"ღამე მშვიდობისა" - სად გაქრა მალაიზიური "ბოინგ-777"
05-01-2015
"ღამე მშვიდობისა" - სად გაქრა მალაიზიური "ბოინგ-777"
"ბოინგ 777"-ის გაუჩინარება  უკავშირდება მასში მყოფი ადამიანების შეგნებულ ქმედებებს"

ჰაჯი ტუნ რავაკი, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი, 14 მარტი, 2014 წ.

8 მარტს, ღამით, მალაიზიური ბოინგი კუალა-ლუმპურიდან ჩინეთში მიფრინავდა. ბოლო ინფორმაცია თვითმფრინავიდან, რომელიც სადისპეტჩერო სამსახურმა მიიღო, ტრადიციულად "ღამე მშვიდობისათი" მთავრდებოდა, რაიმე ტექნიკურ გაუმართაობაზე ლაპარაკი  არც ყოფილა. როცა ლაინერი ჩინეთის ზღვის თავზე იმყოფებოდა, მოულოდნელად რადარებიდან გაქრა... თვითმფრინავში 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იყო. მალე მედიით გახდა ცნობილი, რომ თვითმფრინავის ორ მგზავრს ყალბი პასპორტები
ჰქონდა. მალაიზიის მთავრობამ აქტიურად დაიწყო ბოინგის გატაცების ვერსიაზე მუშაობა.

მგზავრები ირანის მოქალაქეები აღმოჩნდნენ (16 და 29 წლის). ცნობილი გახდა, რომ მათ მალაიზიის საზღვარი გადმოლახეს, როგორც ირანელებმა, ხოლო თვითმფრინავში ავიდნენ, როგორც ავსტრიისა და იტალიის მოქალაქეები. სამართალდამცავებმა დაასკვნეს, რომ 19 წლის ირანელს გერმანიაში მოხვედრა ცხოვრების უფლების მიღების
მიზნით უნდოდა, რაც ავტომატურად გამორიცხავდა ტერორისტების არსებობას ლაინერში... ძებნაში ჩაერთო ამერიკის მეშვიდე ფლოტის საპატრულო თვითმფრინავების 46-ე ესკადრილია. 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ სამხედრო რადარებმა  თვითმფრინავი მალაქის სრუტეში დააფიქსირეს და ცხადი გახდა, რომ ლაინერმა კურსი შეიცვალა. მალაიზიური ავიაკომპანია ჯიუტად აცხადებდა, გამორიცხულია ეკიპაჟის შეცდომაო. 12 მარტს ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ძებნა ხმელეთზე დაეწყო. თანამგზავრის მეშვეობით თითქოს დადგინდა კიდეც ავიაკატასტროფის ადგილი - კუალა-ლუმპურის  ჩრდილოეთით, ჩინეთის საზღვრამდე დაახლოებით 220 კმ-ში. მაგრამ, თუ იმ მონაცემებს დავუჯერებთ, რომელიც დედამიწას“ლაინერის ძრავების სისტემებიდან ავტომატურად გადაეცემოდა, ბოინგი, გაუჩინარებიდან 4 საათს კიდევ სადღაც მიფრინავდა... მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ლაინერის პირველი პილოტის ზაჰარ აჰმედ შაჰის სახლი გაჩხრიკეს. ვერსიამ, რომელიც საჯარო გახდა, საზოგადოება გააოგნა - საქმე ეხებოდა ლაინერის გატაცებას. დამნაშავეთა სამიზნე ამერიკული კომპანია FღEE შჩALEშ-20-ის სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც თვითმფრინავში იყვნენ და თითქოს კომპანია და კერძოდ ეს სპეციალისტები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ. ამ ვერსიის თანახმად, გამტაცებლებმა ლაინერი ამერიკულ სამხედრო ბაზაში, დიეგო გარსიაზე გაგზავნეს. სწორედ ამ ბაზის რუკა ედო პირველ პილოტს საშინაო ავიასიმულატორზე.

ამას კიდევ უფრო შოკის მომგვრელი ვერსია მოჰყვა. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავი სხვა განზომილებაში მოხვდა(?!). მიუხედავად ასობით ვერსიისა, გაუჩინარებულ თვითმფრინავს 25 ქვეყნის 57 ხომალდი და 47 თვითმფრინავი ამაოდ ეძებდა. მალაიზიის ხელისუფლებაც არ იყო დარწმუნებული, გაუჩინარებამდე სადისპეტჩერო სამსახურს ბოლოს პილოტი ელაპარაკა, თუ ვინმე სხვა, რადგან სისტემა„"შეკითხვა-პასუხი" გამოირთო. ამის გაკეთება კი მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი. 17 მარტს გაჩნდა ახალი ვერსია, ბოინგი, რომელიც გაუჩინარებიდან კიდევ რამდენიმე საათს დაფრინავდა, შეიძლება აღმოჩენილიყო პაკისტანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც "თალიბანი" აკონტროლებს. თუმცა, პაკისტანმა და ყაზახეთმა განაცხადეს, - ჩვენს რადარებს მსგავსი არაფერი შეუნიშნავთო.

ამაო ძებნის შემდეგ, 24 მარტს, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადება რომ "ბოინგ-777" ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. თუმცა, როგორ მოხვდა კუალა-ლუმპურიდან ჩინეთში მიმავალი თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში, პასუხი არ ჰქონდა. ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს.

28 დემბერს ავიაკომპანია Airasia -ს თვითმფრინავს - A320-200 სურაბაიადან სინგაპურში მიჰყავდა 162 კაცი (155 მგზავრი, 2 პილოტი, ბორტინჟინერი და 4 ბორტგამცილებელი). როდესაც თვითმფრინავი კუნძულ ბელიტუნგის მახლობლად, ზღვის თავზე იმყოფებოდა, პილოტებმა სადისპეტჩეროს აცნობეს, - დიდი ტურბულენტობის გამო განვიზრახეთ სიმაღლის აღებაო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ავიალაინერი მოულოდნელად რადარებიდან გაქრა...
მოგვიანებით მაშველებმა იავას ზღვაში ჩავარდნილი ცხედრები იპოვეს. როგორც უცხოური მედია წერს,  სულ ნაპოვნია 30 ცხედარი. წყალქვეშა საძიებო სამუშაოები, რომელიც თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ადგილმდებარეობის დასადგენად მიმდინარეობდა,  ძლიერი ტალღების გამო შეჩერდა.


"ვარსკვლავური მტვერი"


ყველაზე იდუმალი თვითმფრინავ "ვარსკვლავური მტვრის" ამბავია.
ეს მოხდა 1947 წლის 21 აგვისტოს სამხრეთ ამერიკაში. უკვალოდ დაიკარგა ინგლისური სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბუენოს-აირესიდან სანტიაგოში მიფრინავდა. სადისპეტჩეროს თვითმფრინავიდან ბოლო ინფორმაცია გადასცეს - პილოტები იტყობინებოდნენ, რომ 4 წუთში ჩილეს დედაქალაქში დასხდებოდნენ. თუმცა, დაჯდომა არ განხორციელდა. ბოლოს, მიწამ”უკანასკნელი შეტყობინება თვითმფრინავიდან მორზეს ანბანით მიიღო - ერთადერთი უცნაური სიტყვა: სტანაეკ. "ვარსკვლავური მტვერი", რომელიც ლეგენდარული ბომბდამშენის, "ლანკასტერის" ბაზაზე იყო შექმნილი, იმ დროისთვის ყველაზე საიმედო ლაინერად ითვლებოდა.

დაიწყო ძებნა. თვითმფრინავებმა რამდენჯერმე განვლეს იგივე მარშრუტი ბუენოს-აირესიდან - სანტიაგომდე, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა ანდებშიც, გადაჩხრიკეს ტყეები, თუმცა, უშედეგოდ.
50 წლის მანძილზე "ვარსკვლავური მტვრის" გაუჩიIნარებაზე ასობით ვერსია  გაჩნდა, ბოლოს ისიც კი დაუშვეს - შეიძლება თვითმფრინავი უცხოპლანეტელებმა მოიტაცესო. 2000 წლის იანვარში სანტიაგოდან 80 კილომეტრში მყინვარში შემთხვევით აღმოაჩინეს ძრავის ნაწილი, რომელიც "ვარსკვლავური მტვრისა" აღმოჩნდა.  
მკვლევრები გაოცებას ვერ მალავდნენ, - თვითმფრინავი, რომელიც 4 წუთში სანტიაგოს აეროპორტში დაჯდომას აპირებდა, როგორ უნდა მოხვედრილიყო ქალაქიდან 80 კილომეტრზეო. საინტერესო ისიც იყო, რომ ეს ტერიტორია თავის დროზე რამდენჯერმე შემოწმდა, თუUმცა მაშინ თვითმფრინავის კვალი არ აღმოჩენილა. მოგვიანებით მყინვარში იპოვეს თვითმფრინავის სხვა ნაწილებიც, თუმცა, მგზავრების ნეშტები იქ არ იყო. მათი ბედი დღემდე უცნობია.

ბერმუდის სამკუთხედი

1945 წლის 5 დეკემბერს 5 თვითმფრინავისგან შემდგარი ესკადრილია, რომლის ეკიპაჟIი ერთად 14 წევრისგან შედგებოდა, სანავიგაციო სწავლებას ამთავრებდა. ორსაათიანი ფრენის შემდეგ ესკადრილიის მეთაურმა მიწას”აცნობა, რომ კომპასი გაუფუჭდა და ვეღარ ახერხებდა გაეგო, სად იმყოფებოდა. მალე იგივე ცნობა მოვიდა სხვა ეკიპაჟებისგანაც - იმ დროს ისინი ე.წ. ბერმუდის სამკუთხედში იმყოფებოდნენ.

ორი საათის შემდეგ”მიწამ”კვლავ მიიღო რაღაც უცნაური შეტყობინებები, მაგალითად, მეთაურის ბრძანება - ყველამ დატოვოს თვითმფრინავები, რადგან საწვავი გაგვითავდაო(?!). გაუჩინარებულ ესკადრილიას ასობით ხომალდი და თვითმფრინავი ამაოდ დაეძებდა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით