"ჯაბა მაგარი ქურდი იყო, ზონებს აზანზარებდა!" - ლეგენდარული ტიგრან გულოიანის მოგონებები
25-02-2014
"ჯაბა მაგარი ქურდი იყო, ზონებს აზანზარებდა!" - ლეგენდარული ტიგრან გულოიანის მოგონებები
ამონარიდები ნოდარ დუმბაძის ”თეთრი ბაირაღების” ერთ-ერთი გმირის პროტოტიპის, რეალური ტიგრან გულოიანის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2001 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა:

***

- მახსოვს, შემიყვანეს პალატაში, იქ კი ვიღაც გოლიათი დამხვდა. იმხელა კაცი იყო, გამიკვირდა, - ნეტავ, ამ კარში როგორ შემოეტია-მეთქი. ხელ-ფეხი სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. ექთანმა ჩამჩურჩულა - ”ბუინი” გიჟიაო. საწოლზე მოვკალათდი, ის გოლიათი კი გამართული რუსულით მეკითხება: ”ბოშა ხარ?” ”არა, ძმაო, თბილისელი სომეხი ვარ!” ”ქართული იცი?” ”ვიცი, აბა,
რა!” შევატყვე, ესიამოვნა. ცოტა ხანს მათვალიერა და ისევ მომმართა: ”იცი, ვინ ვარ?” წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. ”დურუ, ვარ, ხურცილავა!”

მისი სახელი არაერთხელ მსმენია. ვიცოდი, მკვლელი რომ იყო. ისიც ვიცოდი, მეტად ჯანიანი
რომ ბრძანდებოდა და მის დასამშვიდებლად ციხის ”ნადზირატელები” რკინის ”ლომებს” იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისიც მიცნობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და დურუ დავმეგობრდით და ერთმანეთის გარეშე პურს არ ვჭამდით.

***

-ნოდარ დუმბაძესთან პირველ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებდით?
- ის დღე საუცხოოდ მახსოვს. ”ნარებზე” ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. მოულოდნელად, კარი გაიღო და საკანში სიმპათიური ბიჭი შემოიყვანეს. მან დაბნეულად მიიხედ-მოიხედა, თავისუფალი ადგილი ვერსად შენიშნა და კუთხეში მდგარ ”პარაშასთან” (მაშინ ტუალეტები არ გვქონდა) ჩაჯდა.
ეგ ახალმოსულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დავიძინე, თუმცა მალევე გამაღვიძეს, - ”ნადზირატელმა” რაღაც ბარათი მოგიტანაო. სკოლა ცხოვრებაში არ მინახავს, წერა-კითხვა არ ვიცი და ბარათის წაკითხვა ერთ-ერთ პატიმარს, მეტსახელად ”თინათინს” დავავალე...

- ”თინათინი” კაცს ერქვა?!
- კაცს კი არა, არაკაცს. მაგ ტილიანმა უწინ პატიმრობაში მყოფი თავისი ძმაკაცის ცოლს, თინათინს, არშიყი დაუწყო და ქალის სახელიც ამიტომ დავარქვი (როგორც ჩანს, ”თინათინი” იგივე გოგოლაძეა, ”თეთრი ბაირაღებიდან”. - მ.ჩ.).

***

- ”შოშიაც” რეალური პიროვნებაა?
- ჰო. მას სახელმწიფოსთვის ორი თუ სამი მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული და გადამალული. მაგ საქმისთვის იჯდა... ყოველდღე ვცემდი, - მითხარი, ფული სად დამარხე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე...
ჰოდა, იმას ვამბობდი: ”შოშიას” მივუბრუნდი და ვეუბნები, აეთრიე და იმ ბიჭს ადგილი დაუთმე-მეთქი. ის, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დამემორჩილა და ”პარაშას” ჩაეხუტა. ასე გავიცანი ნოდარი და სანამ ერთ საკანში ვისხედით, ვპატრონობდი კიდეც.

