სირიის პრემიერი ტერაქტს გადაურჩა - კვირის პალიტრა

სირიის პრემიერი ტერაქტს გადაურჩა

დამასკოში სირიის პრემიერზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თვითმკვლელი მძღოლის მიერ მართული მანქანის აფეთქებას ვაელ ალ-ჰალკი ცოცხალი გადაურჩა, თუმცა აფეთქებამ მისი დაცვის ერთ-ერთი წევრის სიცოცხლე შეიწირა. პრემიერზე თავდასხმას სირიაში უკანასკნელ ხანებში განხორციელებულ ტერაქტებს შორის განსაკუთრებული ადგილი იმითაც უჭირავს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან ერთად იმყოფებოდა. მოიაზრება, რომ ტერაქტის მთავარი სამიზნე შესაძლოა სწორედ ასადი ყოფილიყო.