თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი "წითური გენერალი" პანკისიდან
23-06-2014
თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი "წითური გენერალი" პანკისიდან
ბათირაშვილი მეფურად ცხოვრობს, დადის რამდენიმე ათეული მეომრისგან შემდგარი დაცვით და ჯავშანმანქანებით, რომლებიც ირანელმა სპეციალისტებმა აუწყვეს(?!)

"თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობიდან არის. მისი ოჯახის წევრები დღესაც  იქ, სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ.  მამა ქრისტიანი ჰყავს..."


"მე აღვუთქვი ღმერთს, თუ ციხიდან ცოცხალი გამოვიდოდი, ჩემი უპირველესი საქმე ღვთის სახელით”ჯიჰადი გახდებოდა".”
თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი), 2013 წ.


"ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ არ ვმონაწილეობდით ომში, როგორც საჭირო იყო და ამიტომ ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. ახლა
რეალური შანსი გვაქვს, ამ მიწაზე შარიათის კანონი დავამკვიდროთ და აქედან გავავრცელოთ სხვა სახელმწიფოებშიც, მივაღწიოთ ყველაფერს იარაღით,  მოვკლათ ალაჰის სახელით".”
თარხან ბათირაშვილის (აბუ ომარ ალ შიშანი) ვიდეომიმართვიდან. სირია, 2013 წ.


"ბათირაშვილი წარმატებული და კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო, საქართველოსთვის გულანთებული, სხვათა შორის, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. მერე რაღაც
შეუთითხნეს"...”
თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე


2014 წლის 9 ივნისს ერაყის ქალაქ მოსულს, რომელიც ორ მილიონამდე მოსახლეს ითვლის, მოულოდნელად სირიის მხრიდან მოჯაჰედებმა შეუტიეს...

ერაყელებისთვის სროლა და ტერორისტული აქტები დიდი ხანია, უცხო ხილი არ არის, მაგრამ მოსულში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გააფთრებული ბრძოლები მოჯაჰედებსა და  სამთავრობო ნაწილებს შორის თითქმის 30 საათი გრძელდებოდა...
ქალაქის მერი დიდხანს მოუწოდებდა მოსახლეობას იარაღი აეღოთ ხელში და ქალაქი დაეცვათ, მაგრამ ამაოდ - 10 ივნისს მოსული დაეცა.

500 ათასამდე  დევნილის გრძელ კოლონაში, რომელიც ერაყის მტვრიან გზაზე ათეულობით კილომეტრზე გაიჭიმა, ყველას "წითური გენერლის" სახელი ეკერა…პირზე. დევნილთა ბანაკებში ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ერთი პატარა ქვეყნიდან მოსულ ნახევრად ქრისტიან, მაგრამ ყველაზე მუსლიმან კაცზე, რომელსაც უკვე 10 ივნისს ბაღდადის აღებასაც უწინასწარმეტყველებდნენ... 11 ივნისს უკვე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, კერძოდ კი აშშ-ის ხელისუფლების თავის ტკივილის მიზეზი ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, 2008 წლის აგვისტოს ომის  მონაწილე, არაბულ სამყაროში აბუ ომარ ალ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილი გახდა. Mმისი ბრიგადის -…"ალ მუჰაჯირინის"”(ემიგრანტები) დროშით სირიაში დაახლოებით 2000-მდე  სამხედრო საქმეში გამოცდილი მოჯაჰედი იბრძვის...   ერაყი-შამას ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად!..
Mმოსულის აღების შემდეგ მოჯაჰედებს ადგილობრივი ამბოხებული სუნიტური ტომებიც შეუერთდნენ, მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ სადამ ჰუსეინის პარტიის ყოფილი წევრებიც...
მალე ამბოხებულთა ურდო ქალაქ ბეიჯისკენ დაიძრა, რომელშიც რამდენიმე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა. მოგვიანებით კი ქალაქი ტიკრიტი აიღო...
16 ივნისს საომარი მოქმედებები გაჩაღდა ქალაქ ბაკუბშიც, რომელიც  ბაღდადს სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრითაა დაშორებული.

სანამ ერაყის ქალაქები ხელიდან ხელში გადადის, ქურთისტანის ავტონომიის ელიტური სამხედრო დანაყოფი, "პეშმერგა" ერაყის ყველაზე მსხვილნავთობგადამმუშავებელ ცენტრს, ქურთისტანის ისტორიულ დედაქალაქ კირკუკს დაეპატრონა და მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაბრუნებას არ ჩქარობს...
ერაყში შიიტების წინააღმდეგ  სუნიტების ამბოხი და ისლამური სახელმწიფოს აღორძინება რომ მხოლოდ დროის მომენტი იყო, ამას არც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მალავდნენ - აცხადებდნენ, - შესაძლოა, ასეთ დროს სირიის სცენარი განვითარდესო. ამბოხებულთა სათავეში აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დგას (ერაყელები ამბობენ, რომ ის მოციქულის შვილიშვილის პირდაპირი შთამომავალია).  სწორედ მისი დროშით იბრძვიან აბუ ომარ ალ შიშანის მოჯაჰედებიც.…

