოწამლულ წერილებს უგზავნიდა - კვირის პალიტრა

მისისიპელი მამაკაცი ბარაქ ობამას მოწამლულ წერილებს უგზავნიდა

FBI ს განცხადებით, დაკავებულია 41 წლის მისისიპელი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, 41 წლის ევერეტ დუჩკა, რომელსაც ბრალად პრეზიდენტ ობამასათვის საწამლავით გაპოხილი წერილების გაგზავნა ედება. დაკავებისას დუჩკას რადიოაქტიული ნივთიერების, რიცინის მცირე რაოდენობაც უპოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დუჩკას სამუდამო პატიმრობა და სოლიდური ფინანსური ჯარიმა (250000 დოლარამდე) ელოდება.