მხეცურად მოკლული წყვილი და 8 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო
03-03-2015
მხეცურად მოკლული წყვილი და 8 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო
კარღია საძინებელში შესულ უბედურ მშობლებს საზარელი სანახაობა დახვდათ: დანით ყელგამოჭრილი მათი ქალიშვილი დედიშობილა ეგდო საწოლზე, მის გვერდით კი - ასევე დედიშობილა, პირქვე დამხობილი მამაკაცი. გურამი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი სასიძო იქნებოდა, მაგრამ შეცდა.

გთავაზობთ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

შემზარავი სიმართლე... რვა წლის შემდეგ

ყოფილი გამომძიებელი, ბატონი ბიძინა მეტრეველი იხსენებს:

- 24 წლის იზო მაჩაიძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) თავისი ქორწილის წინ, ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა. ქალიშვილი
რომ შინ არ დაბრუნდა, ბუნებრივია, მშობლებმა მის საქმროს - 27 წლის თენგიზ ივანაშვილს მიაკითხეს. შინ არც თენგიზი დახვედრიათ. სასიძოს ოჯახის წევრებმა მომავალი მძახლები შეიპატიჟეს:
- თენგიზმა გვითხრა, რომ ორ მეგობართან ერთად სანადიროდ მიდიოდა და ხვალ საღამომდე არც ველოდებით. ვითომ არ დაელოდნენ ქორწილს ჩვენი შვილები და
გაიპარნენ?! - მხიარულადაც კი შეხვდნენ ამ ამბავს. მხოლოდ იზოს დედა, თინათინი იყო უგუნებოდ.
- მე ისე არ გამიზრდია შვილი, რომ გაპარულიყო. ან რა სჭირდა საამისო. სანამ არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ. ახლა კი მირჩევნია შინ წავიდეთ და თუ რამეს გაიგებთ, მაშინვე შეგვატყობინეთო.
თუმცა სიმშვიდე ვერც შინ იპოვა თინათინ მაჩაიძემ. გული დარდისგან ლამის გასკდომოდა. წაუტირა კიდევაც, რის გამოც ქმარმა უსაყვედურა:
- ქორწილის მოლოდინში ტირილი ვინ გაიგონა, ბავშვს ყვავივით დასჩხავი. ადექი, ჩაიცვი და აგარაკზე წავიდეთ, მოსავლელია იქაურობა, ქორწილი ხომ იქ უნდა გადავიხადოთო.

სანამ გურამი მანქანას ქალაქგარეთ მდებარე აგარაკის ეზოში შეიყვანდა, თინათინი ვერანდაზე ავიდა. საიდუმლო ნიშაში დატოვებულ გასაღებს დაუწყო ძებნა და რომ არ დახვდა, ქმარს გასძახა:
- გასაღები არ დევს ადგილზე, შენ აიღე?
- მე საიდან ავიღებდი, შენთან ერთად არ მოვედი?! - შეშფოთებული ავარდა გურამი აივანზე და კარი მოსინჯა, რომელიც მაშინვე დაემორჩილა და შემკრთალმა უკან დაიხია. - ღიაა, მგონი, დაუპატიჟებელი სტუმრები გვეწვივნენ!
კარღია საძინებელში შესულ უბედურ მშობლებს საზარელი სანახაობა დახვდათ: დანით ყელგამოჭრილი მათი ქალიშვილი დედიშობილა ეგდო საწოლზე, მის გვერდით კი - ასევე დედიშობილა, პირქვე დამხობილი მამაკაცი. გურამი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი სასიძო იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კაცს, რომელსაც ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, გურამი პირველად ხედავდა...

თინათინმა ერთი კი შეყვირა და გონება დაკარგა. თავზარდაცემული გურამი გარეთ გამოვარდა და მეზობლებს საშველად უხმო...

სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გამომძიებლები მოვიდოდნენ, გურამმა მეზობლისგან ისეთი რამ შეიტყო, ლამის სისხლი ჩაექცა ტვინში:
- იზო ხშირად დადიოდა აქ ვიღაც ბიჭთან ერთად. ერთი-ორჯერ ღამითაც დარჩნენ. არ მოგვეწონა, რადგან ხალხს სალაპარაკო მიეცა, მაგრამ ვერ გაგიბედეთ თქმა... მერე კი გავიგეთ, რომ ქორწინდებოდნენ. ბოლოს ერთი კვირის წინ იყვნენ ამოსულები და აღარ დამალულან, გაგვაცნო კიდეც თავისი საქმრო. სახელიც მახსოვს, თენგიზი...

მეზობელმა ყელგამოჭრილ მამაკაცს რომ დახედა, შეცბა:
- არა, ეს არ არის ის, ვინც საქმროდ გაგვაცნო. კი ჭორაობდნენ ქალები, რომ სხვადასხვა კაცი ამოჰყავდა, მაგრამ...
ამის გამგონე თინათინს ხელახლა წაუვიდა გული, მაგრამ ქმარს აღარ შესცოდებია: - სულიც გაგძრობია ასეთი შვილის გამზრდელსო!

...როცა ადგილზე მისულები საქმის ვითარებას გავეცანით, პირველი, რაც ვიფიქრეთ, ის იყო, რომ მკვლელობა თენგიზ ივანაშვილმა ჩაიდინა მას შემდეგ, რაც საცოლეს უცხო მამაკაცთან შეუსწრო. ჩვენი ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ ისინი, ვისთან ერთადაც თენგიზი სანადიროდ უნდა წასულიყო, ქალაქში ვიპოვეთ...

იხილეთ სრულად
ნინო
26 სექტემბერი 2017 15:55
მაშ ისეთი შვილი არ გამიზრდია,არ გაიპარებოდაო??? აი ასე უაზროდ სჯერავთ დედებს საკუთარი შვილების...ასე,რომ ვინ რისი გამკეთებელია არავინ იცის და არასდროს თქვათ ,,არასოდეს,,!
ანა
21 დეკემბერი 2016 20:23
არ ხსნის სტატიას ბოლომდეეე
ხოხ
06 დეკემბერი 2016 16:38
37 მანეთად დაფრინავდა მოსკოვში მამამისი

რედაქტორის რჩევით