ევროპული მაფიის ქართული სახე
08-06-2015
ევროპული მაფიის ქართული სახე
"დღეს ევროპაში მაფიას ქართული სახე აქვს".
იურგენ როტი,

გერმანელი ექსპერტი, 2011 წ.


"ყოველდღიურად დანაშაულებრივი­ ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, ზარალის ზუსტი დადგენა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ რიცხვზე", - 1-ელ ივნისს ამ განცხადებით ამცნო ვიცე-პროკურორმა გრეგის ვეილიმ საფრანგეთს მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაციის შესახებ. ფრანგმა სამართალდამცავებმა ლა-როშელის რაიონში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, პარალელურად სტრასბურგში პოლიციელებმა 22 კაცის დაკავება­ შეძლეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია
არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად­ იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ (მაგალითად, "იავა" და "ოსა" - ესპანეთში), საფრანგეთის პოლიციის მონაცემებით, საფ­რანგეთის ციხეებში 220 საქ­ართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს, ხოლო
2500 ეჭვმიტანილია ორგანიზებული­ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში. იტალიაში, ქართული ქურდული სამყარო იმდენად პოპულარული გახდა, რომ  ქალაქ ბარიში "ქურდების სკოლაც" კი გახსნეს(?!). ყველაზე გახმაურებულ საქმედ ესპანეთში შარშან, ცნობილი ბანდიტური დაჯგუფების  ექვსი წევრის დაკავება იქცა - საქართველოს მოქალაქეებმა 4 თვის განმავლობაში­ 102 ბინა გაძარცვეს. ესპანეთის პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში მიაგნო სამ სამალავს, სადაც ბანდიტური დაჯგუფება ნაქურდალს ინახავდა. ამოიღეს 12 კილოგრამამდე ოქროს სამ­კაული და 1 მილიონი ევრო. 

2013 წლის 14 თებერვალს ესპანეთში, კოსტა დელ სოუზაში (ეს კურორტი "კანო­ნიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლება და ქურდობა იკრძალება) პოლიციამ საქართველოს­ ორი მოქალაქე დააპატიმრა. როდესაც ეს ამბავი ესპანეთის ციხეში გამოკეტილმა კალაშოვმა გაიგო, განრისხება ვერ დამალა და თავისუფალ "თანამოძმეებს" მოუწოდა, საქმეში გარკვეულიყვნენ. აღმოჩნდა, რომ "ქურდული აღთქმა" არ დარღვეულა და კურორტის ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩადენილა, თუმცა, ახალგამომცხვარ ჰაკერებს კოსტა დელ სოუზას ოფისიდან მწყობრიდან გამოჰყავდათ კომპიუტერები მსოფლიოს 30 ქვეყანაში და შემდეგ "ევროპოლის" სახელით ჯარიმის გადახდას ითხოვდნენ კომპ­იუტერთან წვდომის აღსადგენად. ჯარიმის ოდენობა 100 ევროდან იწყებოდა.

ორიოდე თვის წინ, სპეცოპერაციისას, რომელშიც ესპანეთის სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ, 400 კგ-მდე კოკაინის ამოღება მოხერხდა. პოლიციამ შეძლო გადამტანების დაკავებაც, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ქართველების კოკაინური გატაცება დიდი ხანია ცნობილია - 1995 წელს, სან-ხოსეში­ გამართულ შეხვედრას (სადაც ნარკოსაქმოსნები ჯერ კიდევ მათთვის უცხო საქართველოზე, როგორც ერთობ მოსახერხებელ ნარკოდერეფანზე მსჯელობდნენ) კანონიერი ქურდი დავით ციხელაშვილი (დათო ტაშკენტელი) ესწრებოდა, 2012 წლის 2 სექტემბერს დომინიკის რესპუბლიკაში დააკავეს ნარკოდილერების ჯგუფი (სულ 29 კაცი), თავიდან გავრცელდა ვერსია, რომ ისინი რუსული მაფიის წევრები იყვნენ, მოგვიან­ებით რუსულმა მხარემ განაცხადა, ქართული მაფიის წევრები არიანო. დაკავებულებს­ შორის 17 ქართველი და უკრაინელები აღმოჩნდნენ. ოპერაცია ამერიკული სპეცსამსახურების მხარდაჭერით ჩატარდა - ისინი 3 თვის განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ­ ქართველი "ესკობარების" "მოღვაწეობას". კოლუმბიაში, კასა დე კამპოში, სამართალდამცავებმა დააყადაღეს მათი იახტები, ვილები და თვითმფრინავები; როგორც აღმოჩნდა, ქართული მაფია კოლუმბიური ნარკოტიკების რეალიზებას ამერიკის მთელ ტერ­იტორიაზე ეწეოდა(?!)

საბერძნეთში ამ დროისთვის ქარ­თველ კანონიერ ქურდთა სარეკ­ორდო რაოდენობაა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ციხეში სასჯელს იხდის "დედ ჰასანის" კლანის ყველაზე გავლენიანი წევრი ლაშა შუშანაშვილი. თუმცა, არც იმას მალავენ, რომ კორუფციული გარიგებების წყალობით საბერძნეთი ქურდული სამყაროსთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად­ მიიჩნევა და ევროპის "საგზურების" მოლოდინში ქურდები საბერძნეთის დატოვებას არ ჩქარობენ...

როგორც ჩანს, საფრანგეთში დაკავება მანამ გაგრძელდება, ვიდრე ქართული მაფიის წელში გადატეხა არ მოხერხდება. ფრანგი სამართალდამცავებისგან განსხვავებით, პესიმისტური განწყობა აქვთ ესპანეთსა და იტალიაში - რომში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების კედელზე, დღისით მზისით, ქართული წარწერაც კი გამოჩნდა - "მაფია­ უკვდავია".
ქართველი
11 დეკემბერი 2017 09:27
ბოლოსდაბოლოს უნდა ვაღიაროთ,რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ.როცა არ აფასებენ შენს ქვეყანაში შენს ნიჭს და მონდომებას,სხვა გზას არ გიტოვებენ რაღაც გაკეთო უნდა. ყველა იმას ლაპარაკობს იმან ეს გაკეთა,ამან ბინა გაქურდა ევროპელები და ა.შ. არავის აფიქრდება რატო მოხვდნენ ესეთ სიტუაციაში,რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ნათქვამი ხომ არის"იქ კი არ უნდა დაიხედო სადაც დაეცი,არამედ იქ სადაც ფეხი წამოკარიო". შექმნა ამხელა ძალის და გაქანების გუნდი და იჩალიჩო ფულის გათეთრებაზე თუნდაც ამას დიდი ჯკუა უნდა და არც აკლიათ ეს ჭკუა ამ ხალხს. კიდე ვამბობ,რომ დამნაშავე არ არიან მარტო ეს ხალხი. დამნაშევე არის მთელი საზოგადოება ამ ყველაფერში. არავინ იბადება კრიმინალი მასს კრიმინალად საზოგადოება ქმნის და რაც არ უნდა ეცადონ სამართალდამცავები აზრი არ აქვს. 1 დაიჭერენ მეორე,მესამე და ა.შ. გამოჩნდება. მეტი სიყვარული ერო და მეტი პატივისცემა ამით უფრო ვუშველით საქმეს
ira
11 დეკემბერი 2017 03:43
წარმოიდგინეტ საქარტველოდან წასული ადამიანი ევროპაში ქურდი ხდება, დიდი ავტორიტეტი, აგროვებს უამრავლ ქონებას ,მილიონობიტ ევროს , აქვს საკუტარი გადაზიდვის ბიზნესი ,და კიდევ უამრავლი საკუტრება, ხალხოოო ამას ხომ დიდი ნიჩი , მოხერხება და დიდი უნარი უნდა? ქარტველი ალბატ რომელმაც ენაც არ იცის უცხოური ამხელა ქონებას აგროვებს? ტქვენ გსმენიააატ ვინმე იტალიელი ,ან ესპანელი მაფიოზი საქარტველოში ყოპილიყოს და ამხელა ქონება დაეგროვებინოს ან მაფიოზობიტ ან ქურდობიტ? მე არ მსმენია , კი არ ვამარტლებ ,მაგრამ ქარტველები ზალიან ნიჩიერები და კვაჩები ვარტ, ისე გამიგია ვინც ნამდვილად მოინატლა ქურდის წოდებიტ ,ის ნარკოტიკზე არ მუშაობს
levani56
10 დეკემბერი 2017 13:10
ტერორისტები ხომ არიან რა მიგივიდათ ესეც თავიცებური ავტორიტეტია

რედაქტორის რჩევით