მახე, სახელად "ქალთა ჯიჰადი"
25-05-2015
მახე, სახელად "ქალთა ჯიჰადი"
დღესდღეობით სირიაში200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის, თუმცა, ღარიბოვა და სულეიმანოვა პირველი ქალბატონები არიან, რომლებიც სირიაში საომრად წავიდნენ

10 მაისს "ისლამური სახელმ­წიფოს" მეომართა კოჰორტამ საქ­ართველოდან მეომართა ახალი­ შევსება მიიღო, ამჯერად ორი ქალ­ბ­ატონი. ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა მოულოდნელად გაუჩინარდნენ. როდესაც ეს ამბავი მათ მშობლიურ ყარაჯალაში გაიგეს, შეფიქრიანდნენ (ქალბატონები, გათხოვების შემდეგ, თბილისში ცხოვრობდნენ). მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი თურქეთში არიან და სირიის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ. ქალბატონების ნათესავები თურქეთში წავიდნენ, - ეგებ შინ დავაბრუნოთო.


თუ
გავითვალისწინებთ­ იმას, რომ ისლამური სახელმ­წ­იფოს”ტერიტორიაზე შესვლა ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ იქ ქმარი ან საქმრო ელოდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ღარიბოვა და სულეიმანოვა­ სირიაში ახალი ოჯახების შესაქმნელად გაემგზავრნენ,­ საქმროები კი, ინტერნეტით გაიცნეს.

ჯიჰადისტურმა საიტებმა საგანგებოდ შექმნეს
ქალების გვერდები, სადაც მუსლიმანი ქალის ძლიერებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრებიან მომავალ ქალ მოჯაჰედებს(?!). სათქმელი მართლაც აქვს "ისლამურ სახელმწიფოს". მისი ქალთა ბრიგადა "ალ ჰანსა" აზიასა და ევროპაში სუსტი სქესის უამრავი წარმომადგენლის კერპი გახდა. Aარაბული სამყაროს ცნობილი­ პოეტესას, ალ ჰანსას, სახელობის უკვე ლეგენდარული ქალთა რაზმი ქმრებისგან დაჩაგრულმა ქალებმა მას შემდეგ შექმნეს, რაც საკუთარი უფლებების დასაცავად რატომღაც ტერორისტულ ორგანიზაცია”"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რიგ­ებში ჩაეწერნენ. Nყველასთვის გასაკვირად "ისლამური სახელმწიფო",­ რომელიც ტრადიციულად ქალის­ როლს საზოგადოებაში არ ცნობდა, შემომატებული წევრების მიმ­ართ ტოლერანტული აღმოჩნდა (რამდენიმე ქალს სამედიცინო განათლება ჰქონდა, რაც საველე პირობებში სჭირდებოდათ ტერორისტებს). მას შემდეგ, რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩრდ­ილოეთ სირიასა და ერაყის ნაწილში "სახელმწიფოს" შექმნის შესახებ გამოაცხადა, "ალ ჰანსას"”ერთგვარი ზნეობის­ პოლიციის როლი დაეკისრა, მისი წევრები მოჯაჰედების მხარდამხარ ამოწმებენ ქალებს, პატრულირებენ ქუჩებში, რათა ქალებმა დაიცვან კანონები, ურჩებს, მათ შორის მამაკაცებსაც, ალჰანსელები”სასტიკად სჯიან.

ქალთა ბრიგადაში მოხვედრას წლის განმავლობაში ასეულობით შუააზიელი და ევროპელი ქალი ცდილობს. ამისთვის ისლამსაც იღებენ და შემდეგ უკვე ყოფილი კათოლიკეები და პროტესტანტები მზად არიან, თანამემამულეებს დაუპირისპირდნენ. თუმცა, სირიაში ჩასული ბევრი ქალისთვის "ალ ჰანსა" აუხდენელ ოცნებად რჩება; ერთადერთი - შეუძლიათ, გათხოვდნენ ან სექსუალურ ჯიჰადში ჩაერთონ.

"ისლამური სახელმწიფოს" მესვეურნი მიხვდნენ, რომ სახელმწიფოში მხოლოდ მამაკაცების ყოფნით ქვეყანას ვერ შექმნიდნენ, ამიტომ მოჯაჰედებს მოუწოდეს, სირიაში წაიყვანონ ოჯახებიც, ან საცოლეები. დღესდღეობით სირიაში 200-მდე საქართველოს მოქალ­აქე იბრძვის, თუმცა, ღარიბოვა და სულეიმანოვა პირველი ქალბატონები არიან, რომლებიც სირიაში საომრად წავიდნენ.

ამბობენ,­ რომ ქალების სირიაში წასვლა მომავალში მასობრივ ხასიათს მიიღებს, რადგან სოფლებში მუსლიმანი ქალების ყოფა ძალიან მძიმეა,"ისლამური სახელმწიფო"­ კი იქ აღთქმულ ბედნიერებას ჰპირდება.
დღესდღეობით ყველაზე ახალგაზრდა ჯიჰადისტი გოგონა 13 წლისაა, ქალების ასაკი 15-დან 32 წლამდეა. მათ ხშირ შემთხვევაში ბოლოს ისევ საკუთარი ქმრები ხოცავენ...

გზა სექსუალური ჯიჰადისკენ

2013 წელს ჯიჰადის ახალი სახეობის, "ჯიჰად ალ ნიკაჰის" გამოცხადებამ მსოფლიო გააოგნა. Mმუჰამედ ალ არაფმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ სირიაში მებრძოლ მოჯაჰედებს წარმატებული ბრძოლისთვის გამხნევება სჭირდებოდათ. ამიტომ სასურველი იქნებოდა, ქალები ჯიჰად ალ ნიკაჰის, ანუ სექსუალური ჯიჰადის გზაზე დამდგარიყვნენ, თუმცა, ეს რომ მრუშობაში არ ჩათვლოდათ (რასაც­ ისლამი კრძალავს), მუჰამედ ალ არაფმა შემოიღო დროებითი­ ქორწინების ცნება - ქალს უფლება ჰქონდა, სირიაში ერთდროულად ათამდე მოჯაჰედთან დროებით ექორწინა.

სექსუალურ ჯიჰადს პირველი გამოეხმაურა 15 წლის ტუნისელი გოგონა აიშე ალ ბაქრი. აიშეს ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა. დროებითი ქორწინების დამთავრების შემდეგ ბევრ ქალს სექსუალური მონობა ემუქრება, უკეთეს შემთხვევაში - ობლებზე ზრუნვა,­ ან დაჭრილებისა და ხეიბრების მოვლა-პატრონობა; სირიაში Iჩასული ქალები დროდადრო დახმარებას ითხოვენ, თუმცა, "ისლამური სახელმწიფოსგან"”თავის დახსნა შეუძლებელი ხდება.
avtorss
10 ივნისი 2015 06:07
ამ ინპომაციასს რომელ წყაროსტან დაყრდნობიტ აქვეყნებტტ? მაინტერესებსს ტუ ყოპილხარტ სირიაში და ტუ დალაპარაკებულხარტ რომელიმეს? საიდან აკოპირებტ ამ ინპორმაციასს სნნ-ი დანნ? ტუ საკუტარი ინპორმატორი გყავტტ?? საინტერესოაა.

რედაქტორის რჩევით