ჯიჰადი სკაიპით - იმისთვის რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოჯახედი გახდე, სირიაში წასვლა საჭირო აღარ არის
01-07-2015
ჯიჰადი სკაიპით - იმისთვის რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მოჯახედი გახდე, სირიაში წასვლა საჭირო აღარ არის
„კვლავ შეშფოთებს იწვევს  რომ საქართველო რჩება ტრანზიტულ სახელმწიფოდ და საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ“

აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან.  2014წ

„ კავკასიელები „ ხალიფატს“  მნიშვნელოვან საბრძოლო რესურსად და გეოპოლიტიკაზე ზეგავლენისთვის დამატებით  კერად სჭირდება“

აბდულ რიჰად მუჰამედოვი- ისლამოლოგი. 2015 წ 4 თებერვალი


ორიოდე დღის წინ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა - 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძავახევიდან იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი და ახლობლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ახალგაზრდა თურქეთშისამუშაოდ წავიდა. უცნობია,
როდის გადაკვეთა ბორჩაშვილმა სირიის საზღვარი.
25 ივნისს კი, როგორც ცნობილია, „ ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამედ ალ ადნანიმ  „ ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ფილი
ალის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა და ახალშექმნილი ვიალიეთის ხელმძღვანელად დაღესტნელი მეომარი რუსტამ ასილდეროვი - აბუ მუჰამედ ალ ქადარი დაასახელა. ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე არსებობს „ ისლამური სახელმწიფოს“  დაჯგუფება, ის გარკვეულ წილად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან საჭიროების შემთხვევაში, დაღესტნის ტყეებში ყოფილ „ემირატელებს“ არ გაუჭირდებათ საქართველოს საზღვრების  გადმოლახვა, მათ, როგორც წესი,  ყველა ის ბილიკი იციან, რომელიც საქართველოში უსაფრთხოდ გადმოსვლის საშუალებას იძლევა. საქმეს ისიც ართულებს, რომ „ ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოშიც ჰყავს  ე.წ.  მიძინებული იატკქვეშა ჯგუფები და ეს ძირითად პანკისის ხეობაში. ხეობის ჯამაათში განხეთქილებამ ხელი შეუწყო ახლაგზრდების ერთი ნაწილის მიერ სკაიპით „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ფიცის მიცემას. 


რა საფრთხის შემცველია ეს პროცესი საქართველოსთვის, ტაჯიკეთის  მაგალითზეც ჩანს. 2015 წლის იანვარში „ ისლამურმა სახელმწიფომ“ უფლება მისცა 300-მდე ტაჯიკ მებრძოლს სამშობლოში დაბრუნებულიყო და საკუთარ ქალაქებში იატაქვეშა ჯგუფები შეექმნათ. „ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა, რომ  ზაფხულში შუა აზიაში ტერორისტულ საქმიანობებს გეგმავდა და სამშობლოში დაბრუნებულ მოჯაxედებს მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ… დღეს "ისლამურ სახელმწიფოს" იატაქვეშა ჯგუფები ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჰყავს, ასევე აზიაში,  ჩინეთსა და ტაილანდშიც...

ჯიჰადი სკაიპით - იმისთვის რომ "ისლამური სახელმწიფოს“ მოჯახედი გახდე, სირიაში შაჰიდობის სურვილით წასვლა საჭირო აღარ არის, საკმარისია მას ფიცი სახლიდან გაუსვლელად "სკაიპით" მისცე და აიღო ვალდებულება, დაუყონებლივ შეასრულო " ისლამური სახელმწიფოს"  ნებისმიერი მითითება.
პანკისის ხეობაში ასეთი ონლაინმოჯახედების რაოდენობა უკვე 30-ს აჭარბებს და ძირითადად 20-22 წლამდე ახალგაზრდები არიან. 

ომს სირიაში   შეიძლება "5-ვარსკვლავიანი  ჯიხადი“  ვუწოდოთ  - ხარისხიანი იარაღი, კომფორტული სახლები და სატრანსპორტო საშუალებები, ოსტატურად გადაღებული ვიდეორგოლები და, რაც მთავარია,  ჩრ. კავკასიელი მეთაურები, რომლებსაც ამ სტრუქტურაში მაღალი იმპერატიული  პოზიციები უკავიათ. საკმაოდ მაცდუნებელი პერსპექტივაა პანკისელi ახალგაზრდებiსთვის ( და არა მარტო მათთვის) სირიაში.

სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან,  „საღვთო ომში“ მონაწილეობის სურვილი  ძირითადად, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებs გაუჩნდათ, მოგვიანებით კი მათ მთიანი აჭარის მუსლიმი მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა, თუმცა, 2015 წლის 14 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა დააკავეს. ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი არა თურქეთში სამუშაოდ, არამედ სირიაში მიდიოდნენ საომრად. შემაშფოთებელი ის  არის, რომ ახალბედა  მოჯაxედები ეთნიკური ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებიც თავისი პანკისელი თანატოლებისგან განსხვავებით, ვერ ასაბუთებდნენ, რატომ მიდოდნენ საომრად.

იმავე დღეს სამართალდამცავებმა გომბორთან დააკავეს სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი. ის თანასოფლელთან ერთად, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გოგონა სირიაში პანკისელ მოჯახედზე გაათხოვა, პანკისში ბრუნდებოდa. 14 ივნისს, საღამოს პანკისის ხეობაში  შs სამინსიტროს სpეცდანიშნულების რაზმი შევიდა. (ბოლო ოპერაცია ხეობაში 11 წლის წინ ჩატარდა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა სოფელ დუისში დამნაშავეების დაკავების მიზნით,  გუმაშვილების სახლი გადაწვა და ერთი ადამიანი მოკლა კიდეც)  უკვე დაკავებული ბორჩაშვილისa და მისი თანამოაზრეების სახლების ჩხრეკა რამდენიმე სოფელში ერთდროულად ტარდებოდა. ამასთან, სოფელ ომალოში „წითური გენერლის“ (ომარ ალ-შიშანის) ორი ახლო  ნათესავი დააკავეს.

„კვირის პალიტრა“ უკვე წერდა, რომ ბორჩაშვილების სახlის ჩხრეკას ადგილობრივი ჯამაათის უკმაყოფილება მოჰყვა.  უნდა ითქვას, რომ ხეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა ხმაურიანი დაკავებები, რომელიც, როგორც პანკისელები ამბობენ, - რუსეთის გულის მოსაგებად ჩატარდა, არამედ  განხეთქილება  ჯამაათში… განხეთქილების  ძირითადი მიზეზი  იყო დავა იმის თაობაზე, ვისი დროშის ქვეშ უნდა ებრძოლათ საქართველოს მოქალაქეებს სირიაში. უკვე კარგად ნაცნობი “კავკასიის ემირატის“ თუ ახალშემქნილი “ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ. ჯამაათის ახალგaზრდული ფრთა მზად არის ფიცი "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ყველზე გავლენიან ფიგურას,  თარხან ბათირაშვილს (დღემდე ვერ დადგინდა ცოცხალია თუ მკვდარი... ბოლო ინფორმაციით, ის ერაყშია) და მის დაჯგუფება „დოვლას“ მისცეს. მეორე ნაწილი კი ფიცს  „კავკასიის ემირატის“ ახალ ლიდერს -  მუჰამედ აბუ უსმანს და მის წარმომადგენელს სირიაში ფეისულა მარგოშვილს აძლევს (ფეისულა მარგოშვილი ლეგენდარული ჯეიშ ალ მუხაჯირინ  ვალ ანსარის  მეთაურია, რომელსაც თავის დროზე  თარხან ბათირაშვილი ხელმძღვანელობდა)  ახალმონათლული „ემირატელების“ როდენობა უცნობია..

სანამ  ხელისფულება ხეობაში  პოზიციების შენარჩუნებას  უხუცესთა საბჭოს გაძლიერებით ცდილობს, ადგილობრივებს ვაჰაბიზმთან ბრძოლაში მხოლოდ  კადიროვის(რუსეთის) იმედი აქვთ, რომელიც პანკისი საკუთარი ინტერესების გატარებას,  გროზნოში შემქნილი „ ქისტური სათვისტომოს“  მეშვეობით ცდილობს და მსხვილ შემოწირულობებსაც არ ივიწყებს...   ასეთ შემთხვევაში  კი  როგორც ამბობენ, მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერისაა კატა, მთავარია, თაგვებს იჭერდეს!
stop
03 აგვისტო 2015 12:08
ესენი არიან უმართავი ხალხი, ამათი ასე მიშვება არ შეიძლება, თორემ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება საქართველოს და ქართველ ხალხს ამათი უყურადღებობა, უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და სასწრაფოდ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს
ZS
03 ივლისი 2015 12:45
ამ სტატიის ავტორს და რედაქტორს ჰკითხეთ რატომ არის ლეგენდარული ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარი? სიტყვა "ლეგენდარული"-თ მის აგიტაციას ხომ არ გულისხმობს?
Muxamed
02 ივლისი 2015 04:23
Specoperaciisas gumashvilebis ojaxshi ori adamiani gadawves da ris gamo, tavisi ojaxis girsebis dacvis gamo, rac sheexeba dovlas da islamur saxelmwipos, me piradad ar vemxrobi da arc imas rom mand saomrad dadian, tu dasacavia sheni samshoblo daicavi da roca shemogivardebian mashinn daachede shublshi tyvia, magram natqvamia ramdeni adamianic arsebobs imdeni azri ibadebao... Dzalit ki aravin ar gzavnis aravis tundac gadabireba avigot, shteri unda iyo adamiani roca sxvas miscem uplebas manipulacia moaxdinos shenze, shentvis ra aris kargi da ra cudi rogor ar unda icode 20-22 wlis chamoyalibebulma kacma? Roboti xar vinmem dagabolos da omshi sikvdilze gagishvas? Kait raa xalxo visac ar unda is arsad ar wava, jihadis mnishvneloba unda icodes jer adamianma da mere gadawyvitos wasvla tu tvlis rom dakisrebul movaleobas tavs gaartmevs yuranis mixedvit, is xom arari adge da waxvide, mand bevri niuansia gasatvaliswinebeli.Qisti

რედაქტორის რჩევით