თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი "წითური გენერალი" პანკისიდან - კვირის პალიტრა

თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი "წითური გენერალი" პანკისიდან

"კვირის პალიტრის" 2014 წლის არქივიდან:

"მე აღვუთქვი ღმერთს, თუ ციხიდან ცოცხალი გამოვიდოდი, ჩემი უპირველესი საქმე ღვთის სახელით"ჯიჰადი გახდებოდა"."

თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი), 2013 წ.

"ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ არ ვმონაწილეობდით ომში, როგორც საჭირო იყო და ამიტომ ბევრი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. ახლა რეალური შანსი გვაქვს, ამ მიწაზე შარიათის კანონი დავამკვიდროთ და აქედან გავავრცელოთ სხვა სახელმწიფოებშიც, მივაღწიოთ ყველაფერს იარაღით, მოვკლათ ალაჰის სახელით"."

თარხან ბათირაშვილის (აბუ ომარ ალ შიშანი) ვიდეომიმართვიდან. სირია, 2013 წ.

"ბათირაშვილი წარმატებული და კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო, საქართველოსთვის გულანთებული, სხვათა შორის, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. მერე რაღაც შეუთითხნეს"..."

თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე

2014 წლის 9 ივნისს ერაყის ქალაქ მოსულს, რომელიც ორ მილიონამდე მოსახლეს ითვლის, მოულოდნელად სირიის მხრიდან მოჯაჰედებმა შეუტიეს...

ერაყელებისთვის სროლა და ტერორისტული აქტები დიდი ხანია, უცხო ხილი არ არის, მაგრამ მოსულში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გააფთრებული ბრძოლები მოჯაჰედებსა და სამთავრობო ნაწილებს შორის თითქმის 30 საათი გრძელდებოდა...

ქალაქის მერი დიდხანს მოუწოდებდა მოსახლეობას იარაღი აეღოთ ხელში და ქალაქი დაეცვათ, მაგრამ ამაოდ - 10 ივნისს მოსული დაეცა.

500 ათასამდე დევნილის გრძელ კოლონაში, რომელიც ერაყის მტვრიან გზაზე ათეულობით კილომეტრზე გაიჭიმა, ყველას "წითური გენერლის" სახელი ეკერა…პირზე. დევნილთა ბანაკებში ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ერთი პატარა ქვეყნიდან მოსულ ნახევრად ქრისტიან, მაგრამ ყველაზე მუსლიმან კაცზე, რომელსაც უკვე 10 ივნისს ბაღდადის აღებასაც უწინასწარმეტყველებდნენ... 11 ივნისს უკვე ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის, კერძოდ კი აშშ-ის ხელისუფლების თავის ტკივილის მიზეზი ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, არაბულ სამყაროში აბუ ომარ ალ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილი გახდა. Mმისი ბრიგადის -…"ალ მუჰაჯირინის""(ემიგრანტები) დროშით სირიაში დაახლოებით 2000-მდე სამხედრო საქმეში გამოცდილი მოჯაჰედი იბრძვის... ერაყი-შამას ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად!..

Mმოსულის აღების შემდეგ მოჯაჰედებს ადგილობრივი ამბოხებული სუნიტური ტომებიც შეუერთდნენ, მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ სადამ ჰუსეინის პარტიის ყოფილი წევრებიც...

მალე ამბოხებულთა ურდო ქალაქ ბეიჯისკენ დაიძრა, რომელშიც რამდენიმე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა. მოგვიანებით კი ქალაქი ტიკრიტი აიღო...

16 ივნისს საომარი მოქმედებები გაჩაღდა ქალაქ ბაკუბშიც, რომელიც ბაღდადს სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრითაა დაშორებული.

სანამ ერაყის ქალაქები ხელიდან ხელში გადადის, ქურთისტანის ავტონომიის ელიტური სამხედრო დანაყოფი, "პეშმერგა" ერაყის ყველაზე მსხვილნავთობგადამმუშავებელ ცენტრს, ქურთისტანის ისტორიულ დედაქალაქ კირკუკს დაეპატრონა და მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაბრუნებას არ ჩქარობს...

ერაყში შიიტების წინააღმდეგ სუნიტების ამბოხი და ისლამური სახელმწიფოს აღორძინება რომ მხოლოდ დროის მომენტი იყო, ამას არც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მალავდნენ - აცხადებდნენ, - შესაძლოა, ასეთ დროს სირიის სცენარი განვითარდესო. ამბოხებულთა სათავეში აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დგას (ერაყელები ამბობენ, რომ ის მოციქულის შვილიშვილის პირდაპირი შთამომავალია). სწორედ მისი დროშით იბრძვიან აბუ ომარ ალ შიშანის მოჯაჰედებიც.…

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობიდან არის.

მისი ოჯახის წევრები დღესაც იქ, სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ. მამა ქრისტიანი ჰყავს... თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

გაგრძელება იხილეთ:

ასევე წაიკითხეთ: