ქუჩაში ნაპოვნი სიყვარულის მსხვერპლი
25-03-2015
ქუჩაში ნაპოვნი სიყვარულის მსხვერპლი
"ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მამაკაცის განწირული ყვირილი შემომესმა. საწოლიდან წამოვვარდი და ფანჯარასთან მივედი. ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა კაცი დავინახე, მუცელზე ეკიდა ხელი და ყვიროდა, დამჭრეს, ვკვდები, მიშველეთო, თან ვიღაცას აგინებდა, ვიცოდი მომკლავდაო, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა..."

გთავაზობთ მორიგ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ღამის სამი საათია, ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. ახალგაზრდა პოლიციელი სამორიგეო ოთახში მაგიდაზე თავჩაქინდრული თვლემს. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
- პოლიციის მორიგე გისმენთ.
- პოლიციის განყოფილებაა? პირველ კლინიკურ საავადმყოფოში
მთაწმინდის რაიონიდან მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გადაგვყავს, - გაისმა ყურმილში ქალის ხმა.
მორიგე პოლიციელმა ოპერატიული ჯგუფის ნომერი აკრიფა და უბანში შემოვლაზე მყოფ თანამშრომლებს დაურეკა.
- ბიჭებო! პირველ კლინიკურში დაჭრილი მიჰყავთ, - აცნობა ოპერმუშაკებს.
- ტრისტან, შემთხვევაა, ბიჭები 5 წუთში აქ იქნებიან და მოემზადე.
- ახლავე, - ძლივს ამოილუღლუღა გამომძიებელმა, რომელსაც სავარძელში მოკალათებულს ეძინა. თვალები მოიფშვნიტა, უხალისოდ წამოდგა, ფეხსაცმელი ჩაიცვა, მაისურზე პიჯაკი მოიცვა, ხელში საქაღალდე აიღო, გარეთ გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.
ამასობაში კარს ოპერჯგუფის მანქანაც მოადგა.
- დღე არ გავა, რამე უბედურება არ მოხდეს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მძღოლმა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
სასწრაფოს მორიგე ექიმი სწორედ იმ დროს აპირებდა საავადმყოფოდან გასვლას.
- მითხარით, საიდან წამოიყვანეთ დაჭრილი? - დეტალებით დაინტერესდა გამომძიებელი.
- უცნობმა ქალმა სასწრაფო დახმარებაში დარეკა და გვითხრა, რომ ქუჩაში დაჭრილი შველას ითხოვდა. მითითებულ მისამართზე რომ მივედით, ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში მოკუნტული ეგდო. - დამჭრა იმ არაკაცმაო, ორჯერ გაიმეორა და გონება დაკარგა. ჩანს, ბევრი სისხლი დაუკარგავს, გარეგნული დათვალიერებით ერთი ჭრილობა მუცელში აქვს, უმძიმესი მდგომარეობაა, საოპერაციოში შეიყვანეს.
გამომძიებელმა სასწრაფოს ექიმისგან ზუსტად გაიგო, სად იპოვეს დაჭრილი და ოპერებთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ გაეშურა.
გზის ნაპირას მხოლოდ სისხლის წვეთები შენიშნა, ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო... უკან მიბრუნებულს ცუდი ამბავი დახვდა, დაჭრილი ოპერაციის დროს გარდაცვლილიყო.
- მუცლის ღრუში ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა, კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს მწვავე სისხლნაკლებობით. ოპერაცია დავიწყეთ, მაგრამ მალე გული გაუჩერდა, - განუმარტა ქირურგმა გამომძიებელს და გარდაცვლილის პირადობის მოწმობა გადასცა.
ლერი ბილიხოძე (გვარ-სახელები აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) - ამოიკითხა გამომძიებელმა და მოკლულის მისამართს დახედა.
თბილისელი არ არის, ნეტა, აქ სად ცხოვრობდა? - თავისთვის ჩაილაპარაკა.
გვამი ექსპერტიზისთვის მოამზადეს, პოლიცია ლერის ოჯახს დაუკავშირდა. მეორე დილით ძმა და ახლობლები უკვე პროზექტურასთან იდგნენ.
- ლერი ვის უნდა მოეკლა? ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია... გუშინ ერთად გამოვედით სამსახურიდან, ცოტა დავლიეთ, მაგრამ მთვრალი არ ყოფილა, შინ აპირებდა წასვლას, - უთხრა ძმას მოკლულის მეგობარმა.
- რატომ მომიკლეს ძმა, რომელიმემ მიზეზი იცით?! - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა პროზექტურასთან შეკრებილ მეგობრებს.
ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენა. მოკლულს დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ელოდა.
ტრისტანმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. გამომძიებელი მეორე დღესაც გავიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა.
რამდენიმე პირი დაჰკითხა, ისიც, ვინც სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
- ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა მამაკაცის განწირული ყვირილი შემომესმა. საწოლიდან წამოვვარდი და ფანჯარასთან მივედი. ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა კაცი დავინახე, მუცელზე ეკიდა ხელი და ყვიროდა, დამჭრეს, ვკვდები, მიშველეთო, თან ვიღაცას აგინებდა, ვიცოდი მომკლავდაო, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა... სახლში მარტო ვიყავი, გარეთ გასვლა ვერ გავბედე და სასწრაფოში დავრეკე. მალე მოვიდა მანქანა. ქვემოთ არ ჩავსულვარ. არც მეზობლები

გამოსულან გარეთ, ისინიც სასწრაფოს სირენის ხმაზე ფანჯრებიდან იყურებოდნენ. ვხედავდი, როგორ წაიყვანეს... - იხსენებდა ხანში შესული ქალი.
ტრისტანს სახე მოეღუშა, ხელჩასაჭიდი აქაც ვერაფერი ნახა.
- სად მოხდა დანაშაული? ფაქტია, ვიღაცას გაურბოდა, მაგრამ ვის? - თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა.
გამომძიებელს დანაშაულის გახსნაში ოპერმუშაკებიც ეხმარებოდნენ, თუმცა, სამხილი, რომელიც დამნაშავის კვალთან მიიყვანდა, არ ჩანდა.
მოკლულის ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ლერი თბილისში ბაზრობაზე მუშაობდა. მომხდარზე ოჯახსაც არ ჰქონდა ვერსია.
ტრისტანი კვანძის გახსნას ცდილობდა. მოკლულის ცოლთან და ძმასთან ერთად ნაძალადევში, იმ ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც ლერი ცხოვრობდა.
ცოლმა ქმრის ნივთების ჩალაგება დაიწყო, ბინა უნდა დაეცალათ. გამომძიებელმა ტელევიზორთან ალბომი შენიშნა და სურათების თვალიერება დაიწყო. ქალთან გადაღებული რამდენიმე ფოტო მოკლულის ცოლს მიაწოდა:
- ამ ქალს იცნობ? ვინ არის?- ჰკითხა ნათიას.
ნათიამ სურათები ხელის კანკალით გამოართვა.

იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები