სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე
29-09-2014
სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე
"ნაციონალებმა" დამიღუპეს შვილი, არ უნდოდათ ასეთი ჯარისკაცი ჰყოლოდათ."
თემურ ბათირაშვილი,
2014 წ., სექტემბერი, "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"


"ომარ ალ შიშანის გადასვლა "ისლამურ სახელმწიფოში"”იყო დიდი შეცდომა,  ნუ მოუსმენენ ჩვენი ძმები ამ დაჯგუფების ხელმძღვანელს. ჩვენი ჯიჰადი არა სირიაში, არამედ რუსეთში უნდა იყოს."”\
ალიასხაბ კაბეკოვი,
"კავკასიის ემირატის" მეთაური, 2014 წლის 25 ივნისი


"ჩვენ ვეტყვით "კავკასიის ემირატს", - ნუ ჩაერევიან "გლობალური ჯიჰადის" საქმეში, ისხდნენ შინ, კავკასიაში და ღეჭონ ბალახი."
"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებიდან, 2014 წლის აგვისტო


2003 წლის 5 ივნისს, დილით, დაახლოებით 08 საათზე, სამხედრო მოსამსახურეებით და სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსი მოზდოკიდან (ჩრდ. ოსეთი) სამხედრო აეროდრომზე მიდიოდა. მძღოლმა გზაზე ქალბატონი შეამჩნია და სვლა შეანელა... ქალი ავტობუსის წინა კარს მიუახლოვდა. მოულოდნელად იქაურობა ძლიერმა აფეთქებამ გააყრუა...
ორიოდ წამში ავტობუსი დახოცილი (ადგილზე 16 კაცი
დაიღუპა) და დასახიჩრებული ადამიანებით იყო სავსე.
ორი თვის შემდეგ, 1-ელ აგვისტოს, მოზდოკი კიდევ ერთმა ტერაქტმა შეძრა - ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული კამაზი”სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში შეიჭრა და კედელს დაეჯახა. დაიღუპა 50 კაცი, დასახიჩრდა 82...
მოზდოკის ტერაქტების შემდეგ სამართალდამცავებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს. დაღესტანში ამოღებული იარაღის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ის რამდენიმე დღეE გაჰქონდათ სატვირთო მანქანებით. როგორც გაირკვა, იარაღი 31 წლის საველე მეთაურს, ქალაქ ვედენოს ემირ მურად მარგოშვილს ეკუთვნოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მარგოშვილის ანგარიშზე არა მარტო მოზდოკის ტერაქტები, არამედ ინგუშეთში სამხედრო კოლონაზე თავდასხმაც იყო - დაიღუპა 6 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთის პროკურატურამ ის ტერორისტად ცნო და მისი ციხეში გამოკეტვაც მოახერხა. ზუსტად 11 წლის შემდეგ უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლეგენდარული ხატაბის (შავი არაბის) მოწაფე,  მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი, 11-კაციან შავ სიაში შეიყვანა და მისი ძებნა გამოაცხადა. მოზდოკის ტერაქტების "გმირი" ახლა სირიელ მოჯაჰედთა  ერთ-ერთი გავლენიანი მეთაურია. რამდენიმე ხნით ადრე  ტერორისტთა "შავ სიაში" "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. თავდაცვის მინისტრი (სირიაში) აბუ ომარ ალ შიშანი - ყოფილი ქართველი ოფიცერი თარხან ბათირაშვილიც მოხვდა.

"ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ბაზებზე აშშ-ის ავიაიერიშებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენა პანკისის ხეობა, ხოლო პანკისელ დედებს - ომის საშინელება, დღეს პანკისის ხეობაში სირიაში დაღუპულ რამდენიმე ახალგაზრდას გლოვობენ, ყველაზე უმცროსი - 18 წლის ბესო კუშატანაშვილია... ოჯახის ერთადერთი ვაჟი გაჭირვების გამო ერთხანს თურქეთში ფარდების საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდა. როგორ მოხვდა სირიაში, ოჯახის წევრებმა არ იციან. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში სამუშაოდ დაგულებულ შვილებს მშობლები უკვე სირიაში პოულობენ მოკლულებს...

ის, რომ სირიაში მოჯაჰედთა რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან, არახალია.”სახელიანი პანკისელი მეთაურების - თარხან ბათირაშვილის, მურად მარგოშვილის, რუსლან მაჩალიკაშვილის კვალდაკვალ სირიაში ასობით პანკისელი ახალგაზრდაც იბრძვის, თუმცა ამ "დიდი სამეულისგან" განსხვავებით, მათი გვარ-სახელები არავინ იცის და ხშირად - არც საფლავები. თუ რატომ მიდიან  საქართველოს მოქალაქეები უცხო მიწაზე საომრად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო და არც ხელისუფლება, რომელიც აგერ უკვე ორი წელია, უყურადღებოდ ტოვებს პანკისის ხეობის ახალ დილემას.

