საბერძნეთის ყველაზე ძვირად ღირებული ტუსაღი - რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს?!
13-07-2015
საბერძნეთის ყველაზე ძვირად ღირებული ტუსაღი - რისთვის იყენებს "ქართული მაფია" საბერძნეთის კრიზისს?!
დატოვებს თუ არა ციხეს ლაშა შუშანაშვილი

ქართული ორგა­ნიზებული დანაშაული კვლავ მოექცა­ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. საბერძნეთში რეფერენდუმის წინ იტალიური­ მედია აცხადებდა, - ქართული­ მაფია სარგებლობს საბერძნეთის მდგომარეობით და ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის წყალობით, ცდილობს­ საბერძნეთის საზღვაო პორტების შესყიდვას, რათა ევროპაში­ კოკაინის ტრაფიკის კონტროლი ხელში ჩაიგდოსო.

საბერძნეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო. საბერძნეთის ქალაქებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები გამოჩნდნენ - ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ყალბ საბუთებს. ქართული კრიმინალური სამყაროს შტაბბინა
ქალაქი თესალონიკი გახდა. ამ საქმეში ქალებიც იყვნენ ჩართული. 2009 წელს ევროპამ "ქართული მაფიის" ასალაგმად რამდენიმე­ ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციები წამოიწყო.“"კანონიერი ქურდებისთვის" ევროპა უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ საბერძნეთში გადაბარგდნენ{.} საბერძნეთში "ქართული მაფიის" ერთ-ერთი ბოსი, ლაშა შუშანაშვილიც გამოჩნდა.­ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები უკვე აკონტროლებდნენ საბერძნეთი-საქართველოს როგორც ტვირთის გადამტან, ასევე
მგზავრების გადამყვან საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტებს, ბეწვით მოვაჭრე მაღაზიებს, კურორტების რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს. ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა ბაზრიდან განდევნა­ ალბანური მაფია.“უცხოური მედია ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდა ქართულ მაფიასა­ და საბერძნეთის სამართალდამცავთა შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. მეტიც, ესპანეთის პროკურატურა აცხადებდა, - ლაშა შუშანაშვილის დაკავებაში ხელს ბერძენი კორუმპირებული პოლიციელები გვიშლიანო. 2010 წელს ესპანურმა მხარემ, როგორც იქნა, დაითანხმა ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შუშანაშვილის დაკავება ვერ მოხერხდა­ - პოლიციას მით­ითებულ სალონიკის სასტუმროში მაფიის ბოსი აღარ დახვდა.

სულ მალე ესპანურ მედიაში გაჩნდა განცხადება, შუშანაშვილს გაქცევაში ბერძენმა პოლიციელებმა შეუწყვეს ხელი, რაც "კანონიერ ქურდს"“800 000 ევრო დაუჯდაო. ბერძნულმა მხარემ არ დაახანა და ქრთამის აღება ესპანელ კოლეგებს დააბრალა. ამასობაში "ქართული მაფიის" სამიზნე ნარკოტრაფიკი გახდა. თავიდან ცდილობდნენ თურქეთში ე.წ. ბალკანეთის მარშრუტზე მოენახათ ნიშა. თუმცა ამ ნარკოდერეფანს, რომელსაც წელიწადში 3 მლრდ დოლარი მოგება მოაქვს, წლებია, "ქურთების მუშათა­ პარტია" აკონტროლებს.  უშედეგო აღმოჩნდა "შავი ქართველების" მცდელობა "ბალკანეთის მარშრუტის" ევროპულ მხარეს­ - კოსოვოში მიეღოთ წილი. რადგან ავღანური ჰეროინი "კანონიერი ქურდებისთვის" ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა, ქართულმა მაფიამ თვალი კოკაინის ბაზარს­ მიაპყრო,{ მით უფრო, რომ კოლუმბიაში მოკალათებული ახალგამომცხვარი ქართველი ნარკოდილერები უკვე ეწეოდნენ ამერიკის ტერიტორიაზე კოლუმბიური­ ნარკოტიკების რეალიზაციას. საბერძნეთის საპორტო ქალაქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებში დიდი ფულის ფასად} საჭირო ხალხის მოძიება დაიწყეს. 2012 წელს ბერძნებმა შუშანაშვილი მაინც დააკავეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. საინტერესოა, რომ ციხეში შუშანაშვილმა ნარკოტიკების მოხმარება აკრძალა და ამით შემოსავლის წყარო გადაუკეტა­ ალბანელებს, რომლებიც საბერძნეთის ციხეებში დაუბრკოლებლად ყიდდნენ ჰეროინს. მალე საბერძნეთს ქართველი ბოსის კლანის წევრებმაც მიაშურეს, რომლებშიც მრავლად იყვნენ "კანონიერი ქურდები". სწორედ საბერძნეთის ციხიდან იმართება დღემდე საბერძნეთის, თურქეთის, საქართველოს, პოსტსაბჭოური სივრცის, გერმანიის და საფრანგეთის ქართული კრიმინალური სამყარო.

2013 წლის 4 იანვარს საბერძნეთში­ ნარკოსკანდალი აგორდა. მსხვილი ნარკოდაჯგუფების წევრები, ალბანელების გარდა, ბერძენი პოლიციელებიც აღმოჩნდნენ. სკანდალში ქართული კვალიც ჩანდა, თუმცა დიდი ფულის გადახდის შემდეგ ეს არავის გახსენებია.

დღეს საბერძნეთში ფული მხოლოდ "ქართულ მაფიას" აქვს, რომელიც მზად არის, საკუთარი ბოსის თავისუფლებისთვის ნებისმიერი­ თანხა გადაიხადოს...
საბერძნეთის ყველაზე ძვირად ღირებული ტუსაღი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება...
მარი
12 ივლისი 2018 15:48
ესინი ხომ ყველა არაკაცები არიან?!ნარკოტიკის და ფულის გამო ცოლ-სვილსაც გაყიდიან!მატ მხოლოდ თავიანტი თავი ადარდებთ!სადა ხარ მერაბიშვილო სააად?დროზე გამოუშვით რომ დამთავრდეს საქართველოსი ნარკოტიკი და კაცის კვლა!!!ყველას ცოცხები,ვინც არაკაცია!!!
Gogita
07 ივლისი 2018 10:09
სტატია ალბათ თბილისის მერის და იუსტიციის მინისტრის ზედმიწევნულ ინფორმაციის საფუძველზე დაიწერა.გარკვეულები არიან და რა ქნან?ისე,რა დროს ალბანური თუ კოლუმბიური ნარკოტრაფიკია,ქართველმა ქურდებმა ფული "მშობლიურ"პოლიტიკაში დააბანდეს,თანაც ენერგოსისტემებს და ჰიდროელექტრულ სადგურებს მიხედავენ.რას ერჩით?სამშობლოზე ზრუნავენ.
Marafet
06 ივლისი 2018 18:57
" სკანდალში ქართული კვალიც ჩანდა, თუმცა დიდი ფულის გადახდის შემდეგ ეს არავის გახსენებია" --- ავტორი ალბათ თავად დაესწრო "დიდი ფულის გადახდის" მომენტს ))))))))

რედაქტორის რჩევით