"ალაჰის ცრემლები" საქართველოში! - ისლამური სამყაროს შურისძიების იარაღი
21-07-2014
"ალაჰის ცრემლები"  საქართველოში! - ისლამური სამყაროს შურისძიების იარაღი
"ყველამ იცნო "თეთრი მორიელის" გადამზიდავი. ის კედელთან მიაყენეს და უამრავი ადამიანის დასანახად დახვრიტეს(?!)"

"მტრის ტყვიებით და ბომბებით მოსპობა დიდი ფული ღირს, მაგრამ თუ მას ბოლოს ნარკოტიკით მოუღებ, ეს არა მარტო სარფიანი საქმეა, არამედ სამხედრო სტრატეგიის ბრწყინვალე მეთოდი".”
ამპლეტო ვესპა, იტალიელი მზვერავი, 1938 წ.

"ატომური ბომბი ჩვენ არ გვაქვს, მას ჩვენ ვერ ვიყიდით, "ალაჰის ცრემლებია" ჩვენი ატომური ბომბი, რომლითაც დავამსხვრევთ თქვენს სამყაროს".
აბდულ სალიმი, მოძრაობა "თალიბანის" წევრი.

"ორი წლის წინ,  როცა
ამერიკელებმა რაკეტები დაუშინეს ავღანეთს და სუდანს, მსოფლიოში გაისმა მუქარა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. რამდენიმე თვის შემდეგ აშშ-ის ნარკობიზნესთან ბრძოლის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაერთი ისლამისტური ორგანიზაცია, მათ შორის "თალიბანი", სარაკეტოO დარტყმების საპასუხოდ შურისძიებისთვის ემზადებოდა - ამერიკა უნდა დაებომბა”ახალი თაობის ნარკოტიკს "ალაჰის ცრემლებს", უკრაინა კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი
სატრანზიტო ზონა უნდა გამხდარიყო, ასეც მოხდა...
უკრაინული გამოცემა "ფაქტი",
2000 წ. 7 ივნისი


11 ივლისს შინაგან საქმეთა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ღონისძიების დროს, გააჩერეს აზერბაიჯანიდან მომავალი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც თურქეთში მიდიოდა. მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ოქროსფერი სითხით სავსე 93 ცალი 30-ლიტრიანი კასრი. ქართველი სამართალდამცავები კასრებს ყურადღებას ალბათ არ მიაქცევდნენ, რომ არა წინასწარი ოპერატიული ინფორმაცია. სატვირთო ავტომანქანას საქართველოს ტერიტორიაზე 2.790 კმ-მდე ე.წ. თხევადი ჰეროინი, მსოფლიოში უკვე კარგა ხანია ცნობილი "ალაჰის ცრემლები" გადაჰქონდა. მეზობელი აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელმა თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოში გადასულ ავტომანქანაში  თხევადი ჰეროინის აღმოჩენა არ დაადასტურა - მსგავსი რამ პირველად შევიტყვეთ, ქართველ სამართალდამცავებს  ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავთო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, - ეს არის 80%-იანი სუფთა ავღანური ჰეროინიო (100%-იანი სუფთა ჰეროინი ბუნებაში არ არსებობს); თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ეს განცხადება ნაადრევია, რადგან კასრებში მოთავსებული სითხის ექსპერტიზა ჯერ არ დამთავრებულა (უნდა შემოწმდეს თითოეული კასრი, რაც საკმაო დროს წაიღებს). ნარკოტიკის წარმოშობის დასადგენად ის სპეციალურ ლაბორატორიაში უნდა შეადარონ სხვადასხვა წარმოშობის ნარკოტიკებს (ამ შემთხვევაში ავღანურ თხევად ჰეროინს), მსგავსი ლაბორატორია კი საქართველოს არ აქვს.

დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო სატრანზიტო საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე და გამოძიებაც დაიწყო.

21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც "ალ ქაიდას" ლიდერმა უსამა ბინ ლადენმა დასავლეთს "თეთრი ჯიჰადი" გამოუცხადა, ავღანური ჰეროინი ერთგვარ იარაღადაც იქცა“ურჯულოების”წინააღმდეგ.  ამერიკელებს განსაკუთრებით ე.წ. თხევადი ჰეროინი - "ალაჰის ცრემლები" სცემს შიშის ზარს, რომელსაც არაბულ სამყაროში ამერიკაში "ისლამური სამყაროს შურისძიებას" უწოდებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკელები "ალაჰის ცრემლებს" ნარკოტიკად კი არა, მასობრივი განადგურების იარაღად აღიქვამენ.

1 კგ "ალაჰის ცრემლების" დასამზადებლად 50 კგ-მდე ოპიუმია საჭირო. ის ჰეროინზე 5-ჯერ ძლიერია, პირველივე მოხმარებიდან იწვევს მიჩვევას. არის ღია ოქროსფერი სითხე (რაც ერთგვარი შენიღბვაცაა). რადგან თხევადია, მისი ტრანსპორტირება უფრო მოსახერხებელი და ნაკლებ სარისკოა. პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ის 2000 წელს ყირგიზეთში გამოჩნდა, შემდეგ უკრაინასა და  რუსეთში...

11 ივლისის სპეცოპერაცია მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველოში. ცხადია, 3 ტონამდე თხევადი ჰეროინის ამოღება, რომლის საბაზრო ფასი რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტია, მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების გულმოდგინების შედეგი არ უნდა იყოს, ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს კონტროლირებადი მიწოდების ოპერაციასთან (მსგავსი ოპერაციების დროს ნარკოტიკული ტვირთის მოძრაობის შესახებ წინასწარ არის ცნობილი და  მის გადაადგილებას ერთი ან რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები ადევნებენ თვალს.  მისი დაკავება კი უკვე ოპერაციის გარკვეულ ეტაპზე ხდება). საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, - რომელი ჭკუათამყოფელი ნარკოსაქმოსანი გარისკავდა ასეულობით  მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთის გაგზავნას შესაბამისი გარანტიის  გარეშე, მით უმეტეს, როცა საქართველოში ნარკოსატრანზიტო ტვირთების ჩავარდნის რამდენიმე მაგალითი უკვე არსებობდა, ან ვინ უნდა ყოფილიყო ტვირთის მიმღები - ეს განსაკUუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ცნობილია, "ალაჰის ცრემლებს" ისლამისტური ორგანიზაციები შურისIძიების იარაღად იყენებენ. ის, რომ 3 ტონამდე თხევადი ჰეროინი ადგილობრივი ბაზრისთვის არ იყო განკუთვნილი, დEღესავით ნათელია. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გამოძიება უპასუხებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში მხოლოდ სატრანზიტო ნარკოტვირთების ამოღების შესახებ ხდება ხოლმე ცნობილი, გამოძიების შედეგები კი, როგორც წესი, უცნობი რჩება, მეტიც, ხშირად ამგვარი საქმეების გამოძიება ერთგვარად კრიმინალურ სერიალს ემსგავსება.

2006 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მარნეულში, სპეცოპერაციისას, გააჩერეს მსუბუქი ავტომანქანა. სალონის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ქარხნული წესით დამზადებული ჰეროინის ფილა, რომელიც 4 კმ-მდე იწონიდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს იყო მაღალი ხარისხის, სავარაუდოდ, ირანული წარმოშობის ჰეროინი (ფილას მორიელის ლოგო და ხარისხის ნიშანი ჰქონდა). ავტომანქანის მძღოლი თავიდან სამართალდამცავებს შეეწინააღმდეგა, შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა საბოლოოდ მაინც დააკავეს. იგი "გუბერნსკის" ციხეში გადაიყვანეს.

იმ დღეებში კრიმინალურ სამყაროში ვრცელდებოდა ვერსია, რომ მარნეულში ამოღებული ნარკოტიკი იმხანად ცნობილი "ბარიგის", ტაქსას" საკუთრება იყო, ტვირთის ადრესატი - გავლენიანი პირი ან პირთა ჯგუფი უნდა ყოფილიყო, რომლებმაც ამ ოპერაციით "ტაქსა"”გადააგდეს. ამბობდნენ, რომ გამწარებული "ტაქსა" გაჩერებას არ აპირებდა და ყველაფრის საქვეყნოდ თქმით იმუქრებოდა. დუმილის დარღვევას აპირებდა ტვირთის გადამტანი აზერბაიჯანელი მძღოლიც, თუმცა, მოულოდნელად, 2006 წლის 27 მარტს "გუბერნსკში" (სადაც მძღოლი ჩასვეს) ბუნტი დაიწყო. შემდეგ ერთი უცნაური ამბავი მოხდა: პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ ბუნტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე სპეცრაზმელი ეზოში თავმოყრილ პატიმრებში აზერბაიჯანულ გვარს გაჰყვიროდა. როცა იპოვეს, ყველამ იცნო "თეთრი მორიელის" გადამზიდავი. პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ ის კედელთან მიაყენეს და უამრავი ადამიანის დასანახად დახვრიტეს(?!).

ამ ამბის შემდეგ არც "ტაქსა" უნახავს ვინმეს და არც ის ამოღებული ირანული მორიელი.
ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ნარკოტრანზიტის საქმე გამოუძიებელი დარჩა...
2013 წლის ივლისში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ახალციხეში, ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოსული ტრაილერი, რომელსაც მოლდავეთის მოქალაქე მართავდა. მანქანას თურქეთის მოქალაქეც მოჰყვებოდა. მაშინ მანქანის ძარის სამალავებიდან 116 კგ ჰეროინი ამოიღეს. როგორც იმხანად ცნობილი გახდა, ტრაილერმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და თურქეთში მიდიოდა.  ამოღებული ჰეროინის რაოდენობა იმხანად სარეკორდო იყო. რამდენიმე თვის წინ შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოტიკებით მოვაჭრე დააკავეს. ვინაიდან დადასტურდა, რომ სარეალიზაციოდ  "ქუჩაში”Gგასული" ჰეროინი მაღალი ხარისხის იყო, გაჩნდა ეჭვი, - ხომ არ იყო ის ვალეში ამოღებული ნარკოტიკის ნაწილი. ძალიან მალე მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ყოფილი პოლიციელი და კიდევ ერთი პირი. მათ ბრალდებოდათ 12 კგ-მდე ჰეროინის მოპარვა. ნაქურდალს შემდეგ "ბარიგები" დედაქალაქში ყიდდნენ(?!). შესაბამისად, გამოძიებას უნდა გაერკვია, ჰეროინი პოლიციელმა და მისმა თანამზრახველმა სპეცოპერაციის დამთავრებისთანავე მიითვისეს, თუ მოგვიანებით საცავიდან იყო მოპარული.

გამოძიება საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემას დღემდე არ ჩქარობს.

მორიგი ნარკოსატრანზიტო ტვირთი 2014 წლის 18 იანვარს სომხეთის საზღვარზე ჩავარდა, სომეხი მესაზღვრეების ყურადღება მიიქცია ირანიდან მომავალმა ტრაილერმა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა. მანქანის შემოწმებისას სომეხმა სამართალდამცავებმა 900 კგ-მდე ჰეროინი აღმოაჩინეს. ირანიდან მომავალი ტრაილერი საქართველოს გავლით თურქეთში  უნდა გადასულიყო.  ტვირთის  ღირებულება 200 მლნ დოლარს შეადგენდა. ქართველი მძღოლი დააკავეს. ის ჯიუტად ამტკიცებდა, ტვირთის შემადგენლობაზე არაფერი ვიცოდი, ორი დღის წინ ჩავედი ირანში, ხის მასალა ჩავიტანე და საქართველოში მორიგი  ტვირთით ვბრუნდებოდიო... არსებული ინფორმაციით, სომეხ სამართალდამცავებსაც წასძლიათ სულმა და ამოღებული ნარკოტიკიდან, სულ რაღაც ორ თვეში, 78 კგ ჰეროინი  "სადღაც გაქრა" (15 მლნ დოლარის ღირებულებისა). ქურდი პოლიციელების ვინაობა დღემდე უცნობია..

როგორ მოახერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 300-400 მლნ დოლარის ღირებულების 3 ტონამდე მაღალი ხარისხის თხევადი ჰეროინის დაცვას, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, გახდება თუ არა "ალაჰის ცრემლები" დედაქალაქელი ნარკომომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. ერთი კი ცხადია, "ისლამური სამყაროს შურისძიების იარაღი" უკვე საქართველოშიც გამოჩნდა.

SHIO
26 ივლისი 2014 11:19
ARAPERI ARA AVTORIS MOGONILI DZALIAN KAI STATIA IKO REALUR PAKTEBZE DAKRDNOBIT DACERILI
ვეჰააბიტი
23 ივლისი 2014 20:19
რეებს აღარ მოიგონებენ. რაის ალლაჰის ცრემლები?
ნებისმიერს მოვუწოდებ თავად გადაამოწმოს ავღანეთში ოპიუმის წარმოების გრაფიკი და ნახავს, რომ 2001 წელს, როცა ტალიბებმა ომი გამოუცხადეს ყაყაჩოს, ის ყველაზე ნაკლები იყო. დღეს ოფიციალურად აწარმოებენ ოპიუმს და თესავენ ყაყაჩოს ამერიკის ნებართვით ავღანეთში. ასე რომ სუუუუუ!!!
რაც შეეხება დასახელებას - "ალლაჰის ცრემლები" - ეს ჟურნალისტის ფანტაზიაა.
oto04
23 ივლისი 2014 12:45
1985-87 წლებში მომიწია სამხედრო სავალდებულო ჯარმა გამიწვიეს ავღანეთში.ეს თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობია ახალი არ არის.რუსი ოფიცრების უმეტესი ნაწილი მაგრად ჩალიჩობდა წამალზე. შესვეს წამალზე ავღანელმა მუჯახედებმა და მერე რასაც უნდა იმას აკეთებინებდნენ.ასე,რომ ეს სტრადეგია დიდიხნის წინ იყო.დაჟე ბევრი ოფიცერს ვიცნობდი რომლებიც ნარკოტიკით ოჯახებს არჩენდნენ.

რედაქტორის რჩევით