"ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან" - რა ხდებოდა პანკისში სპეცოპერაციისას?!
23-06-2015
"ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან" - რა ხდებოდა პანკისში სპეცოპერაციისას?!
"ჩვენ არავის ვემორჩილებით, ჩვენ დამ­ოუკიდებელი ხალხი ვართ - საქართველოს მუსლიმანები, ავღანეთიდან ჯიჰადის ბრძანებას თავს ვერ მოგვახვევენ. მეტიც, დოკუ უმაროვისგან (კავკასიის ემირა­ტის ემირი. - ავტ.) ხშირად მიგვიღია თხოვნა, რომ ჩვენს ქართველებთან, ჩვენს ძმებთან, რაც უნდა მოხდეს, ძმობა არ უნდა დაირღვეს. საქართველოს გარდა, ჩვენ სხვა საძმო, სხვა დამცველი არ გვყავს, ყოველთვის ჩვენი ზურგი, ჩვენი დამც­ველი იყო საქართველო და აჰყვე ჯიჰადის­ მუქარებს - ნიშნავს­ ზურგში დანა ჩაირტყა"...
აიუფ ბორჩაშვილი, ჯოყოლოს იმამი,
13 ივნისი,
2013 წ.


"მინდა ჩვენს მთავრობას ვუთხრა - ხეობაში ჯერ სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვ­იდის ნუ გეიმედებათ, ერთ დღესაც აქ ვაჰაბიტები ძალიან ცუდ ამბებს დაატრიალებენ. ეს დროის საკითხია და მერე უკვე მარტო პანკისის ხეობას კი არა, მთლიანად საქართველოს აღარაფერი ეშველება".
ზაური, სოფელი დუისი


14 ივნისს თბილისის საერთაშორისო­
აეროპორტში, საბაჟო კონტროლის გავლის დროს, სპეცსამსახურის თანამშრო­მლებმა სამი ახალგაზრდა შეაჩერეს, რომ­ლ­ებიც, მათივე თქმით, თურქეთში სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ.
საქართველოდან უკეთესი ბედის საძ­იებლად თურქეთში წასვლა დიდი ხანია, უცხო არავისთვის არის, თუმცა გასაკვირი­ ის იყო, რომ დაკავებული ახალგაზრდები­, ეთნიკურად ქართველი - 22 წლის გიორგი კუპრავა, 24 წლის გიორგი ბუხუნაშვილი და 19 წლის დავით ფილისებია  თურქეთის გავლით სირიაში მიდიოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად (ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიაში ქართველები მიდიან საომრად!).
იმავე დღეს სოფელ გომბორთან სამა­რთალდამცავებმა დააკავეს სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი­, რომელსაც საზოგადოება უფლებადამცველად იცნობს (როგორც პანკისელები ამბო­ბენ, ბორჩაშვილმა ის სამი ახალგა­ზრდა აეროპორტში მიაცილა და თანასოფ­ლელთან ერთად შინ ბრუნდებოდა). უკვე საღამოს რვა საათისთვის ხეობაში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი გამო­ჩნდა. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე სოფელში ჩატარდა.
დააკავეს "წითური გენერლის", თარხან ბათირაშვილის ორი უახლოესი ნათესავი, სოფელ ჯოყოლოში გაჩხრიკეს აიუფ ბორჩაშვილის და ჯოყოლა აჭიშვილის სახლები.

ლეილა, ჯოყოლა აჭიშვილის და­: - დუისიდან მოვდიოდი. დამირეკეს,­ შენი ძმის დასაჭერად არიან მოსულებიო.­ რომ გავიგე, ჯოყოლას სახლში იყვნ­ენ, იქით გავეშურე. ჯოყოლა მაშინ თბილისში იყო. სახლი სავსე იყო სპეცრაზმელებით. მოგვ­იანებით ნება დამრთეს, შევსულიყავი.­ ჩხრეკა მიდიოდა. ვიკითხე, - აქ რა მიზე­ზით ხართ-მეთქი. ერთი კაცი (სავარაუდოდ, უფროსი) მამშვიდებდა,­ - აქ სირიის­ გამო ვართ, ახალგაზრდებს­ რომ უშვებენ იქო... აქ რაც ხდება, ამით ჩვენი მეზობელი ძალიან უკმაყოფილო­აო(?!).­ გვეშ­ინოდა, არაფერი დაედოთ, წაიღეს დისკები, ბლოკნოტები და რეზინის ტყვიები... ცუდად არ იქცეოდნენ, თუმცა დაძაბ­ულები იყვნენ. მაშინ გავიგეთ, რომ აიუფას სახლსაც ჩხრეკდნენ.
როგორც ხეობაში ამბობენ, ბორჩაშვილის სახლის ჩხრეკისას მთელი ჯამაათი­ იქ მისულა, დაკავებულს შინ 9 შვილი და  გულით ავადმყოფი მეუღლე ჰყავს.

რუსლანი, ჯოყოლოს მკვიდრი: -

აიუფას სახლის ჩხრეკისას მთელი ჯაამა­თი იქ მისულა და სპეცრაზმისთვის სახ­ლის დატოვება მოუთხოვიათ. "ალაჰ აკბარის" ძახილით ჯაჭვი გაუკეთებიათ და სპეცრაზმს მისწოლიან, რომ სახლი დაეტო­ვებინათ.
რამდენიმ­ე წუთს მართლა ძალიან დაძაბულა სიტუაცია, თუმცა სპეცრაზმს მშვიდად დაუტოვებია იქაურობა.
14 ივნისის ღამე პანკისის ხეობაში დაძ­აბული იყო, ჯამაათის წევრები მეორე დღეს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებდნენ სოფელ დუისში, პოლიციის განყოფილების წინ, თუმცა აქცია არ ჩატარდა, როგორც ამბობდნენ, - სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას მოერიდნენ.

დაკავებულები რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, მხოლოდ ჯოყოლოს ყოფილი იმამი რჩებოდა მოდულის შენობაში­. საბოლოოდ, აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი; გარდა ამისა, მას ბრალად ედება გადაბირება და 2015 წლის 2 აპრილს არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის საომრად გაგზავნა სირიაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
14 ივნისის სპეცოპერაციამ პანკისის ხეობის მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმრავლესობის აზრით, "ეს უშიშროების მიერ გათამაშებული სპექტაკლია, რომელიც რუსეთის გულის მოსაგებად დადგეს... ძალიან დიდი ფული დაიდება და ბორჩაშვილი გარეთ გამოვა".

მეორე ნაწილის აზრით, ბორჩაშვილისთვის ბრალის დამტკიცება გაჭირდება, რადგან არ არსებობს ხეობაში ერთი კონკრეტული ორგანიზატორი. ვაჰაბიტური წესით, ნებისმიერი მორწმუნე ვალდებულია, თუ მასთან სირიაში წასვლის მსურველი მივა, აუცილებლად დაეხმაროს ფინანსურად თუ სხვა საშუალებით. პანკისის ხეობის მაგალ­ითზე, დახმარებად მიჩნეულია პასპორტის მიღება, თბილისი-სტამბოლის რეისზე ბილეთის შეძენა, გზის ფულის მიცემა, აგრეთვე სტამბოლში საჭირო კაცის დახვედრება და სირიის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა. გარდა ამისა, 16 წლის ახალგაზრდას რელიგია ავალდებულებს საღვთო ომებში მონაწილეობას.

14 ივნისის სპეცოპერაციას სირიიდან მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილიც გამოეხმაურნენ და მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც დაგმეს ბორჩ­აშვილის დაპატიმრება და პანკისელ თანატოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ჯიჰადში მონაწილეობისთვის.

თბილისი-პანკისი
ნ.მ.
22 ნოემბერი 2015 15:43
ვაცადოთ სპეცსამსახურებს მუშაობა. თან ის გვაწუხებს, ვინმეს რომ დააკავებენ, თან სიმშვიდე და უსაფრთოხება გვსურს. პარიზის პოლიციასაც თავიდანვე პრინციპულად რომ ემოქმედა, ეს საშინელება არ მოხდებოდა. ნურავის ჰგონია, რომ ტერორიზმი საქართველოში არ შემოაბიჯებს.
...
24 აგვისტო 2015 12:38
არავის არ უნდა ვეპეროტ, ვისაც ომი და სიკვდილი უნდა ტავისუპლად გავუსჰვატ გინდა სირიასჰი და გინდა მოუსავალსჰი, ოგონდ უკან აგარ უნდა მივიგოტ. კველას ცჰვენ ვეპერებიტ და კველას ცჰვენ ვუგორებტ კოცჰს. ერტხელ და სამუდამოდ კველამ უნდა გაიგოს რო ეს არის საკარტველო და უნდა იცხოვრო კარტული ცესიტ ტუ არადა აახვიონ აკედან
TAMARI
17 ივლისი 2015 21:22
სამწუხარო ის საქარტველოსს რომ დასჭირდესს ტავიანტ შვილებსს რუსეტში ნაცნობ=ნატესავებში გადამალავენნ მაგრამ სირიაში კი აგზავნიან . ხალხნოო ეგ ხალხი გატყუებტ ვიტომ პულსს გადაუხდიან ტქვენსს შვილებსს იქ წასვლიტ .რა ოდენობის პული დაგიბრუნებტ შვილსს ტუ დაიგუპებაა? ამერიკასს კანონი აქვსს ამერიკისს მოქალაქე მხოლოდ ამერიკის ინტერესების დასაცავად იბრდვისს ასევე საქარტველოსაც უნდა იყოსს რა მნისჰვნელობა აქვსს რა ერის და რელიგიის ხარრ ხარრ საქარტველოს მოქალაქე და დაიცავი სჰენი ქვეყანა სჰენი სამშობლო და სჰენი სამშობლო კი საქარტველოა რადგან აქ დაიბადე და ამ ქვეყნისს მოქალაქე ხარრ. ეს სავალდებულოაა.

რედაქტორის რჩევით