სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, ქალაქ მოსულთან, ავიაიერიშების დროს კიდევ ერთი ქართველი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა.

ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა.

როდესაც პანკისის ხეობიდან ამ ორი ახლაგაზრდის წასვლის ფაქტი გახმაურდა, 2015 წლის 14 ივნისს ჩატარდა სპეცოპერაცია და ტერორიზმის ბრალდებით შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის აიუფ ბორჩაშვილი.

სწორედ პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს ედავებოდნენ 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას.

იხილეთ ასევე: პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"



123
15 დეკემბერი 2016 10:53
მიეცი ფული და არ წავა
რეზო
15 დეკემბერი 2016 02:39
მართალის გლახუნა, რას დადიან ამ სირია ერაყში რას ეძებენ იქ? წადით და ჩეჩნეთში რუსებს ეომეთ. თქვენი პირველი მტერი ეგ არის. სირიაში ვის ებრძვით ან რას იცით მაინც? ქართულ ჯარში იმსახურეთ და იქ დაამტკიცეთ თქვენი კაცობა, ის ქვეყანა დაიცავით ვინც თავშესაფარი მოგცათ.
glaxuna
14 დეკემბერი 2016 13:37

ქართველო ჩეჩნებო- ბოლო-ბოლო უნდა ა ხ ს ნ ა თ და განმარტოთ, მაინც-რ ა ტ ო მ მიდიხართ სირიაში ?!
რ ა ტ ო მ სწირავთ ამ ახალგაზრდა ბიჭებს ?!

ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა ს ამოუდეგით მხარში და ურუს მონღოლებს ებრძოლეთ,თუნდაც უკრაინაში,
რ ა გიზიდავთ სირიაში?!

ფული,ფინანსები ?!

ამ შემთხვევაში-ეს თ ა ვ დ ა დ ე ბ ა , არც თქვენს ვაჟკაცობაზე მეტყველებს და არც თქვენ კეთილსინდისიერებაზე (!!!)
და მუჰამედამდე და ალაჰამდე - ერთად ვცხოვრობდით გენეტიკურად ნათესავები ტ რ ა დ ი ც ი ე ბ ი თ თანხვედრით (!)

და ეს უნდა გ ა ი თ ა ვ ი ს ო თ და მ ე ტ ა დ წინდახედულნი შექიქმნათ!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა