"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?! (ექსკლუზივი)
24-08-2015
"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?! (ექსკლუზივი)
"ორგანიზაცია "ბორჩალო" საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს"

"წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები­ ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს. პანთურქისტული იდეების პოპულარობით ბოლო დროს აზერბაიჯანი გამოირჩევა. სოლიდური, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსების მქონე ორგანიზაციები "დიდი თურანის" იდეების გავრცელებას­ არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მეზობელი სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზე ცდილობენ, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. არცთუ ისე დიდი
ხნის წინ პანთურქისტული დროშები საქართველოშიც გამოჩნდა. ამ იდეების მატარებელი ორგანიზაციების სამიზნე, როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანია, ქვემო ქართლი, ანუ როგორც თავად უწოდებენ, "ბორჩალოა".


ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სახალხო დღესასწაულის, "ელათის" (მწყემსის დღის) აღნიშვნით, რომელსაც უკვე მესამე წელია, დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია""ბორჩალო" მართავს. ეს ორგანიზაცია ბაქოშია
დაფუძნებული და ოფიციალურად "ბორჩალოელი" აზერბაიჯანელების უფლებების დაცვასა და საქ­ართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთი­ერთობის გაღრმავებაზეა ორიენტირე­ბული. მისი ხელმძღვანელი ზელიმხან­ მამ­ედლი წარსულში მეჯლისში ოპოზიც­იურ პარტია "კლასიკურ სახალხო ფრონტს" წარმოადგენდა.

2009 წლის 13 ივნისს "ბორჩალოს" მორიგ კონფერენციაზე მამედლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, მისი პირველი მოთხოვნა იყო საქართველოში 31 სოფლისთვის­ შეეცვალათ სახელი და დაერქმიათ "ისტორიული" (თურქული სახელები) (?!).

2012 წლის 20 მარტს ზელიმხან მამედლის­ ინიციატივით "თურქთა კონფედერაციის" პრეზ­იდენტმა საქართველოში, დაშგინ გიული მამედოვმა "ბორჩალოს" საზოგად­ო­ებრივი პარლამენტის დაარსებაზე განცხადება გააკეთა და ყველა აზერბაიჯანულ ორგანიზაციას მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ძლიერი ბირთვი შეექმნათ(?!).

ორგანიზაცია "ბორჩალოს" თაოსნობით­ "მწყემსის დღე" დმანისში ყოველ წელიწადს (26 ივლისს) აღინიშნება (1989 წლის 26 ივლისს გაიმართა შეკრება, რომლის მონა­წილეები აცხადებდნენ, რომ თურმე ქვემო ქართლი "ბორჩალოა" და შესაბამისად აზერბაიჯანული მიწაა. არ არის გამორიცხული, რომ 26 ივლისი "მწყემსის დღედ" სწორედ ამიტომ შეირჩა).

მალხაზი, დმანისის მკვიდრი: - ჩვენთან ახლოს არის პანტიანის ტბა. სწორედ აქ ტარდება ეს ზეიმი. არ ვიცი, ვისი ზეიმია­ - აქაური აზერბაიჯანელები ახლოს არ ეკარებიან. კონცერტიც იმართება, მთელი დღე ისმის მოწოდებები. ჩამოდიან გარდაბნიდან, მარნეულიდან, კახეთიდანაც, აზერბაიჯანიდან... ჩამოსულები აქაურობას "ბორჩალოს" ეძახიან და ამბობენ, ეს მიწები აზერბაიჯანელებისააო. ამ დღესასწაულზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭრეს "სპიცით", მაგათიანიც დაიხრჩო ტბაში - ეტყობა, მთვრალი შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ხმას არავინ იღებს."
დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% აზერბაიჯანელია, რომლებიც "ბორჩალოს" საქმიანობით კმაყოფილები სულაც არ არიან.

რაფაელ ისკანდაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი: "წელს ზეიმზე გამოვიდნენ და დაიწყეს - საქართველოს პრობლემა აქვს ცხინვალში, პრობლემა აქვს აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში... ეტყობა, მინიშნება უნდოდათ, რომ აქაც პრობლემა იქნებაო. ეგ ჩვენი აზერბაიჯანელების ზეიმი არ არის, თუ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის ზეიმი გვინდა, ჩვენვე ჩავატარებთ, თუნდაც "დმანისობას" - ვინ გვიშლის ხელს?
ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართულ მიწაზე და ქართველების ძმები ვართ. ახლა გვინდა, ხელმოწერები შევაგროვოთ, რომ ეს ზეიმი აქ აღარ ჩატარდეს, ან თუ ჩატარდება, ნამდვილად ჩვენი და ქართველების მეგობრობის ზეიმი იყოს"...

გოგა ბარბაქაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "წელს 10 000-მდე კაცი იყო ჩამოსული შუა აზიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, იყვნენ გარდაბნიდან და მარნეულიდანაც... ადგილობრივი მოსახლეობის 2%-ც კი არ მიდის იქ. ოფიციალურად ეს ზეიმი ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ღონისძიებაა, მაგრამ ნელ-ნელა ქვედინებები თვალში საცემი ხდება...

შარშანწინ, აქედან წასულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის აღმნიშვ­ნელი სვეტი ჩაამსხვრიეს ტრასაზე (საყდრისის მახლობლად, აბულმუგის ტერიტორიაზე) და "ბორჩალოს რესპუბლიკა" მიაწერეს. პოლიციაში დღესაც დევს ჩვენი წერილი ამ ფაქტის თაობაზე, მაგრამ როგორ უნდა დაადგინოს პოლიციამ, ამდენი­ კაცი რომ გაივლის გზაზე, ეს ვინ გააკეთა?

პრობლემა იკვეთება, თუმცა მათი იდეები ჯერ ფეხს ვერ იკიდებს და იმედია, ვერც მოიკიდებს ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეობაში".
პანთურქული იდეების შესახებ უფრო მეტი იციან გარდაბნის რაიონში, სადაც ამ იდეების პოპულარიზაცია ფეხს ახალგაზრდებში იკიდებს. უფროსი თაობა კი პროგნოზის გაკეთებას არ ჩქარობს.

რაულ მამედოვი, გარდაბნის მკვიდრი:­ - რამდენჯერმე ბაქოდან ჩამოვიდნენ ორი შავი ჯიპით, ეტყობა, ფული ბევრი აქვთ. რესტორანში შეუკრებიათ ბიჭები, აქ ვინ ეხმარებათ, არ ვიცი. ვიღაცებს თურქეთში სწავლის გაგრძელებას დაჰპირდნენ.
ეუბნებიან - თქვენი მიწაა და მეტი უფლებები უნდა მოითხოვოთო. შეიძლება მეტი უფლებები უნდა გვქონდეს, მაგრამ მიწაზე რა გითხრათ, რაც გვეკუთნის, ის გვაქვს კიდეც.ჩვენთან არავინ მოდის, ახალგაზრდები სჭირდებათ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. "ქვეყანაში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ მათ, ვინც აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს გონებას უწამლავს", - აცხადებენ ისინი.

გიორგი იმედაშვილი, ექსპერტი აღმ­ო­სავლეთის საკითხებში: "პანთურქიზმის იდეა აზერბაიჯანელ მოსახლეობაში დიდად­ პოპულარული არასდროს ყოფილა. თუმცა­ გასახსენებელია, რომ 1989 წლის 26 ივლისს მოსახლეობის მცირე ნაწილმა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების დამოუკიდებლობის იდეა გააჟღერა.

აზერბაიჯანში დარეგისტრირებული და რუსული სცენარით მოქმედი ორგანიზაცია "ბორჩალო" საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს. გავიხსენოთ თუნდაც ქართული და აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრა, რომელიც ჯერ თბილისში, შემდეგ კი, საპასუხო მატჩის დროს, გაბალაში რუსული სპეცსამსახურების სცენარით წარიმართა. ამ რეგიონში რუსეთის ფართომასშტაბიანი ანტიქართული კამპანია პანთურქისტული იდეით ინიღბება".

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - აზერბაიჯანში არსებობენ ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ამ საკითხის აგორებას­, თუმცა ეს არ არის ოფიციალური ბაქოს პოზიცია. დესტრუქციული ძალები ამტკიც­ებენ, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა სულაც არ არის აზერბაიჯანელი, არამედ თურქები არიან. არსებობს ასეთი ორგან­იზაციაც "საქართველოს თურქები" ("თურქთა კონფედერაცია". - ავტ.). დღეს ქვემო ქართლში ერთმანეთს რამდენიმე მუსლიმანური ძალა უპირისპირდება, შეიძლება ითქვას რამდენიმე ქვეყანა: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი და არაბული სამყარო. ის, რაც მავანმა ნახა დმანისის ღონისძიებაზე, მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს,­ არამედ იმავე თურქე­თისა და ირანის წინააღმდეგაც. ქვემო ქართლში მუსლიმი მოსახლეობის 85%-ს­ შიიტები, ხოლო 15%-ს­ სუნიტები შეადგენდნენ, დღეს კი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, სერიოზულ ძალად დაფიქსირდნენ სალაფიტები (Iიგივე "ვაჰაბიტები"). რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, საფრთხე არსებობს, ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, სანამ რამდენიმე ქვეყნის ძალები ერთმანეთს ებრძვიან, მანამდე საქართველოს მთავრობას მანევრირებისთვის ხელი გახსნილი აქვს. როგორც ვიცი, ჩვენმა ხელისუფლებამ იცის ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესების შესახებ და მას ყურადღებით აკვირდებიან ქართული სპეცსამსახურები".

P.S. მსოფლიოში ფუნდამენტალისტური ისლამის მომძლავრებული საფრთხეების გამო შეიძლება ჩვენში პანთურქიზმი ვინმეს ბავშვურ ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყველაფერი პანკისის ხეობაში 1995 წლის ერთ დღეს ერთი არაბი მომლოცველის "უწყინარი" ლოცვით დაიწყო...

პანთურქიზმი - ულტრანაციონალისტური მოძრაობაა (დაარსდა XIX საუკუნის ბოლოს), რომლის მიზანია თურქეთის დროშის ქვეშ თურქულენოვანი მოსახლეობის გაერთიანება ერთ სახელმწიფოში - დიდ თურანში. ექსპერტები მას დღემდე ანკარის არაოფიციალურ სამხედრო დოქტრინად თვლიან... გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პანთურქიზმი პოპულარული გახდა აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში. 2012 წლის 22 აგვისტოს თურქულენოვანმა სახელმწიფოებმა (თურქეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) მიიღეს ერთიანი დროშა, ე.წ. პანთურქისტული დროშა, რომელიც ამ სახელმწიფოებში მეორე სავალდებულო დროშაა ეროვნული დროშის შემდეგ.



ნინო ბურჭულაძე

!!!
28 ოქტომბერი 2016 11:52
წერთ რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები "ბორჩალოს"მიერ მოწყობილი ზეიმებით,სადაც გაისმის პანთურქისტული იდეოლოგიის მოწოდებები კმაყოფილები არ არიან.მათ ეშინიანთ რომ მათი შვილები არ გადიბირონ.მანამ დროა მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა მიხედონ ამ საქმეს ,თორემ ისე მიყავთ საქმე ქვემო ქართლში ღმერთმა დაგვიფაროს და მეორე სირია არ მივიღოთ.დმანისის მკვიდრი რაფაელ ისკანდაროვი შესანიშნავ იდეას გვაწვდის, ყოველ წელიწადს გაიმართოსო ქართველების და აზერბაიჯანელების ძმობის და მეგობრობის ზეიმი "დმანისობაო"


GIGA
29 თებერვალი 2016 10:57
erti stalini gvinda rom miayeno
s kedlebze
gocha
22 ნოემბერი 2015 14:37
შევიკრიბოთ და რაც სომხებს მოუწყვეს თურქებმა გაუმიოროთ აზერებს და თურქებს

რედაქტორის რჩევით