წართმეული დედობის უფლება და დასახრჩობად გაწირული შვილი
15-03-2015
წართმეული დედობის უფლება და დასახრჩობად გაწირული შვილი
შიშმა შეიპყრო ნინა და როცა მეზობლების საძინებლის კარი შეაღო, შემზარავი სურათის დანახვისას გული წაუვიდა: ვიღაცას ნაჯახით გაეპო თავები მძინარე ცოლ-ქმრისთვის - სიმონი და გალინა ზოდელავები საკუთარი სისხლის გუბეში იწვნენ...

გთავაზობთ მორიგ კრიმინალურ ამბავს გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

კიდევ ერთი გამომძიებელი, ბატონი კობა დაგვეთანხმა თანამშრომლობაზე.
"უსამართლობას ვერასოდეს ვეგუებოდი და ამიტომაც ავირჩიე გამომძიებლის ურთულესი პროფესია. რამდენიმე საქმეს გავიხსენებ ჩემი პრაქტიკიდან, რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრით მახსენებს თავს. ერთ-ერთია ახალგაზრდა ქალის, ლალი აბრალავას ტრაგედია, სასიკვდილოდ
რომ გაიმეტეს ქმარმა და მისმა ახლობლებმა, და არა მხოლოდ ის..." (გვარ-სახელები ყველგან შეცვლილია)

...მეზობლების ყურადღება ბოსელში გამოკეტილი პირუტყვის ბღავილმა მიიპყრო. გალინა ზოდელავა ყოჩაღი ქალი იყო და ამ დრომდე პირუტყვს უყურადღებოდ არ დატოვებდა. გამთენიისას დგებოდა და ყველას ასწრებდა ძროხების მოწველასა და საძოვარზე გაგდებას. შეუძლოდ რომ ყოფილიყო,
ქმარი გააკეთებდა მის საქმეს, ამიტომ დაუფიქრებლად შეაღო მათი ჭიშკარი ნინა კეკუამ:
- გალინა-ა, სიმონ!.. სადა ხართ, ხალხო, დაიხოცეთ თუ რა უბედურებაა თქვენს თავს?!
არც გალინასა და არც სიმონს მეზობლის დაძახებაზე არ გამოუხედავთ. ცოტა ხანში მათი 7 წლის შვილიშვილი ნიკო გამოჩნდა ღია კარში. ნამძინარევ თვალებს იფშვნეტდა.
- სადაა ბებია?! - ჰკითხა ბავშვს ნინა კეკუამ და სანამ ბავშვი უპასუხებდა, ეზოში მკვდარი ძაღლი დაინახა. საბრალო ყურშასთვის ვიღაცას ნაჯახით გაეჩეხა თავი და იქვე მიეგდო საშეშეზე...

შიშმა შეიპყრო ნინა და როცა მეზობლების საძინებლის კარი შეაღო, შემზარავი სურათის დანახვისას გული წაუვიდა: ვიღაცას ნაჯახით გაეპო თავები მძინარე ცოლ-ქმრისთვის - სიმონი და გალინა ზოდელავები საკუთარი სისხლის გუბეში იწვნენ...

ნიკო კარგა ხანს დამუნჯებული იდგა და შეშლილი თვალებით უცქერდა ბებია-ბაბუას. ისევ გონს მოსულმა ნინამ გამოაფხიზლა, - გაიქეცი და ხალხი მოიყვანე, მთელი სოფელი შეყარეო!..

როცა ადგილზე მივედით, პირველ რიგში ოჯახის სხვა წევრები მოვიკითხეთ. მეზობლებმა კი აი, რა გვითხრეს:
- არ იყვნენ ცუდი ხალხი საცოდავები. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ორი ბიჭი გაზარდეს და ორიც გოგო. ქალაქში გაგზავნეს სასწავლებლად. უფროსი, ბაკური მოხდენილი ვაჟკაცი იყო, გაღმასოფლელ გოგოს, ლალის უყვარდა. ბაკურმა საინჟინროზე შეიტანა საბუთები, გოგომაც ლამის თავი მოიკლა და იმდენი ქნა, ერთად ჩაირიცხნენ. ჰოდა, ბიჭის კუდში დევნამ ის შედეგი გამოიღო, რომ მალე დაფეხმძიმდა კიდეც ლალი. ბაკური თუ ხელს მკრავს, შვილი მაინც დამრჩება საყვარელი ბიჭისგანო. აბრალავებისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, მიუცვივდნენ ოჯახში ბაკურს. სისხლი დაიღვრებოდა, ხალხი რომ არ ჩამდგარიყო შუაში. ბაკურმა აღიარა, ლალი ჩემგანაა ფეხმძიმედ, მაგრამ სამწუხაროდ, მის ცოლად შერთვას არ ვაპირებო. ვიღაც მდიდარი ოჯახის დედისერთა ქალიშვილი შეჰყვარებოდა თბილისში... გააგებინეს იმ ოჯახს აბრალავებმა ბაკურის ამბავი და ჩაეშალა ქორწილი, უარი თქვა იმ გოგომ, - უნამუსო კაცს ცოლად არ გავყვებიო!.. მაშინ უთქვამს ბაკურს, მოვიყვან ცოლად ლალის და ძვირადაც დავუსვამ ჩემს გამწარებასო!..
ორი წელი იცხოვრეს ერთად და ამ ორ წელიწადში საცოდავ გოგოს არც ლანძღვა დაჰკლებია და არც ცემა. ქურდობაც დააბრალეს, გათხოვილ მულს ოქროულობა მოჰპარაო. ციხეში არ ჩაუსვამთ, მაგრამ პოლიციაში კარგა ხანს ატარეს. მერე კახპობაც დააბრალეს, - ბაკურის ბიძაშვილმა "აღიარა", არ მომასვენა და მეც შევცდი, მთვრალი ლოგინში ჩავუწექიო... მოკლედ, სკანდალით გააგდეს გალანძღული და რაც მთავარია, ბავშვი არ გაატანეს. ფულიც კი დახარჯეს მაშინ, რომ ქურდი და ქმრის მოღალატე ქალის ხელში არ დაეტოვებინათ ბიჭი. მოკლედ, ლალის დედობის უფლება

ჩამოართვეს. სანამ პატარა იყო ნიკო, ხან ერთ მამიდასთან მალავდნენ და ხან - მეორესთან. როცა წამოიზარდა, იმდენი შხამი ჩააწვეთეს დედაზე, სიახლოვეს აღარ იკარებდა. მის დანახვაზე ატირებული გარბოდა და დადევნებულ დედას ქვებსაც კი ესროდა...

იხილეთ სრულად
tinas
31 მარტი 2015 23:30
გამკვირვებია რას ილანძღებით, თუ არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ, არ შეაწუხეს გული, ვისაც აინტერესებს და კითხულობს, იქნებ, აცალოთ.
.
16 მარტი 2015 06:56
რასაც დასთეს იმას მოიმკი
tina
16 მარტი 2015 03:41
დიდი მადლობა ამ სტატიის არქივიდან ამოღებისათვის. ჩვენ ისეთი განებივრებულები ვართ ყოველდღე ვიღაცის უბედურებას ვგებულობთ:ზოგს კლავენ, ვიღაცა თავს იკლავს, სხვები ავარიაში კვდებიან. დღეს არავის უბედურება არ გაგვიგია და მადლობა რომ არქივიდან გაგვახსენეთ.ესეთი ამბები ძალიან კარგად მოქმედებს გულზე უნამუსოებო.

რედაქტორის რჩევით