მოსულიდან ხალიფა გაიქცა - კავკასიელთა ამბოხი (?!) და "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს - კვირის პალიტრა

მოსულიდან ხალიფა გაიქცა - კავკასიელთა ამბოხი (?!) და "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს

"რაკკას გათავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება... ჩვენი რესურსები ორივე ქალაქისთვის - ერაყული მოსულისა და სირიული რაკკასთვის, საკმარისი იქნება"

ეშტონ კარტერი, პენტაგონის

ხელმძღვანელი.

27 ოქტომბერი, 2016 წ.

კავკასიელთა ამბოხი?!

მოსულის 12 რაიონს უკვე საერთაშორისო ძალები აკონტროლებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა კი ქალაქი დატოვა და სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას მიაშურა. "ცოცხალ ფარად" ის 150 ოჯახი წაიყვანა, რომლებიც ცოტა ხნით ადრე მოჯაჰედებმა მოსულის მიმდებარე სოფლებიდან აიყვანეს მძევლად.

"ხალიფას" ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებდა, "ხალიფატის" ერაყული დედაქალაქი ნებისმიერ ფასად დაეცვათ. მეტიც, ალყაშემორტყმული მოსულიდან ის თურქეთს განადგურებით ემუქრებოდა, მოულოდნელად კი ცნობილი გახდა, რომ "ხალიფას" ქალაქიდან გაქცევის მიზეზი მოჯაჰედთა ამბოხი გახდა, რომელსაც, თუ ერაყულ სპეცსამსახურებს დავუჯერებთ, ვინმე ოსმანი ხელმძღვანელობს (ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კავკასიელი უნდა იყოს). აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა თავის ელიტურ ნაწილებს ამბოხის ჩახშობა უბრძანა და თვითონ ქალაქიდან წავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეუღლე...

მონაწილეობენ თუ არა "ხალიფას" წინააღმდეგ ამბოხში ჩვენებურები, ჯერჯერობით დაუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს "ხალიფატში" საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა შეიცვალა (ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ "გურჯებმა" დაკარგეს ყველა პოსტი, რომელიც აქამდე ეკავათ და გაუარესდა საქართველოდან წასული საველე მეთაურების მიმართ განწყობა), მათ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.

ფრონტის ორივე მხარეს

საქართველოდან წასული მეომრები იმყოფებიან რაკკაშიც, რომლის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია.

საინტერესოა, რომ 7 ნოემბერს ქალაქის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა "სირიის თავისუფალმა არმიამ" (ასადის ოპოზიციის სამხედრო შენაერთი), საჰაერო იერიშებს კი აშშ-ის საჰაერო ძალები განახორციელებენ. სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელწოდებით "ევფრატის რისხვა", უახლოეს ხანში დაიწყება. სამწუხაროდ, რაკკა იქნება ის ადგილი, სადაც სირიის კონფლიქტში "გურჯები" ფრონტის ორივე მხარეს აღმოჩნდებიან - ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე იბრძვის ბრიგადა "ჯუნუდ ალ შამი" (სირიის ლომები), რომელსაც პანკისელი მუსლიმ ალ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მეთაურობს. იმავე ხეობიდანაა მისი მარჯვენა ხელი ზურა ალხანაშვილიც. "ჯუნუდ ალ შამი" დღეს "სირიის თავისუფალი არმიის" ფრთას წარმოადგენს. ამავე ქოლგის ქვეშ იბრძვის კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელსაც გიორგი კუშტანაშვილი მეთაურობს.

"ევფრატის რისხვის" დაწყებისთანავე ორივე საველე მეთაური თავისი მებრძოლებით, სავარაუდოდ, რაკკის კედლებთან აღმოჩნდება, რომლის ე.წ. დამცველებიც ასევე მათი მშობლიური ხეობიდან იქნებიან... (იხილეთ სრულად)

ნინო ბურჭულაძე