"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება (დასასრული) - კვირის პალიტრა

"ნუ დაიჯერებთ, რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს" - სპეცოპერაციას გადარჩენილი ჩეჩენის ვიდეოჩვენება (დასასრული)

"მალე გამოვაქვეყნებ ახალ ვიდეოს სადაც ყველას გვარ-სახელს დავასახელებ"

"კვირის პალიტრის" საიტზე უკვე გამოქვეყნდა ჩეჩენი მებრძოლის "მანსურის" ვიდეოჩანაწერის ერთი ნაწილის თარგმანი. როგორც ამ ვიდეოჩვენებიდან ირკვევა "მანსური" ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ ერთი გადარჩენილი მოწმეა. დაპირებისამებრ, გთავაზობთ მანსურ შადუნოვის მონაყოლის მეორე ნაწილს:

დასაწყისი იხილეთ:

დასასრული:

მანსურ შუდინოვი:

- იმ დღეს ბრძოლა რამდენჯერმე განახლდა, ზუბიერის სიკვდილმა იმხელა ძალა მოგვცა, გადავწყვიტეთ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვებძოლა ამხელა რეკლამა გაკეთებული ჯარის წინააღმდეგ. მთელი ღამის განმავლობაში სროლა არ გაჩერებულა. ცუდი ის იყო, რომ ტყვია - წამალი გვიმთავრდებოდა. მეორე დღეს სროლა მოულოდნელად შეწყდა, ჩვენ ეტყობა ალაჰმა გადაგვარჩინა, იმისთვის რომ მერე ხალხისთვის სიმართლე მოგვეყოლა. სამმა ვიხეტიალეთ ტყეებში და მერე სოფელში გამოვედით, ერთი ოჯახის სხვენში ვიმალებოდით, ამ ოჯახს რაღაც პრობლემები ჰქონდა ხელისუფლეასთან, ამიტომ პანკისში ასვლაში დაგვეხმარა. პანკისში რომ ავედით,მაშინ გავიგეთ, რომ სპეცოპერაციის დროს 7 ადამიანი დაღუპულა. მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა კაცი ჩვენთან - "ზონამ"( რუსლან პაპასკირი, ამჟამად სასჯელს იხდის თურქეთის ციხეში- ავტ) გამომაგზავნაო, სადაც გინდათ იქ გადაგიყვანთ, თუ გინდათ თურქეთში თუ გინდათ დუბაიშიო. ჩვენ არსად წასვლას არ ვფიქროდით, ისეთი გამწარებულები ვიყავით- ვუთხარით, რომ ღალატისთვის დუისის პოლიციის განყოფილებას დავეცემოდით ან სულაც შს- სამინისტროს შუშებს ჩამოვუღებდით. "ზონას" კაცი წავიდა და ორი დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა. მე ფეხში ვიყავი დაჭრილი, მართალია მსუბუქად მაგრამ ძალიან მაწუხებდა, მითხრა, - აუცილებლად უნდა დაწვე საავადმყოფოში, თორემ ფეხის გაგირთულდებაო, - დავთანხმდი. პანკისიდან გამიყვანა და და ახმეტაში ერთ სახლში მიმიყვანა, იქ ერთი კაცი დამხვდა( მერე ის თურქეთში ბევჯერ ვნახე) მითხრა, - საბაჟოსთან ყველაფერი გარკვეულია, ყველა გადარჩენილს ერთად გადაგიყვანთ თურქეთშიო, მერე მოვიდა ყაბარდოელი აბდულ- ნაზიმი, მან მაჩვენა ვიდეო, რომელიც ახმად ჩატაევს თავად ჰქონდა გადაღებული. ჩატაევი ვიდეოში ამბობდა, - მე ვარ ახმად ჩატაევი, ეხლა ვწევარ საავადმყოფოში და ამ ვიდეოს მომტანი რასაც გეტყვით, ყველაფერი გააკეთეთო. რადგან ასეთი თხოვნა იყო ჩატაევისგან დავთანხმდი გადასვლაზე. ოღონდ ჩემი პირობა დავაყენე, ყველა გადარჩენილს, პირადად უნდა შევხვედროდი, ეს შეხვედრა მართლაც შედგა თბილისში ერთ საერთო ბინაზე, ჩვენ მოვილაპარაკეთ და გადასვლა გადავწტყვიტეთ. თურქეთში ჩვენი გადასვლა ორგანიზებული იყო საზღვარზე, ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლები გვაცილებდნენ...

თურქეთში ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაგვხვდა, საავადმყოფოს მისამართი მოგვცა - იქ უნდა მიხვიდეთ, ყველაფერი შეთანხმებულიაო. როცა იმ საავადმყოფოში მივედით, ატყდა ერთი ამბები, ექიმებმა ჩვენს მიღებაზე უარი თქვეს, რადგან არც პასპორტები გვქონდა და არც არაფერი, პოლიციას გამოუძახეს,იქ ერთი ინგუში რუსტამი დატრიალდა, ვიღაცეები ჩარია საქმეში და მოაგვარა ყველაფერი. საავადმყოფოში ორი თვე დავყავით, გვინდოდა ყველაფერი მოგვეყოლა ლაფანყურის შესახებ, მაგრამ გვეუბნეოდნენ- ჩატაევი ჰყავთ მათ (ციხეში იჯდა საქართველოში-ავტ) და შეიძლება ავნოთ რამეო, დრო გავიდესო. დრო კი გავიდა, მაგრამ ნებას მაინც არ გვაძლევდნენ. ამასობაში კი გავიგეთ, რომ თურმე ჩატაევი გაათავისუფლეს და ავსტრიაშიც გაგზავნეს, სასწრაფოდ ავიღე ბილეთი და ჩავკითხე ჩატაევს ავსტრიაში, ვუთხარი - დროა ყველაფერი მოვყვეთ და თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს ან სათქმელი შარიათის სასამართლოზე გაირკვეს - მეთქი. ჩატაევი მარწმუნებდა, რომ თავის დროზე ყველაფერი იქნებოდა, მათ შორის სასამართლოც, თუმცა დრო გაწელა და

სასამართლო არ შედგა, მერე საერთოდაც სირიაში წავიდა,

მალე გამოვაქვეყნებ ახალ ვიდეოს სადაც ყველას გვარ-სახელს დავასახელებ, მე მინდა ყველას ვუთხრა- ნუ დაიჯერებთ რომ ლოპოტაში მძინარენი დაგვხოცეს, ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, რადგან სიკვდილი ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა...

მოამზადა ნინო ბურჭულაძემ