სირიაში საქართველოდან ჩასული მებრძოლები ქრისტიანებს დევნიან?! - რატომ დაუპირისპირდა ბათირაშვილი მაჩალიკაშვილს?!
სირიაში საქართველოდან ჩასული მებრძოლები ქრისტიანებს დევნიან?! - რატომ დაუპირისპირდა ბათირაშვილი მაჩალიკაშვილს?!
"მე ყველაფერს ვეტყვი თქვენზე ღმერთს, მე მას ყველაფერს მოვუყვები", - სამი წლის სირიელი მომაკვდავი ბიჭუნას ბოლო სიტყვებმა მსოფლიო შეძრა. ის მძიმედ დაჭრილი მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სირიის ომში ფორმატით - "ყველა ყველას წინააღმდეგ", ბავშვებს ყველა მხარე ხოცავს: 2011 წელს, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროს, ბავშვებს ასადის რეჟიმი არ ინდ-ობდა (ქალაქების დაბომბვისას ათასობით ბავშვი დაიღუპა და დასახიჩრდა), მოგვიანებით ასადს მისივე შეიარაღებული ოპოზიციაც არ ჩამორჩა - "სირიის თავისუფალმა არმიამ"
რეჟიმის მომხრე მოსახლეობაში ბავშვების ჟლეტა დაიწყო...

შემზარავი ანგარიში

"ბავშვებს სცემენ ლითონის მავთულებით, რკინის და მეტალის ჯოხებით, იყენებენ ელექტროშოკს, ცემის დროს ძირითადად სასქესო ორგანოებზე ურტყამენ. ხელ-ფეხზე აძრობენ ფრჩხილებს, აუპატიურებენ ან ემუქრებიან გაუპატიურებით. ტანზე უქრობენ სიგარეტს, არ აძინებენ, ხშირად აიძულებენ, უყურონ ოჯახის წევრების წამებას".
გაეროს ანგარიშიდან, 2015
წ.


როგორც გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე წერს, - ქრისტიანების დევნა სირიაში მებრძოლ ქართველებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. 2013 წლის ბოლოს "წითურმა გენერალმა" თარხან ბათირაშვილმა რუსლან მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) ბრალი დასდო, ადგილობრივ ქრისტი¬ანებს განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავსო. მაჩალიკაშვილმა კი უპასუხა, - ბათირაშვილს გული იმიტომ აუჩუყდა, რომ თავად ქრისტიანიაო. დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს, ბათირაშვილმა იმარჯვა და შარიათის სასამართლომ მაჩალიკაშვილი გაამტყუნა... მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიაში საბრძოლველად პანკისელებიც მიდიან, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, მონაწილეობენ თუ არა "ჯიჰადისტი" საქართველოს მოქალაქეები ქრისტიანების დევნაში. სირიაში ნამყოფი მეომრები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ქართველები მსგავს საქმეებს თავს არიდებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა მოქიშპეებისგან მათი გაქილიკების მიზეზი.

ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს მძევლად 300 ასირიელი ქრისტიანი ჰყავთ და არავინ იცის, რა ელოდება მათ.

ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით, პანკისის ხეობაში თითო ახალგაზრდის რეკრუტირებაში საუდის არაბეთის ფონდები 1.000 დოლარს იხდიან, ქალაქ კობანის ბრძოლების დროს კი - 2.000 დოლარს იხდიდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სირიის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან 200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ოფიციალურად ცნობილია 10 გარდაცვლილის შესახებ.

იხილეთ ვრცლად




shoda
22 აპრილი 2015 12:43
ირაკლისნაირი ჭკვიანები რომ გვყავს ბლომად, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად!
-ირაკლი ბიძიკო თუ იცი, რომ ყველა უბედურება რაც ლიბიაში, ერაყში და სირიაში ხდება ამერიკელების ბრალია! ამერიკელთა ბოროტებას არ აქვს საზღვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში რაც ბოლო დროს ხდება ლიბიასა და სირიაში ამერიკელების ხელი ურევია! ალბათ ზოგიერთი იკითხავს რატომო?
-მე გიპასუხებთ: თავი გაანძრიეთ და მიხვდებით!
shoda
22 აპრილი 2015 12:23
ირაკლისნაირი ჭკვიანები რომ გვყავს ბლომად იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად!
-ირაკლი ბიძიკო თუ იცი, რომ ყველა უბედურება რაც ლიბიაში, ერაყში და სირიაში ხდება ამერიკელების ბრალია! ამერიკელთა ბოროტებას არ აქვს საზღვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში რაც ბოლო დროს ხდება ლიბიასა და სირიაში ამერიკელების ხელი ურევია! ალბათ ზოგიერთი იკითხავს რატომო?
-მე გიპასუხებთ: თავი გაანძრიეთ და მიხვდებით!
.
22 აპრილი 2015 10:58
რატომ გიკვირთ სისასტიკე? იქ ახლა მე-15-ე საუკუნეა, გაიხსენეთ რა ხდებოდა ევროპაში, როცა ჩვენი რელიგია 15 საუკუნის იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?