კუდ-ი ისე "გრიმიტობდა", "მხედრიონი" მონაგონი იყო
30-12-2013
კუდ-ი ისე "გრიმიტობდა", "მხედრიონი" მონაგონი იყო
(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #52, 2013 წ.)

"ფულის შეწერა, დანიშვნები, ბიზნესის დაწერა, ყველაფერზე მწვანე ჰქონდათ ანთებული"


ვაგრძელებთ დაზარალებული ბიზნესმენის, სანდრო მეგუთნიშვილის მონათხრობს:
"25 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე უნდა წავეყვანეთ, ჩემი ბიძაშვილი მაშინ ვნახე (ლექსოს ჩემ გამო აჩერებდნენ ციხეში, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო), ვერ მიცნო - 27 კილო მქონდა დაკლებული. სასამართლოზე არ გაგვიყვანეს, საკნებში დაგვაბრუნეს. ოქტომბრის ბოლოს, გვიან ღამით ამიყვანეს მუხაძის (გლდანის საპყრობილის დირექტორი) კაბინეტში. მუხაძე სათათბირო ოთახში მაგიდის თავში იჯდა, გვერდს
დათო ლორთქიფანიძე უმშვენებდა. დაჯექიო. ლეილამ (ჩემი ადვოკატი) დანაბარები თუ გადმოგცაო. თავი გავიქნიე. თუ გინდა აქედან ცოცხალი გახვიდე, 8 ახალ "პრადოს" იყიდი (8 რაიონია კახეთში და ამ რაიონების კუდ-ის სამსახურებისთვის უნდოდათ), არადა, აქ ჩაგალპობო. ვუთხარი, - დათო, შენ ხომ იცი, რომ მე არავისთვის ხელი არ დ
ამიკარებია-მეთქი.

ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობთო, - მომიჭრა, - მოგეხმარონ შენი ნაბოზვარი მეგობრები, ფულის მეტი რა აქვთო. ცუდად გავხდი. გადამიყვანეს საკანში. შემოვიდა ოლეგ ფაცაცია. ბიჭო, წყნარად იყავი, დაბლა ხომ ნამყოფი ხარო. სიმწრისაგან კედელს თავს ვურტყამდი, ვენების გადაჭრა და თავის მოკვლა მინდოდა. ამოვიდა ისევ ფაცაცია. როგორც კეთროვანს, ისე მომკიდა ხელი და გამოცრა, - რა გაგიხდა 8 "პრადო", შე ნაბოზვაროო... ვეუბნებოდი, თქვენ ხომ არ იცით, რისი პატრონი ვარ, 8 "პრადო" ნახევარ მილიონზე მეტი ჯდება და საიდან მოვიტანო ამდენი ფული-მეთქი...

მერე ფაცაციამ თანამშრომლები გააფრთხილა, - ტუალეტში რომ შევა, კარი ღია დატოვოს, ვენები არ გადაიჭრას ამ ნაბოზვარმაო. საკანში მეხვეწებოდნენ, - სხვაგან გადადი, შენი გულისთვის პრობლემები გვექმნებაო. ორი კვირის მერე ღამით ისევ გამომიყვანეს და მგონი, უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში შემიყვანეს (მუხაძის კაბინეტის პირდაპირ იყო). იქ ისევ დათო ლორთქიფანიძე დამხვდა - აბა, რა მოიფიქრეო. მაგდენს ვერ შევწვდები-მეთქი. გაყიდე მიწები, სასაკლაო და სხვა რაღაცებიო (კარგად ჰქონდათ შესწავლილი ჩემი ქონება). ვუთხარი, 50 000-ს გადავიხდი-მეთქი. მაგ თანხად ვინ გაგიშვებს, მასხრად გვიგდებო, - მიყვირა. ვემუდარებოდი, - შენ ხომ მაინც იცი, რომ უდანაშაულო ვარ-მეთქი. ყურში არ შეუშვა და გავიდა... 2 დეკემბერს, შუაღამისას, ისევ მოვიდა ლორთქიფანიძე და ისევ მუხაძის კაბინეტში შემიყვანეს. მანამდე გამაფრთხილეს, - ნუ დაიჩემე, უდანაშაულო ვარო, აქ ტყუილად არავინ ხვდება, ენას კბილი დააჭირეო. დათო ლორთქიფანიძემ მითხრა, - ხვალ ჩვენ გაგიყვანთ, მაგრამ თუ ვინმემ ტვინი გადაგიბრუნა, გვერდზე მოგისვამთ, თუ გაქცევას დააპირებ, წითელ ცირკულარში ჩაგსვამთ (არც ვიცოდი, ეს წითელი ცირკულარი რა იყო) და მაინც გიპოვით. მანამდე კი შენს ძმას დავიჭერთო. უარი ვუთხარი, - ასეთი გაყვანა არ მინდა, რომ ვერ შევძლო ამ 8 "პრადოს" ყიდვა, მერე ისევ აქ უნდა მომიყვანოთ. ბარემ მომისაჯონ ის ორი წელი და მოვიხდი-მეთქი. არა, არა, ძალიან არ "დაგგრუზავთო", - მომიგო. მეორე დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შემიცვალა.

ჩემმა ძმამ მე და ჩემი ბიძაშვილის გირაო - 30 000 ლარი გადაიხადა. გამოგვიშვეს. 4 დეკემბერს ისევ დამირეკა ლორთქიფანიძემ და ლალიაშვილის კაბინეტში ამიყვანეს. ლალიაშვილს ფეხები მაგიდაზე ეწყო და ვერცხლისფერ "ბერეტას" ატრიალებდა, ხან დაშლიდა, ხან ააწყობდა, ხანაც გადატენიდა და მომიშვერდა. იყავი ჯოჯოხეთშიო? - მკითხა. თავი რომ დავუქნიე, მითხრა, - ამას ჩვენ ვაკეთებდით, ჩვენ ვრეკავდით "კილერასთანო". დამიწყეს "კაჩაობა" - რამდენს გადავიხდიდი. ვუთხარი, "პრადოებს" ვერ ვიყიდი, 30 000 მარტო გირაო გადავიხადე-მეთქი. ნუ ნაღვლობ, მაგას ჩაგითვლით, იმ ფულს ჩვენ ავიღებთო. ბოლოს, მიბრძანეს, - 80 000 დოლარი მოიტანეო. იანვრის ბოლოსთვის შევთანხმდით (ვფიქრობდი, ორ თვეში რამეს ვიღონებდი - სესხის აღებაზე შეთანხმებული ვიყავი ბანკთან). ამ პერიოდში ზაქრო ქინქლაძე ჩავიდა ყარაჯალაში. დაუძახა ხორცის მაღაზიების მეპატრონეებს, 30 კაცზე მეტს - აფხაზეთის რადიოსთვის 500-500 ლარს თუ არ მოიტანთ, ოჯახებს დაგიტ...ო.

ჩემი მაღაზიის გამყიდველმა შემატყობინა ეს ამბავი. დავუყვირე, - მიეცი, მიეცი-მეთქი. მეორე დღეს კუდ-თან ყარაჯალელების რიგი იდგა (თელავში ამბობდნენ, ლალიაშვილმა ცოლი სამკურნალოდ უცხოეთში რომ წაიყვანა, ეს თანხა ჯიბის ფულად გაიყოლაო). ლალიაშვილი ერთ კვირაში ჩამოვიდა. ლორთქიფანიძემ დამირეკა. ლალიაშვილის კაბინეტში შევხვდით. დუბაიში 16.000-ად ვნახეთ ჯიპებიო. შეთანხმებულზე მეტს ვერ გადავიხდი-მეთქი. რას მევაჭრები, ბაზარში კი არ ხარ... 100 000 დოლარს მოიტანო. გამომიშვეს. 2 მარტს ლორთქიფანიძემ პირდაპირ ტელეფონშივე მითხრა, - შენი მანქანით გამომიარე და თან 60 000 დოლარი იქონიეო. თბილისში რომ ჩამოვედით, "მათე მოტორსთან" ლალიაშვილი დაგვხვდა. წამოვედით "გუდვილში" და "თიბისი ბანკში" 58 000 დოლარი შემატანინეს დავით მთაწმინდელის სახელზე, თან მოლარეს უყვიროდნენ, რამდენს ითვლი, დროზე ქენიო. ამ ფულით "მათე მოტორსიდან" გამოიყვანეს "ტოიოტა-200".

14 მარტს დამირეკა ლორთქიფანიძემ - გამოგივლიან და თბილისში წაჰყვებიო. "ტოიოტას" ცენტრში დამხვდა ლორთქიფანიძე. მანქანიდან გადმოუსვლელად გადავიხადე 39 000 დოლარი და ორი "ტოიოტა ქამრი" გამოიყვანეს. დარჩა 1 600 დოლარი. 30 მარტს ამიყვანეს კუდ-ში ლალიაშვილთან. დარჩენილი ფული ლარად გადაახურდავე, მანქანას მაგნიტოფონი და რაღაცები უნდა შევუცვალოთო. გამომაყოლეს თანამშრომელი და დახურდავებული ფული თელავში ერთ-ერთ მაღაზიაში მიმატანინეს. ასე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ხანდახან მირეკავდნენ და მკითხულობდნენ...

არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დამიბარეს თელავის გამგეობაში. მითხრეს, ზაზა უზუნაშვილმა - კუდ-ის დავალებაა, ყველამ საარჩევნოდ რაღაც უნდა გააკეთოთო. რამეს მეც ვიზამ-მეთქი. მინიმალური - 7 ათასი ლარია. რადგან "დაზარალებული" ხარ, ამიტომ ამდენს გადაიხდიო. დღე-დღეზე მოგაწვდით-მეთქი. იIმ დღეებში დათო ლორთქიფანიძემაც მითხრა, - რადგან შენი ძმა სოფლის გამგებელია, ხმების მოგროვებაში უნდა დაგვეხმაროო. უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ რისი დამხმარებელი ვიყავი (ერთი სული მქონდა, ესენი წათრეულიყვნენ და მერე მე ვიცოდი!). ის 7 000 ლარი არ გადამიხდია, თბილისში წამოვედი ვითომ სამკურნალოდ... არავის მოვუკითხავვარ... ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს კუდ-თან შეწინააღმდეგება შეეძლო. მახსოვს, როცა მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ჩემი დახმარება სთხოვეს, ხელები გაუსავსავებია, - კუდ-ის”საქმეში ვერ ჩავერევიო. ისე "გრიმიტობდნენ", მონაგონი იყო "მხედრიონი",”ფულის შეწერა, დანიშვნები, ბიზნესის დაწერა, ყველაფერზე მწვანე ჰქონდათ ანთებული. მაშინ ამბობდნენ, ერთ-ერთი რაიონის გამგებლის მოადგილე როგორც კი კუთვნილ საწვავის ტალონებს აიღებდა, ნახევარი კუდ-ში უზუნაშვილთან მიჰქონდა. ასე იქცეოდა ბევრი სხვაც. 1-ელ ოქტომბერს, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, სამი კვირა ხმა არ ამომიღია. ოქტომბრის ბოლოს ტელევიზიით ვნახე, რომ კუდ-ის 7 თანამშრომელი დააკავეს.

ამის მერე მეც მივედი გოჩა გრძელიშვილის (ვისი ჩვენების საფუძველზეც დამაკავეს) სიმამრთან (თან მეგობარი მახლდა) და ვუთხარი, - ძალიან კარგად იცით ყველამ, რომ შენი სიძე არც მიცემია, არც მიგინებია და ციხეში ტყუილად მოვხვდი. მივიდეს გოჩა დათო ლორთქიფანიძესთან (ის ისევ მუშაობდა) ან უზუნაშვილთან და გადასცეს, - მე არ მინდა მაგათი ციხეში ჩასმა, არც ბიუჯეტში გადახდილ ფულს ვჩივი, მაგრამ ის ფული კი დამიბრუნონ, რომელიც ქეშად გადამახდევინეს, თორემ უკან არაფერზე დავიხევ-მეთქი. იმავე დღეს ჩემმა ახლობელმა, ყოფილმა პროკურორმა ოლეგ ყურაშვილმა დამირეკა, - დათო (ლორთქიფანიძე. - ავტ.) ამბობს, სანდრო ჩივილს აპირებს და ერთი სამი დღე მაცალოს. იმ მანქანის ფასს, 20 000-ს გადავიხდი, რომლითაც დავდიოდიო (ვერცხლისფერი "ტოიტა ქამრით").”მე კვლავ გავუმეორე ჩემი პირობა და სამი დღის ნაცვლად ვადა ერთი კვირა მივეცი. თუმცა არავინ შემხმიანებია. დავწერე წერილი, სადაც ყველაფერი აღვწერე და მივიტანე კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში. უფროსის მოადგილემ წერილი წაიკითხა და მაშინვე დაურეკა მაშინდელ სამხარეოს უფროსს, ახლანდელ მინისტრ ლექსო ჭიკაიძეს. მასაც შევხვდი და ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი, მერე წამიყვანეს კახეთის სამხარეო პროკურატურაში, დაგვკითხეს მე და ჩემი ბიძაშვილი ლექსო. მეორე დღესვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მე პროკურატურამ დაზარალებულად მცნო (დასკვნის მიხედვით ზარალი 200 000 ლარს შეადგენს). საქმე აღიძრა ციხის ეპიზოდზეც, ამის შესახებ ჩვენება უკვე მივეცი მთავარ პროკურატურაში. განვაცხადე, რომ ოლეგ ფაცაციას და ალექსანდრე მუხაძეს ვიცნობდი, დანარჩენებს - არა, რადგან ვინც კი საკანში შემოდიოდა, ყველას თავი გადაპარსული ჰქონდა, შავი ფორმა ეცვა და ზედ უსაფრთხოების სამსახური ეწერა.

ჩვენ არ გვქონდა უფლება, მათთვის შეგვეხედა, ამიტომ მათი ამოცნობა გამიჭირდებოდა. ცოტა ხანში მუხაძემ ახლობელი მომიგზავნა ძალოვანი უწყებიდან, - მე პირადად სანდრო არ მიცემია და ეს იქნებ გაითვალისწინოსო. მართალია, პირადად არ შემხებია, მაგრამ როგორც კი წარბს ასწევდა, მის თანამშრომლებს კაცი უკვე ჰაერში ჰყავდათ აგდებული-მეთქი... მაშინ შემოთვალა მუხაძემ, - გია ლორთქიფანიძის ზარით ვაღებდი ღამე ციხის კარებსო. არადა, როცა ვიჯექი, გია ლორთქიფანიძეს სთხოვეს ჩემზე, - ციხეში ცემით კლავენ და იქნებ რამე მოუხერხოო. არა უშავს, "გაპარსავენ" და გამოუშვებენ, არ იდარდოთო, - უთქვამს გიას.

28 ნოემბერს ტელევიზიით გავიგე, რომ ლორთქიფანიძე დააკავეს, ხოლო ზურა ლალიაშვილზე ძებნა გამოცხადდა (უნგრეთში იყო გაქცეული). თელავის პროკურატურაში დაიკითხნენ კუდ-ის”თანამშრომლები: უზუნაშვილი, ლორთქიფანიძე, გრძელიშვილი. აღიარეს ჩადენილი. სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ლორთქიფანიძე 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ დარბაზიდან გაუშვა. ასეც ვიცოდი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ახმეტელი მოსამართლე ლაბაზა დუიშვილი გია ლორთქიფანიძის კადრი იყო, თუმცა პროკურატურა მარწმუნებდა, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ვერ გაბედავსო. ლორთქიფანიძემ თქვა, სანდრო მართალია, მაგრამ მე არ მეკუთვნის ფულის დაბრუნებაო. შევუთვალე, - მაშინ დაასახელე ის, ვისი დავალებითაც მოქმედებდი-მეთქი.

18 აგვისტოს მორიგ სასამართლო სხდომაზე მე მარტო ლორთქიფანიძეს ველოდი, მოულოდნელად შევამჩნიე ლალიაშვილის ოჯახის წევრები და სახაზინო ადვოკატი. მალე დარბაზში ზურა ლალიაშვილი შემოიყვანეს (წინადღეს ჩამოსულა). სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოთი დარბაზიდანვე გაათავისუფლა (ეტყობა, შეთანხმებულები იყვნენ). სიმწრით გონება დამებინდა და ისეთი ამბავი ავტეხე, რომ სხდომა დამატოვებინეს. მოგვიანებით პროკურორმა გააკეთა სატელევიზიო კომენტარი, - ზურა ლალიაშვილი ორ მნიშვნელოვან საქმეზე თანამშრომლობს გამოძიებასთან და ახალ ამბებს სულ მალე გაიგებთო, მაგრამ ეს "მნიშვნელოვანი საქმეები" ჯერ რატომღაც არ გახმაურებულა.
ზაზა უზუნაშვილი დღესაც კუდ-ში მუშაობს ერთ-ერთ სერიოზულ თანამდებობაზე. არ ვიცი, პირისპირ რომ შევხვდებით, რას ვიზამ... ისეთი შეურაცხყოფილი ვარ, ციხეში მეორედ მოხვედრა არაფრად მიღირს... დარწმუნებული ვარ, ლორთქიფანიძე და ლალიაშვილი ამჯერადაც დაუძვრებიან მართლმსაჯულებას...
kaxt
05 თებერვალი 2014 15:41
mushni zarandia,თქვენ იცნობთ უზუნაშვილს და ბატიაშვილს?კარგად ხართ ჩახედილი მათ შიდა სამზარეულოში და ახლო შეხება ქონდათ? თუ უბრალოდ თქვენი ან თქვენი ახლობლის მიმართაც განახორციელეს მსგავსი ქმედებები.დამაინტერესა.
iverieli
04 იანვარი 2014 22:57
ეს კაცი რასაც წერს ტყუილია მართალი რო იყოს კაცურად მოიქცეოდა და ისე დასჯიდა აბა " სასამართლო" რისი მაქნისია . ან ტყუილებს წერს ან თუ არადა ღირსია უფრო მეტი უნდა ექნათ ასეთი ჩმორისთვის კაცურად მეტი თავი რო არ ქონია.

ასეა ბევრი ენებს ატლიკინებენ ესე დამსაჯეს და გამაუბედურესო თუ მართლა გააუბედურეს ეს ხალხი სად არიან რატო ზიან აკოპში? რატო ხმას არ იღებენ და პასუხს არ სთხოვენ იმ ხალხს ვინც ესენი გააუბედურა? მაგრამ ტყუიან ესენი არავის დაუსჯია უბრალოდ ქალაჩუნებივით ჭორაობენ.

თუ ესე არაა ვინ გიშლით დასაჯოთ კაცურად ეს ხალხი რომლებისც დღესაც გულაობენ?
მე ერთი ყოფილი ფინანასურის თანამშრომლის მტერი ვარ გიორგი ონიანის იმას დავსჯი დემონსტრატულად ამ ახალგაზრდა ქვეწარმავალს.
datiko48
31 დეკემბერი 2013 09:35
რომ მოვიდეს დღეს საქართველოს მთავრობაში სულით ქართველი,მან უნდა დ ა ხ ვ რ ი ტ ო ს ყველა ვინც იყვნენ გუშინ და არიან დღეს მოთრეულთა ნაგავთა ხროვა.ფულზე გაცვლილია სული,თუ გაგაჩნია ადამიანს ადამიანის სული,დაფიქრდი თუ რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე,ბოროტებისთვის თუ სიკეთისთვის,დამერწმუნედ ერთში,ყოველი ნაბიჯისათვის შენ აგებ პასუხს უფლის წინაშე,დღეს გახდი მბრძანებელი და გადადიხარ ადამიანურ გზას,დაგიბრუნდება ამ ბოროტებისთვის შენ ყველაფერი,როდესაც იქნები ბედნიერი,და ღმერთი წაგართმევს იმ დიდ სიყვარულს რაც და ვინც რომ გიყვარდა ამ ქვეყანეზე!!!

რედაქტორის რჩევით