***

-  ”ლიმონა” ყველაზე ”დასტოინი” და სამართლიანი ქურდი იყო ”საიუზში”. სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა და არავის ერიდებოდა...
გახსოვს, ”თეთრ ბაირაღებში” ის ეპიზოდი, ექიმის გასაძარცვად რომ წავიდა, იქ კი თავისი ახლობლის ფოტოსურათი იპოვა და მსხვერპლს ოქრო უკანვე დაუბრუნა? ეგ ნაღდი ამბავია!

***

- ჯაბა ძალიან მაგარი ქურდი იყო, ”ზონებს” აზანზარებდა! ერთი ხანობა ვძმაკაცობდით. ციხეში ერთად არ ვყოფილვართ, ლაღიძის წყლებთან ვხვდებოდი ხოლმე. იქ იკრიბებოდა საქართველოს მთელი ქურდული ელიტა. ჯაბა ნაკითხი და დახვეწილი ბიჭი გახლდათ.


იხ.სრულად: ექსკლუზიური ინტერვიუ "თეთრი ბაირაღების" ტიგრან გულოიანთან


qartveli
06 აგვისტო 2017 02:11
ვიც აქ კომენტარებს წერს ალბათ უმრავლესობას თვალით არ ყავს ნახული ცოცხალი ქურდი და ლანზღავს თავ გამოდებით იცით თუარა ისეთი ქურდი ვინც ყველა სადღიგრძელოს ლექსით ამბობს ნებისმიერ დონესთან შეუზლია საუბარი იცის ტკივილის მიტანა გულთან იცით თუარა რამდენ ქარტველს დახმარებია იტალიადან მიცვალებულის გადმოსვენებაში არ იცით და ჭორაობთ აქ ცხოვერებაში ნარკოტიკს არ გაკარებია და ეზიზღება ნარკომანები თქვენ რა ხალხი ხართ ან რამ გაგაბოროტად ეგრე ვიცი რაც უნდა გიწოდოთ კაცმა მაგრამ თავს შევიკავებ.გაუმარჯოს ყველა მართალ კაი კაცს.
გიგა
27 მარტი 2017 09:26
ამ სტატიის ავტორს ჯერ თეთრი ბაირაღები წაეკითხა და მერე დაეწერა კომენტარები აჯობებდა. საკუთარი მეგობრის ცოლს ვიაჩესლავ რაჟდენის ძე გამცემლიძე ეარშიყებოდა. შოშია გოგოლაძე "მილიონ სჩემტო" გაფლანგვაზე იჯდა.
qutaiseli
20 მარტი 2017 09:41
ამერიკელებს ალკაპონე და ლუჩანო უყვართ მუზეუმები აქვთ და კინოები ხო ბლომად გადაიღეს ჩვენთან კიდე ქურდები არუნდათ და იცით რატომ არა იმიტომ რომ კრიმინალი ზოგადად ცუდია არამედ იმიტომ რომ თვითონ არიან ქურდებზე მეტი უზნეოები მატყუარები და გადამგდებები.რაც შეეხება ქურდულ სამყაროს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი კანონიერი ქურდი რომელსაც დღესაც მოწიწებით იხსენიებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო ვახტანგ ლორთქიფანიძე რეალობა ესარის და ისე კიდე ქურდები ყველა ერთი ხასიათის ნაღდად არარიან დედმამიშვილები არ გავან ერთმანეთს და ესენი რო იყვნენ სხვადასხვა ხასიათის ადამიანები რა გასაკვირია.ნაქურდალით ბიუჯეტის შევსება გინდათ პოლიტიკანებს და მათ მომხრეებს არა ხო ისე თქვენ უფრო ის გაწყობთ აქედან რო იქეთ გაგაქვთ ბიუჯეტის ნაძარცვი მილიონები.დდ მონანიებაში ვრცლადა ამ ქურდზე დაწერილი. ლორთქიფანიძეს ვგულისხმობ.

რედაქტორის რჩევით