რა უნდა კადიროვს პანკისში?!
რა უნდა კადიროვს პანკისში?!
"ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას"

ჯერ კიდევ 2010 წელს პანკისის ხეობის მცხოვრები ყვებოდა: "პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ. ვიცი, სამი წილი მაგათია, ერთი - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა ხეობაში, ფულიც მაგათ აქვთ და ძალაუფლებაც, კარგი მანქანებითაც ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას?
მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს! ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და
დამთავრებულია საქმე. პანკისში 90% გაჭირვებულია, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია."

დღეს კი უკვე ყველასთვის აშკარად ჩანს როგორ მოიკიდა ხეობაში ვაჰაბიზმა ფეხი, ბოლო ხანს, ხშირად გვესმის ინფორმაცია სირიაში გაპარული პანკისელი ხალგაზრდების შესახებ. "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ნინო ბურჭულაძის სტატიაში ვკითხულობთ:

"მარგო, სოფელი დუისი:
"ყველამ იცის პანკისში,
ვინ ურევს ამ ბიჭებს ტვინს, მათ შორის პოლიციამაც, მაგრამ ხმას არავინ იღებს. კიდევ ბევრი ახალგაზრდა წავა სირიაში და კიდევ ბევრის სიკვდილის ამბავს გავიგებთ. მაგრამ ესენი თითს არ გაანძრევენ. მე ჩემი შვილი გროზნოში გავგზავნე. აბა, რა მექნა! მირჩევნია, იქ იყოს, ვიდრე სირიაში გამეპაროს... რატომ უნდა გვჭირდებოდეს ბიჭების გახიზვნა? რომელ ერთს ვებრძოლოთ - შიმშილს, თუ ამათ?"
პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს მეზობელი ჩეჩნეთიც ადევნებს თვალს. რამზან კადიროვი, რომელიც პანკისის ხეობაში სალაფიტების (ვაჰაბიტების) არსებობას საფრთხის წყაროდ მიიჩნევს, ადრეც ცდილობდა (და არაერთხელ!), პანკისში თავისი ინტერესები გაეტარებინა. 2011 წლის ნოემბერში ხეობაში გროზნოდან ხმა ჩამოვიდა, რომ კადიროვი ყველა მსურველს ხეობიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობდა, სადაც სახლს, მიწას და ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდა. მაშინ 300-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ხეობა დაეტოვებინა, წამსვლელთა სიაც კი შეიქმნა პანკისში. ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას და როგორც გროზნოში ამბობენ, მზად არის, სურვილის შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლებს პასპორტებიც კი დაურიგოს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს(?!),
რაც მშიერი ხალხისთვის მართლაც რომ მაცდუნებელი წინადადებაა.

საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ კადიროვს შორს მავალი მიზნები აქვს - ის ერთ დღეს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეიძლება პანკისის ხეობაშიც შემოვიდეს..."

წაიკითხეთ სრულად

beriberi
22 ივნისი 2015 13:47
თქვით სიმართლე: ვინ მოუწოდებდა ჩეჩნებს და მის პრეზიდენტს, დახმარედოდნენ აფსუებს, საქართველოს წინაღმდეგ
ომში და რატომ?(ნახეთ გაზეთი " 25 აგვისტო 1992 წ.)საქ. რესპუბლიკა"
AKA
14 მაისი 2015 10:42

ИЖ-47 - ს
თუ ეს მართალია, რაც თქვენ თქვით, რატომ უნდა მეწყინოს პირიქით, მივესალმები საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ერთსულოვნებას და სამშობლოსათვის თავდადებას.. მაშინდელი პრესა და ტელევიზია იმ ფაქტებს , რაც თქვენ გაიხსენეთ მეტ ნაკლები დუმილით შეხვდნენ. უფრო აშუქებდნენ ქართველ მეომრებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის უთანხმოებებს და მათ დისკრედიტაციას. განსაკუთრებით 2008 წლის ომის სესახებ. ყველაზე ხშირად უჩვენებდნენ, დაცვის მიერ მიწაზე დაგდებულ პრეზიდენტს და ჰალსტუხის ღეჭვის ამსახველ ფოტოებს. ეს იყო რუსეთთან უთანასწორო ბრძოლის ამსახველი ფოტოებით საკუთარი პრეზიდენტის დისკრედიტაცია. პირიქით უნდა ყოფილიყო. ხალხში ურთირერთ სიყვარულისა და პატივისცემის დეფიციტია.
ეს გვიჩვენებს ახალგაზრდა უწიფარი დამოუკიდებელი საქართველოს სახეს. იმედია მომავალში ყველაფერი გამოსწორდება. ,, რომი ერთ დღეში არ აშენებულა’’
ИЖ-27
13 მაისი 2015 16:30
AKA-47-ს
ჩეჩნებმა აღიარეს,რომ შეცდომა დაუშვეს,როცა აფხაზეთში ჩვენ გვებრძოდნენ.ისინი შეეცადნენ,საქმით დაემტკიცებინათ ეს..ჩეჩნების დიდმა დაჯგუფებამ(მათ შორის იყვნენ პანკისელი ქისტებიც) რუსლან გელაევის მეთაურობით კოდორის ხეობიდან შეუტია სოხუმს.მათ ამ ბრძოლაში დაკარგეს ხალხი...შექმნის დღიდან ქართულ ჯარში მსახურობენ ქისტები(ჯარისკაცები და ოფიცრები) და აგვისტოს ომშიც ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ.მაგალითად თარხან ბათირაშვილი.ალბათ არაერთი სხვაც..ამ ომის დღეებში საქართველოში ჩამოსულა ჩეჩნების რაზმიც,რომელიც ასევე იბრძოდა ჩვენ მხარეს (ზუსტად ვიცი).ჩეჩნები ამბობენ,ცოტა ხანი რომ გაგეძლოთო,ჩრდილო კავკასიიდან(ჩეჩნეთი,ინგუშეთი,დაღესტანი) დიდი ძალები აპირებდნენო ჩვენთან შემოერთებას,მაგრამ...
კრემლის მოსყიდულ ხალხზე არა მაქვს საუბარი,რომლებიც შიდა ქართლში კოკოითთან ერთად კამერების წინ ყელყელაობდნენ.მათ შეასრულეს "ეფესბეს" შეკვეთა და სხვათაშორის მერე ერთმანეთს გადაემტერნენ..
იმედია,იუმორი არ გეწყინება. :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები