ბერლინს სისხლიანი შობა გაუთენდა
ბერლინს სისხლიანი შობა გაუთენდა
"საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს"

"ეს იყო იერიში კაცობრიობის წინააღმდეგ. მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს!"

დონალდ ტრამპი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი. 2016 წლის 20 დეკემბერი

19 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქის­ ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავმოყრილ ბერლინელებსა და ტურისტებს კარგა ხანს არ მიუქცევიათ ყურადღება პოლონური ნომრებით მოძრავი სატვირთო ფურგონისთვის, რომელიც მეზობელი ქუჩიდან ნელ-ნელა უახლოვდებოდა ცენტრს. 20 საათსა და 20 წუთზე სატვირთო მოულოდნელად შევარდა ბაზრობის ტერიტორიაზე და პირდაპირი ნადირობა გააჩაღა იქ მყოფებზე... შედეგად გარდაიცვალა
You must have Flash Player installed in order to see this player.
- 12, 49 ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ეჭვს აღარ იწვევდა,
რომ ნიცის (2016 წლის 14 ივლისს, ნიცაში სატვირთო შეიჭრა ხალხში, დაიღუპა - 86, დასახიჩრდა 308 ადამიანი) მსგავსად, ბერლინშიც ტერორისტული­ აქტი ჩატარდა.

თავდაპირველად გამოძიებამ 23 წლის პაკისტანელი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა. მოგვიანებით, სატვირთო ფურგონში სამართალდამცავებმა ტერაქტის სავარაუდო ეჭვმიტანილის საბუთებს­ მიაგნეს, ის ტუნი­სის პატარა ქალაქ ტატუინის­ მცხოვრებ ანის ამრის ეკუთვნოდა. ამრი უკვე 7 წელია ევროპაში ცხოვრობს... პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 100.000 ევროც დააწესა. აღმოჩნდა, რომ ანის ამრი ჯერ კიდევ მარტში სამართალდამცავთა ყურადღების ქვეშ მოექცა, მეტიც, ოთხი თვის განმავლობაში მასზე თვალთვალიც კი მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი­ ჩაუდენია და პოლიციამ მისი დაკავება
ვერ შეძლო. რამდენიმე წლის წინ ამრი იტალიის ციხეში ქურდობისა და სკოლებში ხანძრის გაჩენისთვის იხდიდა სასჯელს. გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი ხელისუფლებამ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა და დეპო­რტაციისთვის საბუთებს ამზადებდა...

სატვირთო მანქანა პოლონელ ბიზნესმენ არიელ ჟურავ­სკის ეკუთვნოდა. მძღოლი კომერციულ რეისს ასრულებდა - იტალიიდან ლითონი მოჰქონდა შემკვეთისთვის. მანქანაში იმყოფებოდა მძღოლის ბიძაშვილიც. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი მანქანის სალონშივე დახოცა ამრიმ და შემდეგ თავად მიუჯდა საჭეს...

23 დეკემბერს მილანის პოლიციამ საბუთების შემოწმების მიზნით მორიგი ავტომობილი გააჩერა, რომელსაც ძებნილი ანის ამრი მართავდა. ტერორისტმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა... ორმხრივი სროლისას ანის ამრი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საახალწლოდ ხალიფატი ტერორისტულ იერიშებს ევროპის კიდევ ბევრ ქალაქში აანონსებს.

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები