სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, დაღუპული პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში მცხოვრები, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილია.

მისივე ინფორმაციით, ბაღაკაშვილი სავარუდოდ, ორი კვირის წინ დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მუხმად ბაღაკაშვილი ავიაიერიშების დროს დაიღუპა. არის თუ არა კიდევ მსხვერპლი სირიაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებში, ჯერჯერობით უცნობია.