დაკარგული ჩვილი
18-02-2015
დაკარგული ჩვილი
პატარა გიორგი ღაჭავა სტუდენტ გოგონას გაეჩინა. თურმე ძალიან ეცადნენ ჯერ მშობლები, მერე ექიმები, მისთვის ბავშვის მამის ვინაობა ეთქმევინებინათ, მაგრამ ინგამ პირში წყალი ჩაიგუბა. ბავშვის გაშვილებაზეც ცივი უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა შვილიანად შინ შეშვებაზეც კი უარი უთხრეს.

გთავაზობთ კიდევ ერთ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

მე და ემზარ გაგოშაძემ კიდევ ერთი საქმე გავხსენით ერთად, - ძველ ამბავს იხსენებს ბატონი კობა, - პოლიციაში ჩვილ ბავშვთა სახლიდან დაგვირეკეს - ორი თვის
ჩვილი დაიკარგაო.


პატარა გიორგი ღაჭავა სტუდენტ გოგონას გაეჩინა. თურმე ძალიან ეცადნენ ჯერ მშობლები, მერე ექიმები, მისთვის ბავშვის მამის ვინაობა ეთქმევინებინათ, მაგრამ ინგამ პირში წყალი ჩაიგუბა. ბავშვის გაშვილებაზეც ცივი უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა შვილიანად შინ შეშვებაზეც კი უარი უთხრეს.

რადგან დამოუკიდებლად აღზრდა არ შეეძლო,
ინგამ ბიჭი ჩვილ ბავშვთა სახლში ჩააბარა და ნახევრად სარდაფში იქირავა პატარა, ბნელი ოთახი. ბინის ქირის გადახდა რომ მოეხერხებინა, სწავლის მიტოვება მოუხდა. ერთბაშად ორ ადგილზე დაიწყო მუშაობა: დღისით ერთ-ერთ სასადილოში ჭურჭელს რეცხავდა, ყოველ მესამე ღამეს კი იმავე სამშობიაროში მუშაობდა სანიტრად, სადაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა - განყოფილების გამგეს ისე შეეცოდა, თვითონ შესთავაზა სამუშაო.

ძალიან იღლებოდა, მაგრამ მაინც ახერხებდა ჩვილ ბავშვთა სახლში დღეში ორჯერ მისვლას, რომ შვილისთვის ძუძუ მოეწოვებინა. კეთილი თვალით უყურებდნენ სახლის აღმზრდელებიც და ექიმიც, თუმცა მიშა სვანიძემ მაინც შესთავაზა ინგას დიდი თანხის საფასურად ბავშვის გასხვისება. სწორედ მან შენიშნა ბავშვის გაუჩინარება და პოლიციასაც უმალვე შეატყობინა. პირველი ჩვენებაც მან მოგვცა:

- სულ სამი ჩვილი გვყავს. ერთი ავად იყო, ამიტომ ყოველ წამოტირებაზე შევდიოდი ოთახში. მისი ტირილი იმ ორსაც აღვიძებდა. მთელი ღამის უძინარს და დაღლილს განთიადისას ჩამძინებოდა. დილის შვიდის ნახევარზე ატირდა ისევ ავადმყოფი. ოთახში შევედი და მაშინვე შევამჩნიე, რომ ღაჭავას საწოლი ცარიელი იყო. მეგონა, ძიძამ გაიყვანა და ამიტომ მშვიდად შევუდექი ავადმყოფი ბავშვის მოვლას. ის რომ დამშვიდდა, კარგად მყოფი ხელში ავიყვანე და ძიძას გავძახე, - ბარემ ესეც გიორგისთან გაიყვანე-მეთქი. გაიკვირვა, - ბავშვი მე არ გამიყვანიაო...

მაშინვე დავიწყეთ ძებნა. დარაჯი, ღამის მორიგეები შევყარეთ. ბავშვის მნახველი არავინ იყო.

მთელი სახლი გულმოდგინედ დავათვალიერეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნეთ. ვალდებულნი ვიყავით, ჩვილის დაკარგვა ბავშვის დედისთვისაც შეგვეტყობინებინა... დავიწვით მისი საცოდაობით - კედელს ახლიდა თავს... მერე მიშა სვანიძეს სწვდა ყელში: - მითხარი, ვის მიჰყიდე ჩემი შვილიო!
მაშინ გავიგეთ, რომ მიშა ინგა ღაჭავას ბავშვის გასხვისებას ურჩევდა და ერთხელ შეუხვედრებია კიდეც პოტენციური "მყიდველისთვის"...

მიშა მაშინვე ტელეფონის ყურმილს დასწვდა: - კიდევ კარგი, იცნობ იმ ხალხს, ვისთვისაც შენი შვილის მიცემა მინდოდა, ახლავე აქ მოვიყვან და თავად დაელაპარაკეო!..

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის "ყიდვის" მსურველი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი და ქალაქში ცნობილი პიროვნება აღმოჩნდა, მაშინვე ცოლთან ერთად მოვიდა.

- მე მართლა ვეძებ გასაშვილებელ პატარას, რადგან 10 წელზე მეტია ჩვენი არ მოგვცა განგებამ, მაგრამ ჩვილის მოპარვა რომ მეფიქრა, დედამისს კი არ დაველაპარაკებოდიო, - გვითხრა.

ამასობაში შეგვატყობინეს, - მეეზოვემ პარკში, ფოთლების გროვაში ჩამარხული ჩვილი ბავშვის გვამი იპოვაო. რადგან ამდენი დამთხვევა შეუძლებელი იყო, ჩავთვალეთ, რომ გამტაცებელმა გიორგი ღაჭავა შეგნებულად მოკლა და გადააგდო. როცა ინგა ამოსაცნობად მიგვყავდა, ორჯერ წაუვიდა გული, ლამის ხელში ჩაგვაკვდა საბრალო გოგო...

გაგრძელება იხილეთ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები