"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?! (ექსკლუზივი)
30-05-2016
"თარხანმა მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო" - "ჟღალი გენერალი" მოწამლეს?! (ექსკლუზივი)
რა გახდა თარხან ბათირაშვილისა და მისი სიმამრის, ისა ომაროვის კონფლიქტის მიზეზი

მსოფლიო 2016 წლის გრანდიოზული სპორტული დღესასწაულის მოლოდინშია - საფრანგეთი უმასპინძლებს­ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. ქვეყნის 10 ქალაქში მატჩებზე დასწრებას მილიონამდე ტურისტი გეგმავს. ევროპის ჩემპიონატს ელოდება "ისლამური ხალიფატიც". მიუხედავად იმისა, რომ ის სირიასა და ერაყში დაპყრობილ ტერიტორიებს დღითი დღე კარგავს, აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და მსოფლიოს საფრანგეთის­ სტადიონებზე შეახსენებს თავს.

იქნება თუ არა დაცული ევროპის ჩემპიო­ნატის უსაფრთხოება? ეს კითხვა
ახლა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურების წინაშე­ დგას. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საფ­რანგეთში ე.წ. სირიული ტალღის ათასობით მიგრანტი იმყოფება. მათი ნაწილი, ექსპერტების ვარაუდით, "ისლამური ხალიფატის" იდეების მომხრეა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ათეულობით ემისა­რზე, რომლებიც მზად არიან, აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთვის ბაიათის (ფიცი) გამო თავიც კი აიფეთქონ.

არავინ
იცის, მოესწრება თუ არა ფეხბ­უ­რთის ჩემპიონატს "ისლამური ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი, რომელიც, აგერ უკვე ორი თვეა, საწოლსაა მიჯაჭვული.
თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ 8 მარტს გავრცელდა. პენტაგონი­ იუწყებოდა, რომ 4 მარტს, სირიის ქასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადში ავიაიერიშისას დაიღუპა ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ მუცელში მძიმედ იყო დაჭრილი. 13 მარტს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, ბათირაშვილი გარდაიცვალაო. ეს პენტაგონმაც დაადასტურა, მაგრამ დასძინა, გარდაცვლილის ფოტო არ გვაქვსო. მარტის ბოლოს ერთ-ერთი საველე მეთაურისგან შევიტყვეთ, რომ გამოკეთებული ბათირაშვილი მოულოდნ­ელად ცუდად გახდა­ (სუსტადაა, აქვს სულის ხუთვა, გულის რევა). ჩვენი ინფორმაციით, მასთან ჩაყვანილმა ავტორიტეტულმა ორმა ექიმმა ივარაუდა, რომ "ჟღალი გენერალი" მოწამლეს... როგორც მოჯაჰედურ წრეებში ამბობენ, ასეთ სიკვდილს მხოლოდ ალაჰის რჩეულები გადაურჩებიან.

დღეს ომარ ალ შიშანს ერაყში აბუ მულა ომარს ადარებენ. თალიბანის დამაარ­სებელზე იმდენი ლეგენდა დადიოდა, რომ დაეჭვდნენ, ომარი რეალური პიროვნება იყო, თუ პეშევარის დევნილთა ბანაკების მითების პერსონაჟი.

დღემდე არავინ იცის, როგორ იქცა ერთი პატარა ხეობის ცხვარში გაზრდილი ბიჭი "ისლამური­ ხალიფატის" თავდაცვის მინისტრად. ითქვა, მის უკან ვიღაც დგასო. ერთი ვერსიით, ის მისი ძმა, თამაზ ბათირაშვილი უნდა ყოფილიყო, რომელიც სირიაში აბდულ რაჰმანის სახელით იბრძვის.

"კვირის პალიტრისთვის" ამჟამად სხვა ვერსია გახდა ცნობილი და გადავწყ­ვიტეთ, მკითხველს ომარ ალ შიშანის სირ­იაში"კარიერული ზრდის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე მოვუთხროთ.

"მითხრა, ის ღამე ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეო"


თარხან ბათირაშვილმა სამხე­დრო საქმე პროფ­ესიად აირჩია - ქართ­ულ ჯარში მსახურო­ბდა. აგვისტოს ომის დროს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამსახურში იყო, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის გაუარ­ესების გამო (ცალი ფილტვი ამოჰკვეთეს) იძულებული გახდა, ჯარისთვის თავი დაენებებინა. 2010 წელს კი დაიჭირეს...
თარხან ბათირაშვილის მეგობარი: "თარხანი თანასოფლელ ბიჭთან ერთად თბილი­სში იყო. ღამე ახლობელთან უნდა გაეთია. რაღაც საქმეზე წასულან და რომ შეაგვიანდათ, მათმა მასპინძელმა მე დამირეკა - არ გამოჩენილან და არც ტელეფონზე პასუხობენო. ვიფიქრე, ალბათ, ქალ­აქში სეირნობას შეჰყვნენ-მეთქი. თარხანს დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გამითიშა. ცუდი არაფერი­ მიფიქრია, თუმცა, როცა გავიგე,­ იმ ღამეს შინ არ მისულა, შევფიქრიანდი­. დილით დავურეკე.­ მიპასუხა, - მალე გნახავო. როცა ვნახე, მითხრა, ის ღამე დათა ახალა­იას კაბინეტში­ გავატარეთ. ჩემი თანმხლები არაფერ შუაში იყო, მე რომ მახლდა, იმიტომ აიყ­ვანესო. როგორც გავიგე, მის ბიძაშვილს იარაღი გაუყიდია და ამის გამო დაჰკითხეს. თარხანიც და მისი თანმხლებიც იმ დღესვე სოფ­ე­ლში დაბრუნდნენ. მესამე თუ მეოთხე დღეს სოფელში დაადგნენ თავს და აიყვანეს. ამბ­ობდნენ, იარაღი უპოვესო".

თარხანის ბედი ქურთმა განსაზღვრა...

საბოლოოდ, თარხან ბათირაშვილი ციხეში მოხვდა, საიდანაც 2012 წლის გაზაფხულზე გამოუშვეს. მამამისი, თემურ ბათირაშვილი, იხსენებდა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თარხანი ამაოდ ეძებდა სამსახურს. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ბედი, ერთ დღეს ნაცნობ ქურთს რომ არ გადაჰყროდა (როგორც ამბობენ, სინამდვილეში ის ქურთი კი არა, აზერბაიჯანელია, თუმცა თავს რატომღაც ქურთად ასაღებდა და ხეობაშიც ხშირად დადიოდა). მან თარხანი ციხიდან გათავისუფლების აღსან­იშნავად ორი კვირით თურქ­ეთში დაპატიჟა. მალე თარხანი თურქეთში მართლაც წავიდა. 2012 წლის ზაფხული იყო, სირიაში­ საომარი მოქმედებები იწყებოდა (სწორედ მაშინ გაისმა პირველი მოწოდება მსოფლიო მუსლიმანებისადმი - წადით სირიაში ძმების დასახმარებლადო).

თარხანის ნაცნობმა ქურთმა, რომელსაც­ ფული არ აკლდა, თარხანთან ერთად თურქეთიდან სირიაში გადასვლა გადაწყვიტა. რიგითი მოჯაჰედობა არ ხიბლავდა, ამიტომ რამდენიმე კაცს მოუყარა თავი და მუსლიმი ძმების დასახმარებლად სირიაში ემირის სტატუსით შევიდა (თარხანი მისი ე.წ. მოა­დგილე იყო). საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ თარხანი რიგით მოჯაჰედად რომ შესულიყო სირიაში, დაწინაურება ძალიან გაუჭირდებოდა, ემირის მოადგილეობა კი ბევრს ნიშნავდა. ქურთი ემირის ჯგუფში იარაღი თითქმის არავის სჭერია ხელში, თარხანს კი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ ის მათი ინსტრუქტორი გახდა, გარდა ამისა, იმხანად სირიაში ყოველდღე ათასობით მოხალისე ჩადიოდა, რომელსაც მანამდე ომი თვალით არ ენახა, ამიტომ მოჯაჰედებს ინსტრუქტორები ჰაერივით სჭირდებოდათ. ბათირაშვილის ხელში პირველ სამ თვეში რამდენიმე ათასმა მოხალისემ გაიარა.

ამ პერიოდში სირიაში ჩავიდა კიდევ ერთი პანკისელი, რომელიც იარაღის ცოდნით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ კარგად იცოდა, როგორ მოეზიდა ხალხი. მისმა ვიდეომიმართვებმა მოჯაჰედთა რიგები მრავალათასიანი მოხალისეებით შეავსო. ის დუისელი რუსლან მაჩალიკაშვილი­ გახლდათ.

ომაროვის ჩრდილქვეშ...

სულ მალე ორი ქართველი შეამჩნია "კავკასიის ემირატის" წარმომადგენელმა, ვინმე ისა ომაროვმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჩალიკაშვილი უფრო ქარიზმატული იყო, არჩევანი მაინც თარხან ბათირაშვილზე გააკეთა (რუსლან მაჩალიკაშვილზე ამბობდა, ყბედიაო). ბათირაშვილს უპირველესად სახელი სჭირდებოდა, რაც არაბულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ომაროვის მოფიქრებულია აბუ ომარ ალ შიშან (ომარი თარხანის მეორე სახელი იყო ხეობაში, შიშანი კი უკვე სტატუსია არაბებისთვის). მალე მოჯა­ჰედებისთვის კარგად ნაცნობი აბუ ომარ ალ შიშანი ომაროვის სიძეც გახდა... ბათირაშვილი მიხვდა, რომ სიმამრის წყალობით ბევრს მიაღწევდა, ამიტომ ქურთი­ ემირი მიატოვა. როცა თარხანმა საკუთარი დაჯგუფების შექმნა განიზრახა, მას ძალიან ბევრმა ყოფილმა მოწაფემ მიაშურა. ­ომაროვის რჩევით, თარხანი და რუსლან­ მაჩალიკაშვილი (უკვე სეიფულაჰ ალ შიშანი) გაერთიანდნენ და შექმნეს დაჯგუფება "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი", რომელიც "კავკასიის ემირატის" დაქვემდებარებით იბრძოდა. მალე ეს დაჯგუფება ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.

ომაროვმა სიძეს მაჩალიკაშვილის მოშორება ურჩია

ამასობაში სირიაში კიდევ ერთი პანკისელი გამოჩნდა. ბევრად გამოცდილი და ავტორიტეტული მურად მარგოშვილი - მუსლიმ ალ შიშანი, თავისი ბრიგადა ჰყავდა,­ "უცუდ ალ შამი" (სირიის ლომები). მისი წევრები გამოცდილი ჩეჩენი და თურქმენი მოჯაჰედები იყვნენ. 2013 წლის გაზაფხულზე თარხან ბათირაშვილი მიხვდა, რომ რუსლან მაჩალიკაშვილი, კამერებთან ხშირი პოზირებით, ნელ-ნელა მეთაურზე პოპულარული ხდებოდა. თავიდან ცდილობდა,­ ამისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ომაროვის მახვილ თვალს ეს არ გამოჰპარვია და თარხანს მაჩალიკაშვილის მოცილება ურჩია. კონფლიქტმაც არ დააყოვნა. 2013 წლის 3 აგვისტოს რუსლან მაჩალიკაშვილმა "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი" დატოვა 209 მეომართან ერთად. იმხანად არავის გახსენებია, რომ მაჩალიკაშვილის ვიდეომიმართვების წყალობით არ აკლდა დაჯგუფებას ადამიანური რესურსი. 27 აგვისტოს რუსლან მაჩალიკაშვილი, თავისი მეომრებით, მურად მარგოშვილს შეუერთდა, თარხან ბათირაშვილმა კი დამოუკიდებლად განაგრძო ბრძოლა.

2014 წლის თებერვალში, ალეპოს ციხის აღების დროს, რუსლან მაჩალიკაშვილი - სეიფულაჰ ალ შიშანი შაჰიდი გახდა. მას სიკვდილმაც კი პოპულარობა მოუტანა. ომაროვის წყალობით, თარხან ბათირაშვილი მსოფლიო მედიისთვისაც საინტერესო გახდა. როგორც ამბობენ, თავის დროზე სწორედ ომაროვმა მოიხსენია პირველად ერთ-ერთ არაბულ გამოცემასთან საუბარში ბათირაშვილი "ჟღალ გენერლად", რაც შემდგომში ომარ ალ შიშანის საპატიო სახელად იქცა. თარხან ბათირაშვილს კარგად ესმოდა, რომ თუ ომაროვის ჩრდილს თავს ვერ დააღწევდა, მხოლოდ სხვისი ბრძანების შემსრულებლად დარჩებოდა და ხელსაყრელ დროს ელოდა.
ეს დრო 2014 წლის ზაფხულში დადგა.

სიძე-სიმამრის გაყრა

იმხანად "კავკასიის ემირატი" ჩრდილო კავკასიაში ფულის ნაკლებობას განიცდიდა,­ რაც პირდაპირ აისახებოდა მათ ბრძოლის­უნარიანობაზე დაღესტანსა და ჩეჩნეთში. გაჭირდა იარაღისა და ადამიანური რესურსის მოძიება. მისი დახმარება თარხან ბათირაშვილმა სცადა. "ჟღალი გენერალი" "ჯაფჰატ ან ნუსრას" მეთაურს, აბუ მუჰამედ ალ ჯოლანს რამდენჯერმე შეხვდა და თავისი დაჯგუფებით შეერთება შესთავაზა; სამაგიეროდ, ნავთობიდან შემოსული ფულით "კავკასიის ემირატის" დახმარებას ითხოვდა. საუბარი იყო სამ მილიონ დოლარზე. ჯოლანმა ომარ ალ შიშანი უარით გაისტუმრა - სირიაში ნაშოვნი ფული მხოლოდ სირიის კამპანიას უნდა მოხმარდესო (ექსპერტების აზრით, ჯოლანის ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო). გაწბილებულმა გენერალმა მაცდუნებელი შეთავაზება სულ სხვა მხრიდან მიიღო: "ისლამური სახელმწიფოსთვის", რომელიც აქტიურად აპირებდა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, თარხან­ ბათირაშვილის "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი" სასურველი შენაძენი გახლდათ, ამიტომ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მზად იყო, "კავკასიის ემირატი" დაეფინანსებინა. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ფული მართლაც მიიღო "კავკასიის ემირ­ატმა", თუმცა ემირატი "ალ ქაიდასთვის" მიცემულ ფიცზე უარს არ ამბობდა. სწორედ ეს გახდა თარხან ბათირაშვილის და ომაროვის კონფლიქტის მიზეზი.

"ალ ქაიდას" დროშის ქვეშ რჩებოდნენ­ სირიაში მეომარი "კავკასიის ემი­რატის" დაჯგუფებებიც. მეტიც - ფიცის გატეხაზე უარი ბათირაშვილს საკუთარმა "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარმაც" უთხრა. ამის გამო ომარ ალ შიშანი იძულებული გახდა, მხოლოდ ერთგული გარემოცვით შეერთებოდა "ისლამურ სახელმწიფოს", რაც მთავარია, გაწყვიტა ყველანაირი კავშირი ომაროვთან. თუმცა მარტო არ დარჩენილა, მის გვერდით სირ­იაში საომრად ჩასული მისი ძმა, თამაზ ბათირაშვილი იდგა...

2014 წლის ივნისში აბუ ომარ ალ შიშანმა წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აიღო ერაყის რამდენიმე ქალაქი,­ მათ შორის მოსულიც, სადაც 9 ივნისის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ მუსლიმურ სამყაროს "ისლამური ხალიფატის" შექმნა ამცნო. თარხან ბათირაშვილი ხალიფატის ე.წ. თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო ისა ომაროვი,­ რომელმაც"ჟღალი გენერალი" შექმნა, ყველამ მიივიწყა.

ნინო ბურჭულაძე
veterani
01 ივნისი 2016 09:48
ვის რაჰი აინტერესებს ვეტერაჰები 22 ლარიტ იცხოვრეტო ჰიხიამაიწყო ცხოვრება ეხლა ქობალას დროა. ერტი სიტყვა არ წამოსცდებატ მომატებაზე ამ მუქტა მჰამელებს სირცხვილი ტქვენ.
nino n
31 მაისი 2016 10:48
მეცოდება ეს ადამიანი, ყველა ვინც მის გამო ან ვინც მისი ხელიდან დაიღუპა. მაგრამ თავად ეს ადამიანიც მსხვერპლია. 2008 წელს საქართველოსთვის იბრძოდა.მერე უსარგებლო ნივთივით მოისროლეს, როგორც ხდება ხოლმე. ხალხო, საშინელებაა!ჯერ ერთი, ვეტერანებს ასე არ უნდა მოექცე, მეორე..ყოფილი სამხედრო, ყოფილი პოლიციელი... არ არსებობს!!! ადამიანს, რომელსაც ასწავლი ბრძოლას, ისეთ ფსიქოლოგიურ მომზადებას გაატარებ, რომ ბრძანების შემთხვევაში მზად იქნება ადამიანი მოკლას ასე არ უნდა მიაგდო!!! მათ უდიდესი ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. ამათ კიდევ რა გააკეთეს! ციხეში ჩასვეს. იმ დროს ბევრს მოექცნენ ასე. ვინც სხვათა შორის მართლა თავგანწირვით იბრძოდა. და იცით რატომ?! გაქცეული, კუდამოძუებული მაღალჩინოსნები რომ არ ჩაეშვათ! ეს ადამიანი ასე რომ არ გაებოროტებინათ, და სათანადოდ გამოეყენებინათ,თქვენი აზრით არ იქნებოდა უკეთესი ასეთი პოტენციის ადამიანის ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოყენება?! იქნებ ამ მაგალითზე მაინც ისწავლოს სახელმწიფომ რომ ვეტერანი, ყოფილი მებრძოლი, ასე არ უნდა მიაგდოს, ერთ ფილტვიან ადამიანსაც კი შესძლებია მთელი არმიის გაწვრთვნა, მთელი მსოფლიოს დაწიოკება და ამდენი ხალხის ბედის შეცვლა!!!!!
aeeeee
31 მაისი 2016 10:15
მარიამ ჩერესჩურ ნუ გამაი.....ვებ თავსა რა

რედაქტორის რჩევით