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობიდან არის. მისი ოჯახის წევრები დღესაც  იქ, სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ.  მამა ქრისტიანი ჰყავს... თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული  აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

მან კარგად იცოდა, რომ ათასი ჯურის  თავზე ხელაღებულ მოჯაჰედს შორის ადგილის დამკვიდრებას მხოლოდ მეტი სისასტიკით  და პრინციპულობით შეძლებდა. თავდაპირველად ჯგუფში დაღესტანში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი მეგობრები, ძირითადად ჩეჩნები ჰყავდა. ბათირაშვილმა სირიაში ამბოხებულთა ლიდერების ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა უმოკლეს ხანში ჩრდილოეთი სირია აიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მის მიერ ქალაქ ალეპოს სამხედრო ბაზების, მათ შორის ავიაბაზის აღება.

ომარ ალ შიშანს გამარჯვებებმა ბევრი მტერი გაუჩინა როგორც გარეთ, ისე შიგნით - თანამოაზრეებში. განსაკუთრებით საშიშნი ქურთები გახდნენ, რომლებიც ადრე, ასადის რეჟIMიმის დასამხობად, ამბოხებულების მხარეზე იბრძოდნენ, თუმცა,  სირიის პრეზიდენტმა შეძლო მათი გადმობირება ქურთისტანის რეგიონისთვის ავტონომიის გაფართოების პირობით.

ერთ დღეს, როცა  ომარ ალ შიშანი  დერი ზორას პროვინციაში სამხედრო სპეცოპერაციას ატარებდა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ, ყოფილმა თანამოაზრე ქურთებმა ისარგებლეს და ქალაქ ელ ბაბში მოჯაჰედთა ბანაკებზე იერიში მიიტანეს. როდესაც ეს ამბავი ბათირაშვილმა გაიგო, იძულებული გახდა, შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები და თანამოძმეების დასახმარებლად უკან დაბრუნებულიყო. მისმა მებრძოლებმა 300-კილომეტრიანი ბლიცკრიგის შემდეგ ქალაქი ელ ბაბი დაიბრუნა.
სწორედ ამ ქალაქის აღების შემდეგ მთელ სირიას მოედო მისი ნათქვამი: "არასდროს მივატოვებ ჩემს ძმებსა და დებს, რადგან ისინი ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან".
ელ ბაბის შემდეგ უახლოესი გარემოცვა ფიქრობდა, რომ სისასტიკით ცნობილი ალ შიშანი არავის დაინდობდა და დახოცილი მეომრების გამო შურს იძიებდა (მან ამ დროს 500 მოჯაჰედი დაკარგა). თუმცა, მოულოდნელად, ომარ ალ შიშანმა მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, - თუ იარაღს ჩააბარებდნენ და მოინანიებდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა.

მეთაურის ასეთი  ჰუმანურობა ცუდად აღიქვა ზოგიერთმა საველე მეთაურმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ომარ შიშანის ამგვარი სირბილე მისი ქრისტიანობის ბრალი”იყო...
2013 წლის გაზაფხულზე სირიაში მოჯაჰედების ლიდერთაგან ორი საქართველოს მოქალაქე წარმოშობით ქისტი იყო, ომარ ალ შიშანი და სეიფულაჰ ალ შიშანი (იგივე რუსლან მაჩალიკაშვილი სოფელ დDუისიდან). მალე ლიდერებში თავი იჩინა უთანხმოებამ.

განხეთქილება პირველად სწორედ ქართველებში დაიწყო...
სირიაში შედგა შარიათის კომიტეტის გაფართოებული სხდომა, სადაც რუსლან მაჩალიკაშვილს ბათIირაშვილმა ბრალი საჯაროდ დასდო, - ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცუდად ექცევა და იმის მაგივრად, შაჰიდი ძმებისთვის მაგალითი გახდეს, სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვების გავრცელებით საკუთარ პიარს ეწევაო.
სეიფულა ალ შიშანს სხდომაზე თავის მართლების საშუალება არ მიეცა. კომიტეტმა, რომ იტყვიან, ქოთანს ყური მეორე მხრიდან მოაბა და მხარი ბათირაშვილს დაუჭირა (როგორც სხდომის მონაწილენი პირად საუბრებში აცხადებენ, ომარ ალ შიშანის მზარდი რეიტინგი გაითვალისწინეს), რუსლან მაჩალიკაშვილი კოალიციიდან განკვეთეს, მას მისი თანამოაზრე 290 მებრძოლიც გაჰყვა, რამდენიმე დღის შემდეგ მაჩალიკაშვილმა თAავის თანახეობელს ვიდეომიმართვით გაახსენა,  რომ ნახევრად ქრისტიანი და ქართულ ჯარში ამერიკელების მომზადებული იყო. ქისტების კონფლიქტი სირიაში კარგა ხანს გრძელდებოდა. ის მხოლოდ მაშინ დამთავრდა, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ალეპოს ციხის აღებისას, რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, თუმცა, მისმა მეომრებმა ციხე აიღეს და 800-მდე პატიმარი გაათავისუფლეს, რომელთაგან ბევრი მათ რაზმებსვე შეუერთდა...…
ამის შემდეგ თარხან ბათირაშვილი  მოჯაჰედების ყველაზე გავლენიან ლიდერად იქცა. "წითური გენერლის" სახელი "ალ-ქაიდას" შტაბბინაშიც კარგად იცოდნენ...

2013 წლის 29 სექტემბერს“ქურთების ეროვნულმა კომიტეტმა” მსოფლიოს ამცნო, რომ ქალაქ ატიმასთან მათ მებრძოლებს ხანმოკლე შეტაკება მოუხდათ მოჯაჰედებთან და 18 მოჯაჰედი გაანადგურეს.
ეროვნული კომიტეტი ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ  მოკლულ მებრძოლთა შორის იყო აბუ ომარ ალ შიშანიც. მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა…- ძლევამოსილი "წითური გენერალი" რამდენიმე ვიდეომიმართვაში გამოჩნდა, სადაც  მუსლიმანებს ერაყი-სირიის ტერიტორიაზე ხალიფატის  შესაქმნელად მოუწოდებდა. მალე მისი მომჩივნები ჩეჩენ და ქისტ მებრძოლებშიც გამოჩნდნენ, რომლებიც შინ დაბრუნებულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ - ბათირაშვილი მეფურად ცხოვრობს, დადის რამდენიმე ათეული მეომრისგან შემდგარი დაცვით და ჯავშანმანქანებით, რომლებიც ირანელმა სპეციალისტებმა აუწყვეს(?!) და ჩვენს ბიჭებს საზარბაზნე ხორცად იყენებსო.

რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი სახელი, სავარაუდოდ, უკავშირდება ლაფანყურის სპეცოპერაციას, თუმცა, ბათირაშვილის თანამებრძოლები ირწმუნებიან, რომ აბუ ომარ ალ შიშანს  ლოპოტის ხეობაში მომხდარ მოვლენებთან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი რამდენიმე მეომარი სირიაში მის ბრიგადაში იბრძვის (ერთი დაიღუპა კიდეც)..
12 ივნისს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსულში  ქურთი სნაიპერის ტყვიამ თარხან ბათირაშვილი იმსხვერპლა. თუმცა, ინფორმაცია კვლავ არ დასტურდება, "წითური გენერალი" კვლავ ბლიცკრიგისთვის ემზადება,  ამჯერად სამიზნე ბაღდადია...
dito
15 ივლისი 2016 16:45
მიდით ეხლა და დაიწყეტ ოხვრა, ეს რა კაცი დავკარგეთ და ეს ვინ ყოფილაო, რამდენჯერ მე უსამრთლობა გადამიტანია ამ ქვეყანაში და ბევრს ჩემნაირს, იმდენი სიკეთე თქვენ ყველას ,მაგრამ მუსულმანობის მიღება და სადღაც ამ რელიიგიისთვის ხალხის ხოცვა ეგ თავში როგორ უნდა მოგივიდეს კაცს, ერთი ცოდვილი კაცი იყო და დავანებოთ მაგის გაპეტიშებას თავი.
ტოტო
15 ივლისი 2016 16:12
მთელი ჩვენი ისტორია ბათირაშვილებისნაირებით არის გაჯერებუ ლი. მამლუქები, სააკაძეები,მათ შორის ზოგს იტაცებდნენ ზოგი დაქირავებული სარდლის სახით შიშის ზარს სცემდა,როგორც აღმოსავლეთს ისე დასავლეთს!მოგვიანებით ბაგრატიონები,მარტო პეტრე ბაგრატიონი უდრიდა მთელ რუსულ გერმანულ გენერალი ტეტს!მაგრა რა,საქართველო იყო და დარჩა დაუცველი,ხოლო მი სი შვილები ვითომ მასსზე განაწყენებულები უაზროდ და რაც ყვე ლაზე გულდასაწყვეტია მთელი მსოფლიოს მიერ უარყოფილ ხალი ფატის შეფმნისათვის გააფთრებით იბრძვიან, უდანაშაულო ადამია ნებს მუსულმანობის უარყოფისათვის სასტიკად აწამებენ!ჩვენ რას ვშვაბით?არაფერს ვუყურებთ როგორ იხოცებიან ჩვენი,როგორც მუსულმანი,ისე ქრისტია ძმები და არაფერსარ ვაკეთებთ,რომ ეს უაზრობა შევწყვიტიდ!
bs
15 ივლისი 2016 15:52
ეეე ეგ რო დაეწინაურებიათ მერე ახალაიას ლეკვებს რაღა? ან ამომავალი მზის რაიონის მკვიდრის კლასელებს რაღა?

რედაქტორის რჩევით