"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის
30-06-2014
"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის
"გურჯაანში ერთი ქალია, მადლენა. თავისი ნიფხავი მთელ კახეთს გადააფარა, ჯაბას მოადგილეა კახეთში..."

მილიციისთვის კვალის ასარევად მსხვერპლისთვის ჯერ ბორკილების დადება, ხოლო მკვლელობის მერე თავების და ხელის მტევნების დაჭრა მადლენას ხელწერა იყო

"ტყუილია, მხედრიონელი არასოდეს ვყოფილვარ. მე ქალი ვარ, ეს კი კაცის საქმეა. თუმცა, როდესაც 1992-1993 წლებში მთავრობაში მხედრიონელები მოვიდნენ, ჯაბამ დიდი უფლებები მომცა. მე არასდროს ჩამიდენია დანაშაული, მთელმა ციხემ იცის - კანონი არასოდეს დამირღვევია. იმდენი ფული მქონდა, რად მინდოდა ბანდა. 50
მარტო ავტომანქანა მყავდა.”
მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი
გაზ. "კომსომოლსკაია პრავდა",
2005 წ. 13 აპრილი

აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს ძებნილი მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი, რომელიც 26 ივნისს საქართველოში ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობაში წაუყენა (საქმე ეხება
გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ხალხს ახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში სისასტიკით და თავზეხელაღებულობით ცნობილი”"სისხლიანი მადლენა". მისი კრიმინალური დაჯგუფება თავზარს სცემდა არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ რუსეთსაც - იქ მასთან დაპირისპირებას ქურდული სამყაროც ვერ ბედავდა.

ქალზე, რომელიც მოსკოვის ყველა ცნობილი ციხის ("მატროსკაია ტიშინა", "ბუტირკა") "კრიტში" ატარებდა წლებს (განსაკუთრებით საშიშად თვლიდნენ და კოლონიაში არასოდეს გადაუყვანიათ), იმდენი ლეგენდა შეიქმნა, რომ სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ მადლენაზე სიმართლის დადგენა.

მადლენას ბიოგრაფია არ არის ცნობილი. ამბობენ, თავად გაანადგურა ყველა დოკუმენტიო. ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ დედა პატარას გარდაეცვალა და ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, მოზრდილმა კი გაიგო, რომ საქართველოს იმდროინდელი გენერალური პროკურორის პავლე ბერძენიშვილის ქალიშვილი იყო - მამამ მას თავისი გვარი მისცა. მოგვიანებით ის კახეთში ერთ-ერთმა მდიდარმა ქალბატონმა ბაბური თანგერიძემ იშვილა და დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა. 1990-1991 წლებში ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა, სადაც დააარსა ფირმა "წმინდა გიორგი", რომელსაც კრიმინალურ სამყაროში მკვლელობების სააგენტოდ”მოიხსენიებდნენ.= ფირმა =მსხვილი კლიენტების გადაგდებით იყო დაკავებული. ამასობაში მადლენამ გაიცნო ცნობილი რეციდივისტი როშჩინი, რომელიც მალე მისი სამოქალაქო ქმარი გახდა.

"წმინდა გიორგის" სისხლიანი დღეებიც სწორედ აქედან დაიწყო.
ერთ დღესაც სოლნცევოს დაჯგუფების (ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება მოსკოვში) ერთ-ერთმა ლიდერმა, მეტსახელად”"მოპსმა" "წმინდა გიორგის" კონტროლი გადაწყვიტა და ამ მიზნით 1991 წლის ნოემბერში მადლენასთან თავისი ორი კაცი დაცვის წევრებად მოაწყო. ერთ დღეს "სოლნცევოელებმა" მადლენას განუცხადეს, - ყველა საქმიდან 25-25% უნდა გადაგვიხადოო. შეურაცხყოფილმა მადლენამ აგარაკზე "გიორგელებს" ის ორი დაცვის წევრი დაახრჩობინა. მოკლულებს თავები დააჭრეს და ტყეში დაწვეს (მილიციისთვის კვალის ასარევად მსხვერპლისთვის ჯერ ბორკილების დადება, ხოლო მკვლელობის მერე თავების და ხელის მტევნების დაჭრა მადლენას ხელწერა იყო). მადლენა გურჯაანში დაბრუნდა, ზაფხული მეფურად გაატარა და სექტემბერში ისევ მოსკოვს მიაშურა. ერთ საღამოს მადლენას ჯგუფის ერთი წევრი გაიტაცეს, აწამეს, მკვლელობის დეტალები მოაყოლეს, შემდეგ კი ტრასაზე დააგდეს. იმავე საღამოს "მოღალატეს" მადლენამ მიაკითხა - წამოდი, დაგმალავთო. წაიყვანეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ბორკილები დაადეს და დაახრჩვეს. ვაითუ ცოცხალი იყოსო და თავში რამდენჯერმე ნაჯახიც ჩაარტყეს. ამ მკვლელობებს ლამის მადლენაც გადაჰყვა: მოულოდნელად შინ მილიცია დაადგა. საწოლის ქვეშ იარაღით სავსე ჩანთა უპოვეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის წევრები საბუთებით მხედრიონელები იყვნენ და იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდათ. არავინ იცის, მადლენას ბედი როგორ წარიმართებოდა, ერთ დღეს თბილისიდან ნაცნობი პოლიციელი, პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი რომ არ გამოცხადებულიყო "მურში" (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) საბუთებით ხელში - მადლენასთან აღმოჩენილი იარაღი ქართული პოლიციისააო(?!). 

1993 წელს მადლენა ძმებ იმერლიშვილებს ავტომანქანის ჩუქებას დაჰპირდა. მადლიერი ვასილი საქართველოში დაბრუნდა, მადლენასთან თავისი ძმა, გიორგი და ახლობელი გაუშვა. მადლენამ ბოლო წუთს მანქანის ჩუქება გადაიფიქრა,”სტუმრები დაახოცვინა, აგარაკის მახლობელ ტყეში ჯერ დააწვევინა და მერე დაამარხვინა, თავად კი საქართველოში იმერლიშვილებს ესტუმრა. მადლენას ხალხმა ჯერ ვასილი მოკლა. იმავე საღამოს უცნობებმა ძმები იმერლიშვილების დედა, მამა და ბებია დახოცეს. მოგვიანებით კრიმინალურ სამყაროში ხმა გავრცელდა, მადლენას ვასილ იმერლიშვილთან დავა ღვინის ქარხნის გამო ჰქონდაო (მეორე ვერსიით - ვასილი მონაწილეობდა მადლენას ქალიშვილის გატაცებაში, რომელიც ერთხანს "მხედრიონს" ჰბრალდებოდა).

მადლენა ისევ მოსკოვში დაბრუნდა. წინ გახმაურებული შაქრის საქმე ელოდა. "წმინდა გიორგიმ" ნიჟნი-ნოვგოროდის ფირმა "აღმოსავლეთის ექსპრესთან" ხელშეკრულება გააფორმა - მადლენას ფირმისთვის 120 ტ შაქარი უნდა მიეწოდებინა, მყიდველმა მას 31 მლნ მანეთი ანგარიშზე ჩაურიცხა, ხოლო 3 მლნ 600 000 პირადად მადლენას გადასცა. ქალს არ გასჭირვებია ბიზნესმენის მოტყუება - "წმინდა გიორგი" შაქრის მიწოდებას არც აპირებდა. 1993 წლის დეკემბერში გაცუცურაკებული ბიზნესმენი ძმებ მაქაცარიებთან ერთად მადლენასთან ჩავიდა. მადლენა დაჰპირდა, საქმეს ერთ თვეში მოვაგვარებო. ამასობაში მადლენას ახალი თავსატეხი გაუჩნდა: ლვოვიდან ჩამოსული ავტომანქანების ქურდები მოპარულ ავტომანქანებს ნახევარ ფასად ყიდდნენ, ამას შეეძლო მადლენას საავტომობილო ბიზნესი დაეზარალებინა. 14 დეკემბერს მადლენას ბიჭები”შეცვივდნენ ლვოველების ბინაში და ექვსივე მოკლეს, ხოლო 25 დეკემბერს მადლენამ ძმები მაქაცარიები შინ მიიწვია. მათ პირადი ჯალათი ბერკიდისი დაახვედრა. მაქაცარიებს უთხრეს, - უნდა დაგხოცოთო... დახოცეს და ტრადიციისამებრ თავები და ხელის მტევნები დააჭრეს. 31 დეკემბერს მადლენას ჯგუფის წევრები მოსკოვში მაქაცარიების ქვრივებთან და ახლობლებთან შეიჭრნენ, კაცები შუა ოთახში დააყენეს დასახვრეტად. ერთმა მათგანმა მკვლელს ხელი ჰკრა და ფანჯარას მიაშურა. მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მაშინვე მოკვდა. სახლში ორი მამაკაცი კიდევ მოკლეს.
ბოლოს მადლენა მაინც დაიჭირეს, თუმცა, მანამდე ქართველ სამართალდამცავებს მილიონიც შესთავაზა.
ბათუ საღინაძე, მადლენას საქმის გამომძიებელი, 1994 წ.

"გურჯაანში მითხრეს - ერთი ქალია, მადლენა. თავისი ნიფხავი მთელ კახეთს გადააფარა, ჯაბას მოადგილეა კახეთში. ისეთ საქმეებს მიაწერდნენ, თმა ყალყზე გვიდგებოდა. მალე შევქმენი ჯგუფი და წავედი მოსკოვში. ერთ-ერთი ჩასვლისას გავიგე, რომ ჩვენებს მადლენას მოკვლა ნდომებიათ და მას ჩემი ჯგუფის წევრმა გოგოლაშვილმა ესროლა თავში. სასწაულებრივად გადარჩა. მქონდა ინფორმაცია, რომ ამ ამბავს მადლენა ისე არ დატოვებდა, და მისი მორიგი მსხვერპლი შესაძლოა მე გავმხდარიყავი... მოსკოვში, სადაც ბინა მქონდა ნაქირავები, კარის მეზობელ ქალბატონს ვთხოვე, დროებით თქვენი ბინა დამითმეთ-მეთქი. მის ბინაში გადავედი. ერთ ღაAმეს გავიგონე, როგორ გატყდა ჩემი ბინის კარი და ბრაგაბრუგიც მომესმა... იმ დღეებში შემატყობინეს, მადლენა მოსკოვიდან გაუჩინარდა, სავარაუდოდ საქართველოშიაო. დავადგინე, რომ ის მეგობრობდა გარდაბნის რაიონის მოსამართლე ქალთან. მას მადლენასთან შეხვედრა ვთხოვე.…თვალებახვეული წამიყვანეს. ბოლოს, აღმოვჩნდი რომელიღაც ბინაში.
ოთახიდან  თავშეხვეული მადლენა გამოვიდა. წარმოსადეგი ქალი იყო, ქართული იერით. კარგა ხანს ვისაუბრეთ. მითხრა, ვიცი, ვინ მესროლა. სანამ მესროდა, ვუთხარი, - რამდენს გიხდიან, მითხარი და ათ იმდენს გადაგიხდი-მეთქი. მაინც მესროლა, თქვენი თანამშრომელი იყოო. ცოტა ხნის მერე მითხრა, - ბათუ, არაფერი გაბადია, ამ შრომას მაინც არავინ დაგიფასებს, შეიძლება მოგკლან კიდეც და ოჯახი უპატრონოდ დაგრჩეს. 40 წუთი თუ დამელოდები, აქ 1 მილიონ დოლარს მოგიტანენ, სანაცვლოდ შენმა ჯგუფმა თავი უნდა დამანებოსო... უარი ვუთხარი...
მეორე დღეს შემატყობინეს - ერევნის რეისით მიფრინავსო, ჭკვიანი ქალი იყო, მიხვდა, რომ დავიჭერდით"...
მადლენას საქმის ძიება 8 წელი გრძელდებოდა, მოსკოვში მას 18 მკვლელობა დაუმტკიცდა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა(!!!). ციხიდან 2003 წელს გამოვიდა, თუმცა, 2004 წელს ისევ დააკავეს, ამჯერად ქართული მხარის მოთხოვნით, რომელიც მადლენას იმერლიშვილების მკვლელობაში სდებდა ბრალს; თუმცა, იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო, რუსეთმა ქართულ მხარეს არ გადმოსცა.

თუმცა, როგორც ჩანს, "სისხლიან მადლენას", რომელსაც რუსეთში ცნობილ "ოქროსხელება სონიას" ადარებენ, მაინც მოუწევს ქართული ციხის ხეხვა...

(სტატია მომზადებულია მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით).
jek
13 სექტემბერი 2014 18:11
არა მკვლელებს
badri
24 აგვისტო 2014 20:06
საღინაძე ჭკვიანი ყოფილა,-არ გაება ვერაგი ქალის ხაფანგში(როცა ერთ მილიონს სთავაზობდა).
მილიონი, შესაძლოა, მიეცა კიდეც, მაგრამ მალევე გაუყენებდა სხვა მსხვერპლების გზას.
n.dj.
28 ივლისი 2014 13:41
უფალი ამბობს,შურისძიება არ გაბედო, ტადგან დიდი ცოდვაა,მე მაცალე..............


რედაქტორის რჩევით