და მაინც, როგორია სიკვდილის გზა პანკისიდან სირიამდე? სკოლის დამთავრების შემდეგ უამრავი აქაური ახალგაზრდისთვის, მიუხედავად სურვილისა, უმაღლესი განათლება ფინანსურად ხელმიუწვდომელი რჩება. სამწუხაროდ, ისინი ვერც დასაქმებას ახერხებენ და იძულებული არიან, უკეთესი მომავლის იმედით საზღვარგარეთ წასვლაზე იფიქრონ. 18-19 წლის ახალგაზრდები სირიაში, ხანაც ერაყში მიდიან. ადგილობრივების ცნობით, მათიI რეკრუტირება ხეობაშივე ხდება, თავს უყრიან სტამბოლში, აქსარაის ავტოსადგურში და შემდეგ სირიაში მიჰყავთ. ადგილზე ჩასულ ახალბედა "შაჰიდებს" რამდენიმე დღე სპეციალური "მოძღვრები" ამზადებენ, შემდეგ სისხლიან კალოზე უშვებენ... რამდენს უხდიან იქ პანკისელ ახალგაზრდებს, არავინ იცის, რადგან შინ ცოცხალი თითქმის არავინ ბრუნდება, მათი ჯილდო ამ ომში მხოლოდ "შაჰიდის" სახელია...

სანამ პანკისი დაღუპულებს გლოვობს, სირიაში ქართველ”სამხედრო ლიდერებს შორის დაპირის[პირება გრძელდება. ჯერ იყო და, ომარ ალ შიშანს (თარხან ბათირაშვილი) მისივე თანამემამულე სეიფულაჰ ალ შიშანი, იგივე რუსლან მაჩალიკაშვილი დაუპირისპირდა: ერთ დროს თანამოაზრენი ერთმანეთს მტრად მოეკიდნენ, ბათირაშვილი აცხადებდა, - მაჩალიკაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა ადგილობრივ ქრისტიანებს და ომის ნაცვლად ვიდეორგოლებში პოზირებით იქცევს თავსო, მაჩალიკაშვილი კი არ მალავდა - ბათირაშვილს გული იმისთვის აუჩვილა სირიელი ქრისტიანების ბედმა, რომ თვითონაც ქრისტიანიაო (ბათირაშვილის მამა დღემდე ქრისტიანია). არავინ იცის, კონფლიქტი რა სახეს მიიღებდა, 2014 წლის 4 თებერვალს სეიფულაჰ ალ შიშანი-რუსლან მაჩალიკაშვილი შაჰიდი რომ არ გამხდარიყო. ის  ქალაქ Aალეპოს ციხის აღების დროს დაიღუპა. ალეპოს ციხე მოჯაჰედების ალყას ორი თვე უძლებდა, ბოლოს, მაჩალიკაშვილი ჩაჯდა ტროტილით დატვირთულ ავტომანქანაში და ციხისკენ გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მის მანქანას ტანკებმა ყუმბარები ესროლეს,  ციხემდე მისვლა მოახერხა და კედელს შეეჯახა. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს მოჯაჰედებმა ციხის აღება და შიგ მყოფი ბაშარ ასადის ტყვეების გათავისუფლება.

რუსლან მაჩალიკაშვილი ბოლო დროის ყველაზე ცნობილი შაჰიდი გახდა. სეიფულაჰ ალ შიშანის შემდეგ ბათირაშვილს  ახალი ოპონენტი - მურად მარგოშვილი,  იგივე მუსლიმ შიშანი გამოუჩნდა... თანამემამულეთა უთანხმოების მიზეზი "კავკასიის ემირატიდან" თარხან ბათირაშვილის წასვლა გახდა. საქმე ისაა, რომ  მოჯაჰედების ერთ-ერთი ელიტარული დაჯგუფება - "ჯეიშ ალ მუჰაჯირინი", რომელსაც ბათირაშვილი მეთაურობდა, სირიაში "კავკასიის ემირატის" ფილიალად ითვლებოდა და მისი მეომრები ძირითადად ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. "ჯეიშ ალ მუჰაჯირინს" ფიცი დოკუ უმაროვისთვის ჰქონდა მიცემული და მათ დაფინანსებაზეც "კავკასიის ემირატი" ზრუნავდა. "ისლამური სახელმწიფოს" შექმნის შემდეგ ბათირაშვილი ამაოდ ცდილობდა მისი დაჯგუფება "შავი დროშების" ქვეშ დაეყენებინა, თუმცა ამაოდ. სწორედ მაშინ გაისმა პირველი საყვედური "კავკასიის ემირატისგან". ბოლოს, ბათირაშვილმა დატოვა”"ჯეიშ ალ მუჰაჯირინი" და ერთგულება "ისლამურ სახელმწიფოს" შეჰფიცა. ბოლო დროს ის რამდენჯერმე გახდა მუსლიმ მარგოშვილის კრიტიკის საგანი. მარგოშვილი,  რომელიც თავის გამოსვლებში ზომიერებით გამოირჩევა (და არასდროს მალავს, რომ შინ, პანკისში დაბრუნება უნდა), "ისლამურ სახელმწიფოს" და ომარ ალ შიშანს ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკის გამო. მარგოშვილი საკუთარ გარემოცვაში ხშირად იხსენებს, რომ ის ბათირაშვილთან მუდმივად ხედავდა ვინმე ფსიქოლოგს, რომელიც თარხანს კავკასიის  მთებშიც ჰყავდა, მარგოშვილი ეჭვობს, რომ სწორედ ის ფსიქოლოგი ურევს ტვინს უკვე ლეგენდად ქცეულ ომარ ალ შიშანს, - რაც ის კაცი გამოჩნდა, "კავკასიის ემირატის" საქმეები უკან წავიდაო.”…

დღეს "ისლამურ სახელმწიფოს" ძალაუფლების ორი ცენტრი აქვს: საჯარო - ერაყში, ხოლო ე.წ. ჩრდილოვანი - სირიაში და სწორედ ჩრდილოვანი ძალაუფლების ცენტრს ხელმძღვანელობს ომარ ალ შიშანი, რომელმაც სირიაში საომარი მოქმედებების დროს დიდი სიმდიდრე დააგროვა. ის 40-კაციანი დაცვის თანხლებით და შეჯავშნული ავტომანქანით დადის, რომელიც ირანიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა ექსპერტებმა შეუჯავშნეს(?!). მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ომარ ალ შიშანს ოჯახთან პანკისში კავშირი აღარ აქვს, თუმცა ხეობაში არ მალავენ, რომ თანამემამულეებს ომში შეძლებისდაგვარად მფარველობს.

ბესო კუშტანაშვილის გარდა სირიაში კიდევ რამდენიმე პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. ყველას გვარები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი... ამბობენ, გლოვა რომ დამთავრდება, სიკვდილის გზას სირიისკენ კიდევ ბევრი ახალგაზრდა დაადგებაო.
alonsos
28 დეკემბერი 2014 23:42
რაც არ უნდა იყოს, ამ სისასტიკეს და მკვლელობებს არანაირი გამართლება არა აქვს!!! რა არის ჩველებრივი აბავი? თუნდაც ის 150 ქალის მკვლელობა, რომლებმაც უარი თქვეს სექსუალურ კავშირზე ტერორიეტებთან? რატომ გგონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ? ესენი არიან ალაჰის სახელს ამოფარებული ტერორისტები.
alonso kexana
08 ოქტომბერი 2014 18:10
ის ბარბაროსობა,რაც ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხდება შემთხვევითი არაა.ვისაც სურს გაიგოს ამის მიზეზები უნდა ნახოს დოკუმენტური ფილმი Ислам. Что должен знать Запад. (Вся правда!) http://www.youtube.com/watch?v=813o7KAnw2o.ფილმი გაკეთებულია სერიოზული სპეციალისტების მიერ. მასში ღრმად და კვალიფიციურადაა განხილული ყურანი და ისლამური თეოლოგია, აგრეთვე ისლამის ისტორიის საკვანძო მომენტები. ყურანი ქართულად კი არის თარგმნილი, მაგრამ არა მგონია ხელი ყველას მიუწვდებოდეს, რადგან 70 ლარამდე ღირს.ფილმი საკმაოდ ხანგრძლივია(98წთ)
hamzat-s
08 ოქტომბერი 2014 02:17
ქართველებს ზიზღი რომ ჰქონოდა ჩეჩნების, არ შემოუშვებდა მათ საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ, როცა ერთმორწმუნე აზერბაიჯანმაც კი უარი უთხრა ჩეჩნებს მიღებაზე,მქართველებმა მაინც მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ და საშინელებებს აკეთებდნენ. ზღაპრების მოყოლა არ გვაინდა თუ ძმა ხარ... აფხაზეთის ომის დროს არც საბჭოთა კავშირი იყო უკვე... და ყველაზე მეტი ჩეჩენი იყო იმ სეპაარატისტების მხარეს. დამიუხედავად ამდენი სიკეთისა, როცა საქრთველოს ისევ მოუწია ბრძოლა... აბა გამოიცანი რომელი ეროვნების ფორმირებები შემოვიდნენ რუსეთის დროშით ისევ ქართველების წინააღმდეგ? დიახაც "მოძმე" ჩეჩნები... და მიუხედავად ამისა, კიდევ რომ გაჩერებთ ჩვენს ტერიტორიაზე და უფრო მრტიც, უმეტესობას მოქალაქეობაც კი მივეცით, მაინც ჩვენ ვართ ფაშისტები????? მალადეც ლოგიკას დავგაგებას....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები