"გენერალი" მოკვდა, გაუმარჯოს "გენერალს" - "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილს მისი ძმა - თამაზი ჩაანაცვლებს?! - კვირის პალიტრა

"გენერალი" მოკვდა, გაუმარჯოს "გენერალს" - "ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილს მისი ძმა - თამაზი ჩაანაცვლებს?!

13 ივლისს გავრცელდა მორიგი ინფორმაცია, " ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო მინისტრის "ჟღალი გენერალის" ომარ ალ შიშანის  (თარხან ბათრაშვილის) სიკვდილის თაობაზე, ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ერაყში ქალაქ მოსულის მისადგომებთან ბრძოლებში დაიღუპა.

ამჯერად მისი სიკვდილი "ხალიფატის" ოფიციალურმა წყაროებმაც დაადასტურეს მათ შორის სააგენტო " ამაქმაც", რომელმაც მსოფლიოს ამცნო რომ " ჟღალი გენერლის" დაკარგვა " ხალიფატისთვის დიდი დანაკარგია.. ეს ომარ ალ შიშანის მერვე და როგორც ჩანს, რეალური სიკვდილია. სიკვდილის მორიგ ცნობას ეჭვის თვალით უყურებენ ბათირაშვილის მშობლიურ პანკისის ხეობაშიც. თუმცა სირიაში მყოფმა "გენერლის" ძმამ ნათესავებს შემოუთვალა სამძიმარი მიიღეთო, რაც ავტომატურად გარდაცვალების დადასტურებას ნიშნავდა.

მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათრაშვილის სიკვდილი მართლაც დიდი დანაკარგია "ხალიფატისთვის", ეს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სტაფში დიდ რყევებს ვერ მოიტანს, რადგან, როგორც ცნობილია, ომარ ალ შიშანის უკან მისი ძმა თამაზი დგას, რომელსაც აბდურახმანის სახელით იცნობს. როგორც ჩვენი სირიული წყაროები ადასტურებენ, სწორედ თამაზი გეგმავდა ომარ ალ შიშანის ყველა წარმატებულ სამხედრო ოპერაციას, მათ შორის: 2014 წლის ივნისში ქალაქ მოსულის და ტიქრიტის აღებას, რასაც 29 ივნისს " ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მხრიდან " ისლამური ხალიფატის" გამოცხადება მოჰყვა.

მარცხნიდან მეორე: თამაზ ცათიაშვილი - აბდურახმან ალ შიშანი

თამაზ ცათიაშვილის (თარხანისგან განსხვავებით მისი ძმები თამაზი და თენგიზი დედის გვარს ატარებენ) სახელი პირველად მეორე ჩეჩნური ომის დროს გახმაურდა, სადაც ის თავის რამდენიმე თანამემამულესთან ერთად იჩკერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. როგორც ჩანს, საბრძოლო გამოცდილება სწორედ იქ მიიღო, მოგვიანებით შეუერთდა მურად მარგოშვილის (მუსლიმ ალ შიშანის) რაზმს და მასთან ერთად მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლებში. სირიაში თამაზ ცათიაშვილი 2013 წელს წავიდა, იმდროისთვის ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. მას შემდეგ რაც თარხან ბათრაშვილი " ისლამური სახელმწიფოს" შეუერთდა თავისი დაჯგუფებით, თამაზიც ძმის კვალს გაჰყვა. "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ მათ " ხელისუფლებაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობები ერგოთ, თარხან ბათირაშვილი გახდა სამხედრო მინისტრი, ხოლო თამაზი დღემდე "ხალიფატის" კონდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს, ასევე აკონტროლებს ხალიფატის ციხეებს,

სავარაუდოდ, თამაზ ცათიაშვილი დგას იმ გახმაურებული აუდიოჩანაწერების უკან რომლებიც "ხალიფატის" ე.წ. დედაქალაქში  სპეციალურად პანკისის "ჯამაათისთვის" ჩაიწერა, აუდიო მიმართვები ერთგვარი ულტიმატუმია და მუქარის ხასიათს ატარებს, პირველი აუდიო მიმართვის ავტორი გურამ გუმაშვილი იგივე " ადამი" უნდა იყოს რომელიც " ისლამური სახელმწიფოს" ე,წ იუსტიციის მინიტრია. თავის მიმართვაში ის ხეობის ჯამაათს ბრალს სდებს რა უმოქმედობასა და " მურთადებთან" თანამშრომლობაში, სთხოვს რამადანის დაწყებამდე ჯამაათმა ბაიათი( ფიცი) მისცეს ხალიფას და ზოგადად სწორ გზაზე დადგნენ. მიმართვის ბოლოს მეტი დამაჯერებლობისთვის აღნიშნავს, რომ: " ამას მხოლოდ ადამი არ ლაპარაკობს", რაც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე რომ " ადამა" უფრო ავტორიტეტული ადამიანის პოზიციას აჟღერებს, ასეთი კი მხოლოდ თარხანი ან მისი ძმა თამაზი უნდა იყვნენ. დაახლოებით სამი კვირის წინ გაკეთდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ისევე როგორც პირველი მუქარის ხასიათს ატარებს. მისი ავტორი სავარაუდოდ რუსლან ტოხოსაშვილი იგივე" ჰამზაა"ტოხოსაშვილი თავის დროზე თარხან ბათრაშვილის დაცვის და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ამჟამად ის სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს (იხილეთ სტატია: ISIS-ის მუქარა პანკისის "ჯამაათს" - ექსკლუზივი: აუდიომიმართვები რაკკადან - "ისლამური სახელმწიფოს" ბუნაგიდან).

საველე მეთაური საკუთარ ნათესავებსაც მოუწოდებს " ჯიჰადში" მონაწილეობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება რომ ისინი მტრები გახდებიან.

პანკისის ხეობაში დღეს არავის სურს სირიაში საომრად წასვლა, " ისლამური სახელმწიფო" რომელიც ყოველდღიურად ტერიტორიების გარდა მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსსაც კარგავს. " ხუთვარსკვლავიანი ჯიჰადი" წარსულს ჩაბარდა. ასევე უკვე აღარ არის საქართველოში ჯარისკაცობაზე მეოცნებე" ჟღალი გენერალი" რომელიც სულ ორიოდე წელში " ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი გახდა, ამბობენ, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად გამოჩნდება და ეს სავარაუდოდ, აბდურახმან ალ შიშანი იქნება. მისი ფოტო ქართულ მედიაში პირველად ქვეყნდება.

ნინო ბურჭულაძე

სტატია გამოაქვეყნა გამოცემამ The Daily Beast