ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში და რას ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა?
23-11-2015
ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში და რას ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა?
რა ხდება პანკისის ხეობაში?!

"არც ერთი ქისტი, თუნდაც ჩეჩენი მეომარი, საქართველოს არ დაემუქრება, რადგან საქართველოსგან ბევრი სიკეთე ახსოვთ"

პარიზის ტერაქტებს 129 ადამიანი­ ემსხვე­რპლა, 500-მდე კაცი კი დაიჭრა და დასახიჩრდა... ამ ტერაქტებში "ისლამური სახელმწიფოს" კვალის აღმოჩენამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა დასავლური მედიის ინტერესი­ საქართველოს, კერძ­ოდ, პანკისის­ ხეობის მიმართ. "კვირის პალიტრა" პანკისის­ ხეობას ეწვია. იქაურები აცხადებენ, რომ საქართველოს არასდროს დაემუქრებიან სირიაში საომრად წასული პანკისელები.

თემურ ბათირაშვილი, საველე მეთაური, თარხან­ ბათირა
შვილის მამა:

- ჩემი შვილი ქართული მიწისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. მართალია, წინა ხელისუფლებისგან კარგი არაფერი ახსოვს, მაგრამ ამ წყენას ქვეყ­ა­ნაზე არ გადაიტანს.
არც ერთი ქისტი, თუნდაც ჩეჩენი მეომარი, საქართველოს არ დაემუქრება, რადგან საქართველოსგან ბევრი სიკეთე ახსოვთ.
აქედან წასულ მეომრებს ოჯახები, დედ-მამა­ აქ ჰყავთ. ასეთ დროს დაემუქრო ქვეყანას,
ნიშნავს საკუთარ ოჯახს დაემუქრო. ამას ვინ იზამს? ჩემს შვილს აქ დედის საფლავი­ აქვს. თუ არ მოკლეს, ოდესმე ხომ ჩამოვა?

იმავეს ფიქრობენ სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების დედებიც.

ამინათი, ბესო კუშტანაშვი­ლ­ის­ დედა:

- რომელ დედას უნდა შვილი ომში ჰყავდეს? რვა თვის წინ ბესო სკოლაში გავ­უშვი და საღამოს არ დაბრუნდა. მერე გავარკვიე, ჩემი 16 წლის შვილი­ სირიაში საომრად წასულა. დღემდე­ გონს ვერ მოვს­ულვარ, ეს როგ­ორ მოხდა... კარგად ვიცნობ ჩემს ბიჭს, ის არასდროს მოიქცევა სასტიკად, მით უმეტეს, არ დაემუქრება გამზრდელ ქვეყანას, სადაც დედა, და, ნათესავები და მეგობრები დაგვტოვა. ყოველდღე ავის მოლოდინში ვარ, როგორ გინდა დაიძინო, როცა იცი, იქ, სადაც შენი შვილია, მუდმივად ავიაიერიშებია...

გავ­რცელდა ინფ­ორმაცია, თით­ქოს "ისლ­ამური­ სახ­ე­ლმწიფო" საქართვ­ელოში "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნას­ გეგმავდა და მალე ვილაიეთის ლიდერსაც დაასახელებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდ
ა.

"ისლამურ სახელმწიფოს" მართლაც აქვს "24-ე ვილაიეთი" შექმნილი, მაგრამ ის­ "კავკასიის ვილა­ი­ე­თია". 2015 წლის 21 ივნისს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთ­ისა და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის მებრძოლებმა, რომლებიც მანამდე "კავკასიის ემირატის" დროშით იბრძოდნენ ჩრდილ­ოეთ კავკასიაში,­ ფიცი "ისლამური სახელმწიფოს"­ ლიდერ აბუ ბაქრ ალ ბარდადს მისცეს, რადგან ამის შემდეგ მათი პოზიციები­ ჩრდილოეთ კავკასიაში უფრო მყარი­ გახდებ­ოდა.

რაქაში ("ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქი) გაჩნდა იდეა (ამბობენ, ლომის წილი აბუ ომარ ალ შიშანს - თარხან­ ბათირაშვილს აქვსო)­, რომ "24-ე პროვინციას" - "კავ­კასიის ვილაიეთს" ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაც (მათ შორის საქართველო) მოეცვა. მეთაურად­ აბუ მუჰამედ ალ ყადარი­ დაინიშნა. თუმცა, დღეს "კავკასიის­ ვილაიეთი" ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიური მოთამაშე­ არ არის, მეტიც, მისი არსებობა მიავიწყდათ კიდეც...

ამასთან, დიდი ხანია ცნობილია საქართველოში "ისლამური­ სახელ­მწიფოს" წარმომადგენლის ვინაობაც. ის პანკისის ხეობის­ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამია, რომელიც 14 ივნისს დააკავეს, რასაც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციაც მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ისლ­ამ­ურ­ სახ­ელმწიფოში" საქართველოს ე.წ. კურატორი აჰმად ჩატა­ევია (ის საზოგ­ადოებას ლაფანყურის მოვლენებიდან ახსოვს). ჩატაევი აშშ-მა საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. სიაში კიდევ ორი საველე მეთაურია­ პანკისიდან: თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ შიშანი)­ და მურად­ მარგოშვილი (მუსლიმ ალ შიშანი).

ერთ-ერთი ვერსიით, ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი მოწმე ჩატაევი ("კოჭლი ახმედი") "ისლამურ სახელმწიფოს" ორი წლის წინ დაუკავშირდა. საქართველოდან გაქცევის შემდეგ კი იქ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა.

ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში


დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღეს სირიაში, საომარ მოქმედებებში 150-მდე საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. უმრავლესობა იმ სამხედრო დაჯგუფებების მეომარია, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმს ებრძვიან; ამასთან, ცნობილია, რომ სირიაში ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურები სწორედ საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან არიან: თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი, 29 წლის (პანკისის ხეობის სოფ. ბირკიანი). არაბული მედიის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. თავდაცვის მინისტრი. 2014 წლის 10-11 ივნისს აიღო ერაყის ქალაქი მოსული და თიქრითი.

მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი, 45 წლის (პანკისის ხეობის სოფ. დუისი). ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე, ამირ ხატაბის, მოგვიანებით - აბუ ალ ვალიდის მარჯვენა ხელი, ასადთან მებრძოლი სამხედრო ბრიგადის "სირიის ლომების" მეთაური;

გიორგი კუშტანაშვილი - ფეისულა ალ შიშანი (პანკისის ხეობის სოფ. ომალო), ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის მეთაური.

ISIS-ის ქართული საიტი...

ISIS-ის ისლამური ხალიფატის ქართული საიტი დღემდე შეუფერხებლად მუშაობს, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" დღის სიახლეებია განთავსებული. აქ მრავლად არის რადიკალი ისლამისტების მიერ ადამიანების წამებისა და მკვლელობის ამსახველი ვიდეოებიც. რამდენიმე დღის წინ ვებგვერდზე საგანგებო მიმართვაც გავრცელდა:

(იხილეთ ასევე: "თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?!)

"მოწყალე და მწყალობელი­ ალლაჰის სახელით, მოგმართავ თქვენ, ქართველო მუსლიმანებო! მოგმართავ თქვენ, ახალგაზრდა მუსლიმანო დებო და ძმებო!.. ჩვენ მართლა ხალიფატში­ ვცხოვრობთ, ჩვენ მართლა ყურანით ვცხოვრობთ. ჩვენ ხომ ეს გვინდოდა? თქვენც ხომ ეგ გინდათ? მოდით ჩვენთან და თქვენი თვალით ნახეთ, რა ხდება აქ და როგორ ვცხოვრობთ "ისლამურ სახელმწიფოში"... ნურაფრის შეგეშინდებათ! ალლაჰს მიენდეთ, აქ თქვენ არავინ მოგექცევათ უსამართლოდ. გამოფხიზლდით და ჭეშმარიტება დაინახეთ, სანამ გვიან არ არის, სანამ ცოცხლები ხართ და შეგიძლიათ გააკე­თოთ (ბაიათი), მორჩილება გამოუცხადეთ ხალიფს და არ მოკვდეთ როგორც ჯაჰილები, როცა ალლაჰის წინაშე წარდგებით, თავის გასამართლებელი საბუთი აღარ გექ­ნებათ. ალლაჰი ხომ გასმენთ და განახებთ, რომ დღეს არსებობს "ისლამური სახელმწიფო" და შარიათი. ნუ უსმენთ სხვებს, მოდით აქ... ჭეშმარიტება აქ ნათლად არის გარჩეული ცდომილებისგან!"

აბუ ალ-ჯურჯი

იხილეთ ასევე: დაკავებული ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოდან" ბრუნდებოდა?!
LADO
09 მარტი 2016 10:30
ნუ ეტყვით ბებიამისს, ლექსებს რომ წერს. თავისი გაჭირვებაც ეყოფა... ))))
VAIMEEE VAIMEE ....REMIX
06 თებერვალი 2016 13:09
ბებიაშენმა? თუ იცის ლექსებს რომ წერ?.....
რამო მორანი
24 ნოემბერი 2015 16:01
ეს ლექსი დაიწერა 1996 წლის მაისში. იქნებ გულისხმაში ჩააგდოს ვინმე.

იქნება დროა

იქნება დროა რომ ჩამოვკრათ განგაშის ზარებს,
იქნება დროა გავახილოთ ფართოდ თვალები,
იქნება დროა გავარჩიოთ თეთრი და შავი,
მტარვალთა თავზე დავაფრქვიოთ ცეცხლის ალები.
ერი გულადი და პურადი, ამაყი სულით,
სტუმარს რომ მუდამ სანატრელად, ღვთის კაცად თვლიდა,
შრომით, ოფლის ღვრით ადიდებდა, ქმნიდა იღწვოდა,
გასცემდა უხვად და გაცემულს არასდროს თვლიდა...
დღეს დაჩიავდა, კვდება მასში ქართული სული;
იავნანაო აღარ ისმის აკვანთან ჩვილის,
ქართული ცეკვის ეშხი უკვე ცოტას თუ ათრობს,
ქართული სიტყვა მადლიანი ტკივილს უჩივის.
უცხო თესლისგან მოდენილი უცხო ჰანგები,
ნარკომანების ავხორცული როკვა და გრეხა,
ტელევიზორში ევრო–ანგლო–ამერიკული
ფილმების ჭირი, უხამსობა დაგვატყდა მეხად.
ქართული ჰანგი ქართველის სულს არ ეფონება,
ქართული ფილმი სულმაღალი ხომ ვიღას ახსოვს!
ცივილიზება თვითმიზნად რომ გადაქცევიათ,
ვეღარა სცნობენ შხამიანი ობობის ნაქსოვს.
დღეს სულმდაბალი სახელს ირქმევს კეთილშობილის,
კოსმოპოლიტი კაცთმოყვარის მანტიას ისხამს;
სატანურ ნგრევას სატანების ჭუჭყიან ხელით
სახელად ვარქმევთ საოცნებოს და დილის სისხამს.
უზნეობაა თურმე ნიჭი ცივილიზების,
უიდეობა ანთებული ჩირაღდანია;
ლადო ვის ახსოვს ანდა შოთა ანდა ილია,
სამშობლოს ცნებამ ჩაილურის წყალი დალია.
ცოტაც გაწყდა და წყევლა–კრულვას შევუთვლით იმათ
ვინაც გუთნით და ხმლით გაავლო ქართული ხნული;
ქართული მიწის საზღვრები რომ ვინაც მოხაზა,
ცნობიერების შემოავლო მას მტკიცე წნული.
რომ არა დიდი ფარნავაზი, დიდი იაკობ,
მეფე დავითი და თამარი, შოთა, ილია...
რომ არა დიდი აკაკი და გალაქტიონი...
დიდთა ქართველთა სახელები არ დაილია...
რომ არა ხალხი ზნეკეთილი, შრომაში, ომში
ოფლის და სისხლის დაზოგვა რომ აღარ იცოდა,
მტერთან მტერი და მოყვარესთან მუდამ მოყვარე
სამშობლოსადმი სიყვარულით სანთლად იწვოდა...
რომ არა ცხრა ძმა–გმირთაგმირი ხერხეულიძე...
თავგანწირული არაგველი გმირი სამასი...
ანდა მაია წყნეთელი და მღვდელი თედორე...
ხმალდაუღლელნი უთვალავი და განა ასი...
არ იქნებოდა საქართველო, ქართული სული
და არც საჭირო გარდაქმნა და ცივილიზება.
ნეტავი რისთვის სწირავდნენ თავს, ოფლს და სისხლს ღვრიდნენ
თუ ქართველს სულში დოლარები გაეგლისება?
თუ დილერების და ბოსების ენაზე ჟღურტულს
პრეზენტაციას გავუკეთებთ ქართულ მიწაზე?
თუ სირცხვილისგან დავიწვებით როს მოვიგონებთ
ქართვლისა დედას ვით შვენოდა კდემა–სინაზე?
ქართველი ქალი ოცნებობდა გმირის აღზრდაზე,
მტრისგან გათელვას ტანჯვით სიკვდილს ამჯობინებდა;
დღეს შამპო–კონო–დოლარებზე შეყვარებული
წარმოვიდგენდით რომ სატანას აბოგინებდა?
მაგრამ დალასის დოქტრინა ხომ დღესაც მოქმედებს?
სატანას დროშად აღუმართავს მისი მცნებები.
კაცთმოძულეთა ოცნებები,ავი ფრთებს ისხამს
ახალგაზრდობას რომ შეჰყაროს ავი სნებები.
ცნობიერების გამრუდება დღეს გმირობაა,
პატრიოტიზმად ძარცვა–გლეჯა გადაქცეულა.
სატანის მოდგმა ხალხს წურბელად მოვლინებია.
დროზე ვუშველოთ სანამ სულ მთლად არ დაქცეულა.
სანამ ჯერ კიდევ ზეცა თავზე არ ჩამოგვექცა,
სანამ ჯერ კიდევ მიწა ფეხქვეშ არ მოგვრღვევია,
ვიხსნათ სულები, ვიხსნათ ხორცი ამძუვნებისგან,
მტერმა არა თქვას რომ ოდესღაც კაცნი გვრქმევია.
გველის სისინმა შეაცდინა მიმნდობი ევა.
დღესაც სისინებს და მაცდურად გონებას გვიხშავს;
ოქროს ფიალით მოწოდებულ შხამიან შარბათს
გვთავაზობს ქლესვით, ნუ ვენდობით ზრახვებით პირშავს!
მტერი ქლესაობს მოყვრის ნიღაბს აფარებული,
თავზე ხელს გვისვამს, ფარჩა–ფურჩის გვთავაზობს საწყობს;
სურს გონებიდან ამოგვიღოს ჩვენ ფიქრი ხვალის.
თავისუფლებას ნუ დავარქმევთ რაც ჩვენს მტერს აწყობს.
იუდას ჯიშის აღზევებულ ავ შადიმანებს
დღესაც იზიდავს ოცდაათი მაცდური ვერცხლი;
მე მაინც ჩემსას აღარ ვიშლი, არ მსურს მჯეროდეს
რომ ქვეყანაში დაიშრიტა გონების ცეცხლი.
იქნება დროა დავაქუხოთ რისხვით ზარები
სანამ უფსკრული შთანთქავს ერის ცნობიერებას,
სანამ შარბათში გარეული სატანის შხამი
სულ არ მოგვწამლავს–გაგვიმწარებს ყოფიერებას.
სადღაა ძველი თავაზი და ძველი სიქველე?
სადღაა ძველი შრომის მადლი, ღვთით კურთხეული?
მათხოვარივით გაგვიწვდია უბედურთ ხელი,
გვეამაყება რომ გაგვხადეს ტვინდანთხეული.
მტრის ხატს თაყვანს ვცემთ და მოყვარედ წარმოგვისახავს,
ღვთის მცნებებს წიხლს ვცემთ, ჯოჯოხეთი სამოთხედ გვიჩანს;
მუცელზე ვხოხავთ, დოლარების მოიმედენი.
ხახადაფჩენილთ ვინ აგვისებს ცარიელ ჩინჩახვს?
ყალბ ილუზიებს აყოლილნი ვმსახურებთ მუცალს,
როსკიპ–მძარცველთა ნაშიერთა მითითებებით.
იმპოტენტებად გადვიქეცით, სხვის აზრებს ვუხმობთ,
ამერიკელი გვმართავს ახლა თლილი თითებით.
სადა ხარ გმირო! დააქუხე ბრძოლის ნაღარა!
სად ხარ ცისკარავ! ხალხს მოჰმადლე ცნობადი წყალი!
დევთა ლაშქარი ყოველ მხრიდან შემოგვდგომია
რომ სულში ჩაჰკლას და ჩაგვიქროს სიცოცხლის ალი.
იქნება დროა გავახილოთ ფართოდ თვალები,
გონებახსნილი ბრმაც კი თვალებახელილია.
იქნება დროა გონს მოვეგოთ, გამოვიღვიძოთ
ღირსება ჩვენი ოდეს ფეხქვეშ გათელილია.
რამო მორანი

რედაქტორის რჩევით