ISIS-ის "ქართული" სიმბოლოები
03-01-2018
ISIS-ის "ქართული" სიმბოლოები
"სადაც უნდა იყოთ, სათითაოდ მოგძებნით. თქვენ, ხალიფატის" მეომრებს, მხოლოდ ერთი გზა გაქვთ - დანებება ან სიკვდილი!" - ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ აბადის ეს სიტყვები 2017 წელს "ისლამური­ სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ერთ­გვარ ლოზუნგად იქცა. ამ მსოფლიო ბოროტების"წლის ბოლომდე დამარცხებას­ არაერთი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობდა. არაბული სამყაროს სწავლულები აცხადებდნენ, რომ ხალიფატის" დაცემას მისი სიმბოლოების დაკარგვა გამოიწვევდა. ასეთი კი, მათივე თქმით, "ისლამურ სახელმწიფოს" სამი ჰქონდა: ან ნურის" მეჩეთი ერაყის მოსულში, პატარა ქალაქი დაბიკი და
ხალიფატის "ჟღალი გენერალი" აბუ ომარ ალ შიშანი (თარხან ბათირაშვილი).(?!)

საგულისხმოა, რომ ყველა ამ სიმბოლ­ოსთან და საერთოდ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან საქართველოს მოქალაქეები არიან დაკავშირებული...

ბათირაშვილის აღმასვლა

2013 წლის ივნისში "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო დაჯგუფებებმა მოულოდნელად ერაყის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებს შეუტიეს. მათ შეუერთდნენ ერაყ­ელი სუნიტები, რომლებსაც თვალში არ მოსდიოდათ
მაშინდელი ერაყის პრემიერ-მინისტრი, სადამ ჰუსეინის ერთგული ჯარისკაცები და წვრილ-წვრილი ტერორისტული დაჯგუფებები. მოსულის, თიქრითისა და ფალუჯას აღების შემდეგ, 2014 წლის 29 ივნისს, ან ნურის მეჩეთიდან" "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ (იბრაჰიმ ბინ ავად ბინ იბრაჰიმ ალ ბადრი) ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური ხალიფატი" გამოაცხადა და თავად ხალიფა იბრაჰიმი გახდა. ამის გამოსაცხადებლად მოსულის ან ნურის მეჩეთი იმიტომ შეირჩა, რომ 700 წლის წინ ლეგენდარულმა სულთანმა სალაჰ ად-დინმა (სალადინი) სწორედ აქედან მოუწოდა მუსლიმებს ჯვაროსნებისგან იერუსალიმის გასათავისუფლებლად. ამრიგად, "ისლამური ხალიფატისთვის" ან ნურის მეჩეთი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

2016 წლის გაზაფხულზე, როდესაც საერთაშორისო კოალიციამ მოსულის გათავისუფლება დაიწყო, მოჯაჰედებმა მეჩეთი დანაღმეს, რათა ის მოწინააღმდეგეს ხელში არ ჩავარდნოდა; მაგრამ 21 ივნისს, მოსულის განმათავისუფლებელმა სამხედრო შენაერთებმა ან ნურის მეჩეთი მიწასთან გაასწორეს, როგორც ხალიფატის" სიმბოლო.

თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქი დაბიკი ხალიფატის" ყველაზე საკრალური ადგილია. წინასწარმეტყველ­ების თანახმად, სწორედ აქ უნდა მოხდეს მუსლიმებისა და რომაელების (ქრისტიანების) გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც განკითხვის დღე მოჰყვება. ამის შემდეგ მორწმუნენი სამოთხის ნეტარებას ეზიარებიან, ხოლო უღმერთოები და ცოდვილები სამარადჟამო ტანჯვაში ჩაცვივდებიან." ეს წინასწარმეტყველება ხალიფატის" პროპაგანდის ძლიერ იარაღად იქცა, რადგან "ისლამური სახელმწიფო" მსოფლიო მუსლიმებს შთააგონებდა, სწორედ ხალიფატის" მეომრები გახდებიან ამ გადამწყვეტი ბრძოლის მონაწილეებიო.

ბრძოლა დაბიკისთვის 2016 წლის ოქტ­ომბერში მართლაც გაიმართა. თუმცა, ხალ­იფატის" მებრძოლები რომაელების (ქრისტიანების) ნაცვლად ქურთებმა გამოყარეს და, შესაბამისად, "განკითხვის დღე" გაურკვეველი დროით გადაიდო...

"ხალიფატის" მესამე, ოღონდ ცოცხალ სიმბოლოდ მოჯაჰედები თარხან ბათირაშვი­ლს მიიჩნევდნენ. 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც 2013 წლის ზაფხულში ერაყში არაერთი წარმატებული შეტევის შემდეგ მზად იყო, ბაღდადიც აეღო, ათასობით მოხალისისთვის მისაბაძად იქცა. არაერთგზის სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ყოველთვის­ ხელი მოეცარათ. ამის შემდეგ ბათირაშვილს ღვთის რჩეულადაც მიიჩნევდნენ. მაგრამ მეომარი, რომელსაც სიკვდილი­ არ ეკარებოდა", 2016 წლის ზაფხულში მაინც მოკლეს. ხალიფატმა" მისი სიკვდილი 16 ივლისსღა აღიარა. როგორც მოჯაჰედურ წრეებში ამბობდნენ, სწორედ ბათირაშვილის სიკვდილი გახდა "ისლამური სახელმწიფოს" დასასრულის დასაწყისი.
ბრძოლა პირველობისთვის

2012 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება­ სამოქალაქო ომად იქცა, ახლო აღმოსავლეთიდან პრეზიდენტ ასადის შეიარაღებულმა ოპოზიციამ მოძმე მუსლიმებს "ერთმორწმუნე" დების და ძმების" დასაცავად მოუწოდა. სირიას ათასობით მოხალისე მიაწყდა, ნაწილისთვის "ახალი "ჯიჰადი" თავგადასავალი იყო, ვეტერანი მეომრებისთვის - ფორმაში ჩადგომის მცდელობა, მავანთათვის ცდუნება - ალაფის ხელში ჩაგდება. "ჯიჰადს" საქართველოდანაც გამოეხმაურნენ და სირიაში პირველ ტალღას ორ ასეულამდე საქართველოს მოქალაქე გაჰყვა, ნაწილი იმედგაცრუებული მალევე დაბრუნდა შინ.

2013 წელს მსოფლიომ გაიგო, რომ სირიის ფრონტებზე უკვე ბრენდად ქცეული გავლენიანი საველე მეთაურები შიშანები" კი არა, "გურჯები" იყვნენ და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა სირიაში პირველობისთვის სწორედ ჩვენებურებს შორის დაიწყო. ბრძოლის ადგილი 1000-კაციანი­ სამხედრო დაჯგუფება" "ჯეიშ ალ მუჰაჯი­რინ ვალ ანსარი" გახდა, სადაც სამი ცნობილი საველე მეთაური შეიყარა.

ფეხის დადებას რა უნდა...

თავდაპირველად კონფლიქტი თარხან ბათირაშვილსა და რუსლან მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) შორის დაიწყო. ბათირაშვილმა, რომელსაც თვალში არ მოსდიოდა მაჩალიკაშვილის პოპულარული ვიდეომიმართვები, მას საჯაროდ უსაყვედურა,­ - კამერების წინ იმდენ ხანს კეკლუცობ, ბრძოლისთვის ვერ იცლიო. პასუხმა არ დააყოვნა და მაჩალიკაშვილმა თარხანს ქრისტიანობა გაუხსენა (ომარ ალ შიშანის მამა თუშია, ქრისტიანი). საბოლოოდ ბათირაშვილმა გაიმარჯვა და მაჩალიკაშვილმა,­ ერთგულ მეომრებთან ერთად, დაჯგუფება­ დატოვა. მან სახელის აღდგენა 2014 წლის თებერვალში, ალეპოს ციხის აღების დროს შაჰიდად გახდომის შემდეგ შეძლო.

2014 წლის სექტემბერში, როდესაც­ "ჟღალი გენერალი" ახალგამოცხადებული ხალიფატის" სამხედრო მინისტრი გახდა, მორ­იგი შეხლა-შემოხლა კიდევ ერთ გავლ­ენიან მეთაურთან, გიორგი კუშტანაშვილთან­ (სალაჰაუდინ ალ შიშანი)­ მოუხდა. ბათირაშვილს სურდა, ხალიფატის" დროშის ქვეშ მისი უკვე ბრძოლებში გამოცდილი დაჯგუფება "ჯეიშ ალ მუჰაჯირინიც" დამდგარიყო, მაგრამ თანამებრძოლებმა უარი უთხრეს. მათ პოზიციას იზიარებდა კუშტანაშვილიც. საბოლოოდ, ბათირაშვილმა დატოვა დაჯგუფება რამდენიმე­ ათეულ მებრძოლთან ერთად. "ჯეიშ ალ მუჰაჯირინი" კუშტანაშვილს დარჩა. მოგვიანებით მასაც გამოუჩნდა მოშურნეები, ისევ ჩვენებურები და "ჯეიშ ალ მუჰაჯირინი" კვლავ ხელიდან ხელში გადავიდა და ბოლო დრომდე არაბი მოჯაჰედი მეთაურობდა.

მოგვიანებით სირიაში გურჯების "ახალი­ ჯგუფი გამოჩნდა, ხალიფატის" ე.წ. აჭარული­ ფრთა. მისი ლიდერი ერთ დროს საკრებულოს დეპუტატობაზე მეოცნებე თამაზ ჭაღალიძეა. ხალიფატში მისი მთავარი საქმე" ქართულ ენაზე სპიკერობაა, ჩვენ კი თავი აგრესიული მუქარებით დაგვამახსოვრა.

როცა ფულზე ლაპარაკობ, ალაჰი გავიწყდება...

საქართველოს მოქალაქეები სირიაში მხოლოდ სამხედრო ლიდერობისთვის ბრძოლაში არ იყვნენ შემჩნეული, ზოგიერთის­ სახელი მოჯაჰედებში ბიზნესსკანდალებსაც­ უკავშირდება. ფულზე დავა თავდაპირველად 2014 წლის გაზაფხულზე თარხან ბათ­ირაშვილსა და სირიაში "ალქაიდას" ყველაზე გავლენიან მეთაურს, აბუ მუჰამედ ალ ჯოლანის შორის მოხდა. "ჟღალ გენერალს" უნდოდა, ჯიჰადიდან შემოსული ფული სხვა საჭიროებებისთვისაც" გამოეყენებინა. უარი მიიღო - ეს ფული მხოლოდ სირიაში, ომისთვის უნდა დაიხარჯოსო, - გამოუცხადეს. ამის შემდგომ ბათირაშვილი ხალიფატში" გადავიდა.

სკანდალში გაეხვია კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ალ ბარა ალ შიშანი­ (ცეზარ ტოხოსაშვილი). მან შეძლო ერთ-ერთ ჭაბურღილზე კონტროლის მოპოვება. თუმცა მის დაჯგუფებაში მყოფი ჩეჩნები ფიქრობდნენ, რომ" იღბლიანი ცეზარისთვის­" ეს მეტისმეტი იყო და მოვლენებიც კრიმ­ინალური ქრონიკის ჟანრში განვითარდა.­ ერთ-ერთი გარჩევისას დაჯგუფების წევრებმა ერთმანეთი დახოცეს. ცხადია, ეს ამბავი მაშინვე მოედო მოჯაჰედურ წრეებს.­ ტოხოსაშვილის დაჯგუფება დაიშალა, თვითონ კი თავი ხალიფატს" შეაფარა და ბათირაშვილის უახლოეს ადამიანად­ ითვლებოდა.

მცირე ხნით ფარმაციის ბიზნესში ჩართული აღმოჩნდა გიორგი კუშტანაშვილიც. ეს მაშინ მოხდა, როცა მისმა ჯგუფმა აიღო დასახლება, სადაც ფარმაცევტული ქარხანა ჯერ კიდევ მუშაობდა. საგულისხმოა, რომ ქარხანას საქმიანობა არც მერე შეუწყვეტია და მედიკამენტებით ამარაგებდა ყველა მსურველს (ხალიფატს, სამთავრობო დაჯგუფებებს, ოპოზიციას).

"ვებრძვით მათ, ვინც გვეომება"

საქართველოს მოქალაქეები სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგაც იბრძვიან. მათ შორის არის ცნობილი საველე მეთაური,­ ჩეჩნეთის ომების დროს ამირ ხატაბის მარჯვენა ხელი მურად მარგოშვილი,­ იგივე მუსლიმ ალ შიშანი. მას დაჯგუფება" "ჯუნუდ ალ შამის" შენაერთში მხოლოდ გამოცდილი მეომრები ჰყავს, ჩრდილოკავკასიელები. გამონაკლისი მისი განუყრელი მეგობარი, პანკისელი ზურა ალხანაშვილია. საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის რეჟიმთან ომს ნიშნავს...

როცა გენერალი კვდება

თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ" ხალიფატში" ჩვენებურების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რაყაში თავმოყრილი ქართველები სხვადასხვა ფრონტზე დაქსაქსეს. ზოგიერთს, მაგალითად, გურამ გუმაშვილს ხალიფატში" იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაატოვებინეს. კარგა ხანს უცნობი იყო "ისლამური სახელმწიფოს" კონტრდაზვერვის უფროსის, თამაზ ცათიაშვილის (ბათირაშვილის ძმა, ატარებს დედის გვარს) ბედიც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ავღანეთშია.
პოზიციებზე საკვების და მედიკამენტების უქონლობის გამო კვირაობით მიწისქვეშა გვირაბებში გამოკეტილი ქართველი" მოჯაჰედები სამშობლოში იწერებოდნენ - აქ ფეხი არ ჩამოადგათო...

2017 წელს სირიაში 5 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის მუსლიმ კუშტანაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე წავიდა სირიაში, ბოლო მსხვერპლი გიორგი კუშტანაშვილია. ის წინა კვირას ჰამას პროვინციაში მოკლეს.
ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად ხალიფატში 6 საქართველოს მოქალაქე იბრძვის. 8 მოქალაქე, მუსლიმ ალ შიშანი და ზურა ალხანაშვილი ამ დროისთვის კვლავ ლატაკიაში უნდა იყვნენ.
არაფერია ცნობილი თარხან ბათირაშვილის დაცვის წევრ აჰმედ გურჯზე (ფარეულიძე). ბოლო ცნობით, ის დაჭრილი უნდა იყოს. ცოცხალია გურამ გუმაშვილიც. მანამდე ითქვა, რომ ის რაყას ბრძოლების დროს ქურთებმა დაატყვევეს. უკვე ორი თვეა, არაფერია ცნობილი ხალიფატის" აჭარულ ფრთაზე. თამაზ ჭაღალიძე რაყას აღების შემდეგ მდინარე ევფრატთან იყო სხვა მებრძოლებთან ერთად მიმწყვდეული.

ცოცხალი აღარ არის აჰმედ ჩატაევიც - მან 22 ნოემბერს, თბილისში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა.
პროცესები გვიჩვენებს, რომ მართალია, ხალიფატი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ლიდერებს, რომლებიც შეეგუვნენ მის დამარცხებას, აქვთ ახალი მიზანი - აღდგეს ხალიფატი სრულიად განსხვავებული ფორმით - როგორც იატაკქვეშა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია...

ევროპელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომავალში სწორედ ტერაქტებით შეეცდება ხალიფატი რეპუტაციის აღდგენას. გახდება თუ არა ერთი ბოროტების დასასრული ახალი ბოროტების დასაწყისი, ამას ახალი, 2018 წელი გვიჩვენებს.

ნინო ბურჭულაძე
tt
04 იანვარი 2018 10:54
ქართული ისწავლეთ ჟურნალისტებმა 5 საქართველოს მოქალაქე არ არსებობს არც 6 მაგრამ არსებობს საქართველოს 5 მოქალაქე ასევე არსებობს საქართველოს 6 მოქალაქე და არა 6 საქართველოს მოქალაქე
maia
03 იანვარი 2018 23:10
ესენი ისეთივე ქართველები არიან როგორიც მე ჩინელი
daviti
03 იანვარი 2018 18:47
პოპულარიზაციას ახდენთ მსგავსი სტატიებით. პატარა ბიჭები კითხულობენ ეამაყებათ და ბაძავენ

რედაქტორის რჩევით