სირიიდან ISIS-ის "გურჯების" კვალი გაქრა (?!) - "ხალიფატის" დროშით მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთში გადაინაცვლეს?!
29-05-2017
სირიიდან ISIS-ის "გურჯების" კვალი გაქრა (?!) - "ხალიფატის" დროშით მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთში გადაინაცვლეს?!
რამდენიმე თვეა, საზოგადოებამ არაფერი იცის სირიაში მებრძოლი საქარ­თველოს მოქალაქეების შესახებ. "ხალიფატის" დროშით მებრძოლი ალ ჯურჯები ("გურჯები") არც ალეპო-პალმირას მიმართულებით გამოჩე­ნილან. თითქოს­ მათი კვალი სირიიდან გაქრა...

"მომავალში აბბასიდებიდან გამოჩნდება ხალხი დროშებით. მათი საქმე ხოცვა იქნება. ნუ დაეხმარებით, რადგან ალაჰი არ დაეხმარება მათ! ვინც მათი დროშების ქვეშ დადგება, ალაჰი განკითხვის დღეს ჯოჯოხეთში გაგზავნის! ისინი ყველაზე ბოროტები არიან ალაჰის ქმნილებებიდან. მათ ექნებათ გრძელი თმები და იქნებიან შავით­ მოსილნი. არ ასწავლოთ გზა და არ
მიაწოდოთ წყალი,­ რადგან როდესაც ისინი­ იყვირებენ - "ალაჰ აკბარ" - ზეციური ქმნილებები განრისხდებიან".
წინასწარმეტყველება ჰადისებიდან - აბუ კასიმ სულეიმან იბნ აჰმედ ტატ ტაბარანი (ძველი დროის ჰადისოლოგი)

მასწავლებელი: - ეს რა იარაღია?
"კალაშნიკოვი", - პასუხობს მშვიდად 13 წლის მოსწავლე.
- და ჩვენ რისთვის ვიყენებთ?
- უფლის
სახელისთვის.
- და ვის ვხოცავთ?
- ურწმუნოებს."
გაკვეთილი "ხალიფატის" მოზარდთა ბანაკში. ავღანეთი (ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" დოკუმენტური ფილმიდან)

11 მაისს ცნობილი გახდა, რომ სირიის­ ქალაქი ტაბყა "ისლამური ხალიფატისგან" თავისუფალია. საფრთხე აღარ ემუქრება­ მის მახლობლად მდებარე დამბასაც, რო­მ­ლის აფეთქებითაც "ხალიფატი" ხშირად იმუქრებოდა. ტაბყას გათავისუფლების ოპერაცია 22 მარტს დაიწყო საერთაშორისო კოალიციის საჰაერო ძალებისა და ქურთების სამხედრო რაზმების მონაწილეობით.­ ქალაქის გათავისუფლებით ისინი 2 კილომეტრზე მიუახლოვდნენ "ისლამური სახელმწ­იფოს" ე.წ. დედაქალაქ რაყას. მსოფლიოს მოედო ქურთ ქალთა ბატ­ალიონის მეთაურის, როია ფელატის სიტყვები: "ტაბყას­ გათავისუფლება არის იეზიდი ქალების შურისძიება და ეს შური­სძიება დამთავრდება რაყაში".

ტაბყას დატოვება კიდევ ერთი მარცხი იყო "ისლამური სახელმწიფოსთვის".­ ფინ­ანსური კრიზისის გამო "ხალიფატს" ყოველდღიურად ტოვებენ მეომრებიც. უმრავლესობა სამშობლოში ბრუნდება ან ხდება მათი გადაჯგუფება სხვადასხვა რეგიონში... მოვლენები ცხადყოფს, რომ "ხალი­ფატს" ადრე თუ გვიან, მოუწევს­ სირია­-ერაყის დატოვება. თუმცა ახალი საფიქრა­ლი­ ჩნდება - სად გადაინაცვლებს ძალა, რომელსაც უკვე მესამე წელია, უშედეგოდ ებრძვის მსოფლიოს ორმოცამდე სახელმწიფო... ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დროებითი ნავსა­ყუდელი ნიგერიაა, სადაც "ხალიფატს" უკვე აქვს ფილიალი "ბოკო ჰარაბის" სახით. ზოგმა მათი კავკასიაში გამოჩენა­ ივარაუდა.­ თუმცა, შესაძლებელია, "შავი ხალიფას" მზერა ავღანეთისკენ იყოს მიმართული...

რამდენიმე თვეა, საზოგადოებამ არაფერი იცის სირიაში მებრძოლი საქარ­თველოს მოქალაქეების შესახებ. მიუხედავად იმისა,­ რომ მათი ადრინდელი დისლ­ოკაციის ადგ­ილებში (მოსული, რაყა) საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არ ვრც­ელდება ინფორმ­აცია მათ რიგებში მსხვერპლის შესახებ. "ხალიფატის" დროშით მებრძოლი ალ ჯურჯები ("გურჯები") არც ალეპო-პალმირას მიმართულებით გამოჩე­ნილან. თითქოს­ მათი კვალი სირიიდან გაქრა.

ალ ჯურჯებმა "ისლამური სახელმ­წი­ფოს" მოწინავე რიგები "ჟღალი გენერლ­ის", თარხან ბათირაშვილის სიკვდილის­ შემდეგ­ (2016 წ. 19 ივლისი) დათმეს. "ისლამური სახელმწიფოს" სამხ­ედრო მინ­ისტრად ერთხანს­ ისევ ქართველს"- თარხან ბა­თ­ირ­აშვ­ილის­ ძმას, თამაზ ცათიაშვილს (დედის­ გვარს ატარებს) მოიაზრებდნენ, ის "ხალ­ი­­ფატის"კონტრდაზვერვას ხელმძღვანელ­ო­ბდა. მოლოდინი არ გამართლდა - სამხედრო მინ­ისტრი ტაჯიკი გულმროდ ჰალიმოვი გახდა­ (აშშ-ში გაწვრთნილი ტაჯიკეთის "ომონის"­ ყოფილი უფროსი).­ თანა­მდებობიდან­ გაათ­ავისუფლეს ე.წ. იუს­ტ­იციის მინისტრი გურამ გუმაშვილიც. გა­უ­­რკვეველია­ "ჟღალი გენერლის" დაცვის წევრების ბედ­იც. ქართველი საველე მეთ­აუ­რები, რომლებიც "ხალიფატის" ე.წ. ჩეჩნურ ფრთასთან ერთად გავლენიან ძალას წარმოადგენდნენ­, დაქსაქსეს და ფრონტებზე გაგზავნეს... 2017 წლის იანვრიდან მათ შესახებ არაფერი გვსმენია...

სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ვერ დაბრუნდებიან (მათ საზ­ღვარზევე დააკავებენ და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის დამტკიცების შემთხვევაში ციხ­ეშიც გამოკეტავენ). ცოტა ხნის წინ კი "ალ გურჯების" სახელმა­ ავღანურ მედიაში­ გაიჟღერა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე რეგიონს სოკოსავით მოედო "ისლამური სახელმწიფოს"სამხედრო ბანაკები, სადაც თავს იყრიან ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩასული მოხალისეები და გამოცდილი მეომრები, ხელმძღვანელი ბირთვი კი სირიაში ნაბრძოლი ჩრდილოკავკასიელები და გურჯები არიან(?!).

"ხალიფატის" შეჭრის საფრთხე ცენტრალურ აზიაში იმდენად დიდია, რომ სრულ სამხედრო მზადყოფნაშია რუსული ბაზები ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში.

"ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურ­ების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ აშშ-შიც. 13 აპრილს ნანგაჰარის პროვინც­ი­აში, "ხალიფატის" მოჯაჰედთა ბანაკში, ამერიკელებმა ყველაზე დიდი - დედაბო­მბი­­ ჩამოაგდეს. დაიღუპა რამდენიმე ათეული მოჯ­აჰედი. ავღანეთის აღმოსა­ვლეთში კი გაანადგურეს "ხალიფატის" რად­იო­სადგური და 36 მოჯაჰედი. მოგვიანებით,­ ნანგაჰარის პროვინციაში, "წმენდის" ოპერ­აციისას მოკლეს "ხალიფატის" 35 მეთაური.

ავღანეთში ყოველდღიურად რამდენ­იმე პროვინცია ხდება როგორც "თალიბანის",­ ისე "ხალიფატის" იერიშების სამიზნე. რთული სიტუაციის გამო ნატოს გენერალურმა­ მდივანმა განაცხადა, რომ "ნატო" ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს. ვაშინგტონმა უკვე დაიწყო ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის გადახედვა. რუსეთი­ კი მზად არის, დაეხმაროს "თალიბანს" "ხალიფატთან" ბრძოლაში...

"თალიბანი" VS "ხალიფატი"


"ისლამური სახელმწიფო" ავღანეთში პირველად 2014 წელს გამოჩნდა. ავღანური "თალიბანი" 60 000 მებრძოლითა და რამდ­ენიმემილიარდიანი ბიუჯეტით, ჯერ კიდევ უცნობ ტერორისტულ ორგანიზაცია "ხალიფატს" ღირსეულ მეტოქედ არ მიიჩნევდა და საკუთარ ომს განაგრძობდა აშშ-ის და "ნატოს" სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ. 2015 წელს უკვე მომძლავრებულმა­ "ხალიფატის" ფილიალმა ავღანეთში რამდენიმე პროვინციაზე კონტროლი ისე დაამყარა, რომ არავინ შესწინააღმდეგებია.

2015 წელს "თალიბანის" ლიდ­ერის, მოლა მუჰამედ ომარის სიკვდილს შიდა განხეთქილება-ინტრიგების სერია მოჰყვა:­ "თალიბანის" დატოვება ინტენსიურად დაიწყეს მეომრებმა, რომლებიც უკეთესი პირ­ობების შეთავაზების გამო "ხალიფატის" წევრები ხდებოდნენ. "თალიბანის" ახალი ლიდერი, შურას (უმაღლესი საბჭო) გადაწყვეტილებით, აჰტარ მანსური გახდა. სწორედ მანსური იქცა "ხალიფატის" დაუძინებელ მტრად - "თალიბანის" თეთრი დროშა "ხალიფატის" შავი დროშის წინააღმდეგ აფრიალდა.

"ხალიფატმა" ტრადიციას არ უღალატა და ძალის დემონსტრირებისთვის ინტე­რნეტში ვიდეოკლიპების ე.წ. ავღანური ხაზი ჩაუშვა."ხალიფატის" მოჯაჰედებმა ტყვედ ჩაიგდეს "თალიბანის" ათი მეომარი. თვალები აუხვიეს, ნაღმებზე დასვეს და ათივე ნაღმი ერთდროულად ააფეთქეს. დასჯის პროცესის ვიდეოკლიპი კი ავღანეთში გაავრცელეს. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც "თალიბანს" ყველაზე დიდ ბოროტებად მიიჩნევდა, ახლა მას "ხალიფატისგან" დაცვას სთხოვდა.

2016 წლის გაზაფხულზე აჰტარ მანსური მოკლეს. მომხდარი კვლავ აისახა "თალიბანის" ბრძოლისუნარიანობაზე. შურამ 2016 წლის 25 მაისს "თალიბანის" ახალ ლიდერად ჰეიბატულ ახუნზადე დაასახელა, რომელიც მანამდე მანსურის მოადგილე და თალიბური სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ახალი ლიდერის მარჯვენა ხელი მოლა მუჰამედ იაკობი გახდა ("თალიბანის" დამაარსებლის ვაჟი). მოკლე ხანში "ალ- ქაიდას" ლიდერმა აიმან აზ ზავაჰირიმ ფიცი მისცა "თალიბანის" ახალ ლიდერს და ერთ დროს მისივე შექმნილ "ისლამურ სახელმწიფოს" ჯიჰადი გამოუცხადა. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება "თალიბანსა" და "ხალიფატს" შორის 2017 წლის ზამთარში მოხდა ჯაოჯანის პროვინციაში. ჯაოჯანის სისხლიანი კალოს შემდეგ "თალი­ბები" მიხვდნენ, რომ ავღანეთში მათი პირველი მტერი "ხალიფატი" გახდა.

ნინო ბურჭულაძე
maxo
10 ივლისი 2017 15:32
კი ლამაზი ფოტოა მაგრამ ერთ რამეს ვე იგებთ როგორც ხედავთ სულ ახალი ცინცხალი ტოიოტას მანქანებია აბა იქნებ გამოჩნდეს ვინმე ჭკვიანი და დაწეროს საიდან იმ ყაჩაღ მკვლელებს ასეთი ახალი მანქანები,მე კი ვიცი საიდან მაგრამ თქვენგან მინდა გავიგო.
NETAVS
30 მაისი 2017 10:11
ნეტავ შენ განათლება გქონდეს და წერა-კითხვა იცოდე.
qartveli
30 მაისი 2017 10:07
Toto ra istoria meordeba? kiar ibyroben aqet tavs icaven.NATOs ra shibla unda arabetshi? an nabichvar rus metaurebs? navtobi da sxva resursi.es xocva jletva zustad amerikam da manamde avganetshi sabchota kavshirma daiwyo.

რედაქტორის რჩევით