სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, ქალაქ მოსულთან, ავიაიერიშების დროს კიდევ ერთი ქართველი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა.

ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა.

როდესაც პანკისის ხეობიდან ამ ორი ახლაგაზრდის წასვლის ფაქტი გახმაურდა, 2015 წლის 14 ივნისს ჩატარდა სპეცოპერაცია და ტერორიზმის ბრალდებით შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის აიუფ ბორჩაშვილი.

სწორედ პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს ედავებოდნენ 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას.

იხილეთ ასევე: პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"