"რუს ჯარისკაცებს ქართულ გვარებ­ა­მოქარგული ნაძარცვი ფორმები­ ეცვათ" - აგვისტოს ომის უცნობი დეტალები
10-08-2015
"რუს ჯარისკაცებს ქართულ გვარებ­ა­მოქარგული ნაძარცვი ფორმები­ ეცვათ" - აგვისტოს ომის უცნობი დეტალები
აგვისტოს ომის დაწყებიდან 7 წელი შესრულდა. ამ შვიდ წელიწადში ბევრი­ დაიწერა ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვ­ლენებზე, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რა ხდებოდა იმ პერიოდში რეგიონებში. ამჯერად მკითხველს ვუამბობთ, როგორი იყო 2008 წლის ცხელი აგვისტო იმერეთისთვის. როცა საერთოდ გაწყვეტილი იყო კავშირი ცენტრთან და ადგილობრივ ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, თავის შეხედულებისამებრ ემოქმედა.

დავითი, 2008 წელს ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი: - 7 აგვისტოს ბრძანება მოვიდა, - სასწრაფოდ შეაგროვეთ სამხიდიანი მანქანებიო. ღამით ყველა მანქანა მზად
იყო და  ღამის პირველ საათზე დავიშალეთ. ნახევარ საათში გამოგვიძახეს. დაიწყო გვარდიის ბატალიონების და მოხალისეების მობილიზაცია. რეზერვისტების სამი ბატალიონი გავაცილ­ეთ გორში, თუმცა ქალაქიდან არ იყვნენ გასული, რომ 35 კაცი ჩამორჩათ(?!). 8 აგვისტოს არავინ იცოდა­, რა ხდებოდა­ - მობილური კავშირი ხან იყო, ხან - არა. 9 აგვისტოს
ქუთაისს უკანმობრუნებ­ული რეზერვისტები მოადგნენ. სამხედრო პოლიცია ქალაქის შემოსასვლელში დადგა და რეზერვისტები განაიარაღა. რეზერვისტ­ე­ბმა­ თქვეს, გორში არეულობაა ყოველი ბომბის აფეთქებაზე უფროსები­ გვეუბნებოდნენ, ვისაც გინდათ, წადითო. 9 აგვისტოს ქუთაისში ჭორი გავრცელდა, - რუსები ქალაქს­ მოადგნენო. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილ­ობდნენ, არ შეემჩნიათ პანიკა, თითქოს ცუდი არაფერი ხდებოდა - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მშენებლობა არ შეწყვეტილა. მოედანზე თავშეყრილი ქუთაისელები­ კი - რა დროს ეგ არის, ომია, თქვე უპატრონოებოო, - გაჰყვიროდნენ. ამასობაში­ სამეგრელოდან შეგვატყობინეს, რუსული თვითმფრინავები თქვენკენ მოფრინავენო.­ არ ვიცოდით,­ როგორ მოვქცეულიყავით. კოპიტნარის აეროპორტი დაბომბეს, რადარი მწყობრიდან გამოიყვანეს. ერთი კაცი დაიღუპა. ქალაქი პან­ი­კამ მოიცვა. ხალხი ამბობდა, ხონში რუსებმა დესანტი ჩამოსხესო. არადა, ისინი ჩვენები იყვნენ, დაჭრილები ჩამოიყვანეს, ხონიც არავის დაუბომბავს, მაგრამ იქ, ჩვენს სამხედრო ბაზაში, რომელიც უკვე მიტოვებული იყო, ადგილობრივებმა სამხედრო მანქანები­ გაძარცვეს, ხონის  ციხიდან რამდენიმე ათეული პატიმარი გაიქცა. პოლიციის ნაწილი მანქანებით მძარცველებს ეძებდა, ნაწილი - გაქცეულ პატიმრებს.

ერთ დღეს გამოაცხადეს, სასწ­რაფოდ შეკრიბეთ საომარი გამოცდილების მქონე ხალხიო... სატელეფონო კავშირი არ იყო და დავრბოდით წინ და უკან მათ შესაკრებად. რომ შევკრებდით, მერე გვეუბნებოდნენ, - შინ გაუშვითო. ერთ გამგებელს შევატყობინეთ - ასეთი და ასეთი ხალხი გვჭირდებაო. რამდენიმე საათში დამირეკა, - დიდი მანქანა გამომიგზავნე, სანამ მთვრალები არიან, წამოვიყვან, თორემ რომ გამოფხიზლდებიან, მერე რაის ომში წამსვლელები იქნებიანო(?!). იმერეთის ტყეებში ძირითადად დასავლეთში დისლოცირებული ქართული ჯარის ნაწილები და ფრონტის ხაზიდან წამოსულები იდგნენ - ვმალავდით, რომ რუსებს არ ენახათ. მოსახლეობა საოცრად ორგანიზებული იყო - როდესაც ქუთაისის ინტერვენციის ცენტრს სისხლი დასჭირდა, სისხლის ჩასაბარებლად რიგები დადგა.  ვინაიდან მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა, ყველა ქუთაისის ცენტრში, მოედანზე იკრიბებოდა. სწორედ ამ მოედანზე შემოვარდა რომელიღაც ბრიგადის მეთაური მხლებლებითურთ - რუსები სენაკის ბაზაზე შემოვიდნენ და ძლივს გამოვასწარითო. თავიდან მოედანზე მყოფები ვერ მიხვ­დნენ, რა ხდებოდა, მერე ეტყობა, იფიქრეს,   ჯარი მორბის დასამალადო და ატყდა ალიაქოთი.

ერთი ჩემი კოლეგა, როგ­ორც იქნა, თბილისში­ ხელისუფლებას დაუკავშირდა­ - პარტიზანული რაზმები­ ხომ არ შევქმნათო. რამდე­ნიმეწამი­ანი დუმილის შემ­დეგ უპასუხეს, - საზღვარგა­რეთის პასპორტი ხომ გაქვს, როგორმე ბათუმამდე ჩააღ­წიე და თავს უშველეო(?!)...

როცა მაგისტრალი ჩაიკეტა, გორს პროდუქტებით მომარაგებაში პრობლემები გაუჩნდა. თურქულმა წითელმა ნახევარმთვარემ ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა და ჩვენ პარტიებად ჩაგვქონდა გორში. ალექსანდრე ლომაია ხვდებოდა ტვირთს და რუსულ პოსტებზე საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ შედიოდა ტვირთი გორში, ერთ-ერთ ასეთ კოლონას­ მეც გავყევი... სურამსა და ხაშურში ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსული ტექნიკა იდგა. ხაშურში­ პოლიციის შენობის თავზე სნაიპერები ისხდნენ...

საშინელი ის იყო, რომ რუს ჯარისკაცებს მკერდზე ქართულ გვარებ­ა­მოქარგული ნაძარცვი ფორმები­ (ერთს "ხინჩაგაშვილი" ეწერა) ეცვათ და გი­წყებდნენ შემოწმებას და ენის ტლიკინს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია გორში აღარ იყო. ამბობდნენ, როცა რუსების გენერალი გორში სამხარეო ადმინისტრაციის შენობას მიადგა, ყველას გვეკითხებოდა, ხელმძღვანელი არ გყავთ, ვის დაველაპარაკოო? გორელები ამბობდნენ, ჩეჩნებმა და ოსებმა ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი, მაგრამ რუსულმა ჯარმა­ ეს აღკვეთაო.

გორიდან გასულები ისევ გაგვაჩერეს და გაგვჩხრიკეს. ამ დროს შინიდან დამირეკეს. ქართულად ვერ დაველაპარაკებოდი - რუსებისთვის თურქული ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი. დავიწყე საუბარი ვითომ თურქულად. ოჯახი გადაირია - ამ ჩემი თურქულისაც ვერაფერი გაიგეს და თან რუსული ყიჟინაც ესმოდათ... უფიქრიათ, რუსებთან ერთად თურქებიც შემოსულანო და ამტყდარა ვაი-უშველებელი..
საფრანგეთის ელჩის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული ვიყავით - რუსებს საჩხერის სამთო ბატალიონის ბაზის დაკავება უნდოდათ, მაგრამ შესვლა ვერ გაბედეს, რადგან საფრანგეთის ელჩი იქ ღამეებს­ ათენებდა...
dato
03 სექტემბერი 2015 01:55
ქარტულ ჯარს კარგი სამეტაურო რგოლი სჯირდება მხოლოდ.ჯარი კიარა ნამდვილი მგლები არიან მაგატ ვენაცვალე.როცა ომი დაიცყო ჯარი ცხინვალ რომ მიადგა მაგ დროს მტავრობის ხალხი საზგვარგარეტ გარბოდა. ვის უტოვებდენ ქვეყანას 20 წლის უკან დამარხულ ბაბუას.


თბილისელი
12 აგვისტო 2015 17:36
ნანა1-ს,
კარგი იქნება, თუ საკუთარ ემოციებს მართავთ.

ის, რომ გუბერნატორ-გამგებლების "მძღოლებად მისვლა" ოკუპაციის პერიოდის ვითარებით აიხსნება, სულაც არ (ა! და რ!) ნიშნავს მათ გმირობას რაიმე სახით, და არც მთავარსარდლის ფორთხვას ამართლებს რამენაირად.

არა, მაინც ეს რა მეთოდია, რამეს იტყვი და თუ მართალს ამბობ და ეჭვიან ანტინაცებს არ მოეწონათ, მაშინვე გადახტებიან სხვა თემებზე - აბა ესო, აბა ისო?

პირი იქით მიქნია სააკაშვილზე, ნაცებზეც, მათ გამპრავებლებზეც და სხვათა შორის, გაუწონასწორებელ ანტინაცებზეც.

დაიმახსოვრეთ - ნაცების სიგლახე არც ვინმეს სექტანტონას ამართლებს რამენაირად.
გოჩა
12 აგვისტო 2015 10:31
ახლობლებისგან, ვინც უშუალოდ იბრძოდა ამ ომში, გამიგონია, რომ არა რუსები და მათი ლოიალური დამოკიდებულება ქართველებისადმი, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა...ერთი თავის მეგობარს ეძებდა დაჭრილ-დახოცილებში, რა დროსაც რუსული ტანკი შემოეჩეხა, ტანკი გაჩერდა, იქედან ჯარისკაცი ამოიწია და ეუბნება, შენ რა, შეუბერეო? ჩქარა მოუსვი აქედანო...ცოცხალი და უვნებელი გამოუშვეს...მსგავსი ბევრი გამიგონია მათგან...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები