"ნახევარი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა. ერთ დღეს ქუჩაში ნიანგები დავინახე..." - თბილისელი ავთოს ტაილანდური თავგადასავალი
19-06-2018
"ნახევარი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა. ერთ დღეს ქუჩაში ნიანგები დავინახე..." - თბილისელი ავთოს ტაილანდური თავგადასავალი
იხილეთ დასაწყისი
"ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბანგკოკს ცუნამი უტევდა, ქუჩებში მწვანე ბლანტი წყალი იდგა და იქაურობა საშინლად ყარდა. ნახევარი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა"

ბატონი ავთო 2010-11 წლებში ქართული ბიზნესის პიონერი იყო ტაილანდში.­ გაზეთის წინა ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: "თბილისელი ავთოს კამბოჯური ბალადა". ბატონი ავთო ამჯერად მოგვითხრობს ამბავს, რომელიც ბანგკოკში­ რესტორან "ქართული სახლის" გახსნას უკავშირდება,­ თუმცა, სტიქიამ ყველაფერი გააფუჭა...

- 2010 წლის 1-ლ ნოემბერს ტაილანდის მიწაზე დავდგი ფეხი. ქალბატონმა, რომლის
მოწვევითაც ჩამოვედი, აეროპ­ორტში მანქანა დამახვედრა. სამნი იყვნენ. ერთი ჩემი ნაცნობი პაკისტანელი, რომელიც მანამდე საქართველოში გავიცანი.

სასტუმრო აპარტამენტს, სადაც ჩვენ დავბინავდით," ამანტა" ერქვა, იგივე სახელი­ ერქვა უბანსაც, რომელიც ბანგკოკისთვის ჩვენებური" ავლაბარი" იყო. მეორე დღესვე შევუდექით საქმეს. ჩემმა მეგობარმა ქალბატონმა მითხრა, ქალაქი დავათვალ­იეროთ, რესტორნისთვის ადგილს შენ უკეთ
შეარჩევო. რამდენიმე დღე რესტორნ­ების მუშაობას ვეცნობოდი. აღმოვაჩინე, რომ ბანგკოკში მნიშვნელოვანი რესტორნის მენიუ და მომსახურების ხარისხი კი არა, ავტომობილების პარკინგია. ტაილანდელები არ სვამენ, თუმცა რესტორნებს ხშირად სტუმრობენ.


დღესასწაულებსაც რესტორნებში აღნიშნავენ; მაგალითად, 20-კაციან დაბადების დღეზე ყველა მანქანით მოდის და მხოლოდ ერთი სუფრისთვის უკვე 20 მანქანის საპარკინგე ადგილია საჭირო. შეხვ­ედრაზე ვთქვი, რომ ისეთი ადგილი უნდა ვიპოვოთ, რომელსაც 30 მანქანის საპარკინგე­ ადგილი მაინც ექნება-მეთქი. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი კერძო სახლი იქნებოდა... ასეთი სახლი ერთ კვირაში ვიპოვეთ ლაჩადარაში (ჩვენებური ვაკე" ბანგკოკში) - სამსართულიანი, პალმებით, აუზით... პირველ სართულზე რესტორანი იქნებოდა, მეორეზე­ - საკონფერენციო დარბაზი და ოფისი, მესამეზე - სასტუმრო. როდესაც გავიგე­, თვეში მეპატრონისთვის რამდენი უნდა გადაგვეხადა, რამდენიმე წუთი ენას ვერ ვაბრუნდებდი - 37.000 დოლარი! მოკლედ, ჩვენი ტაილანდელი პარტნიორები დათანხმდნენ და ხელშეკრულებაც გაფორმდა. "

"იღბლიანი" ჯენტლმენები...

ჩვენს პარტნიორებს ამ სახლის ოფისად გამოყენება სურდათ. რა თქმა უნდა, მათი სტუმრები რესტორნითაც ისარგებლებდნენ.­ ერთ-ერთი პარტნიორი თურქი მეჰმედ გუნდუზი ბანგკოკში ცნობილი ბანკის მმართველი იყო, ინგლისურად კარგად ლაპარაკობდა. საქართველოზე ცოტა რამ იცოდა. ცოცხალი თავით არ იჯერებდა, რომ სტალინი ქართველი იყო. მეორე ტაილანდელი ური პრაიმი იყო. გაცნობისას რომ მითხრეს, მეთევზეაო, უნებურად ვიფიქრე, ამას ბიზნესის საკეთებელი ფული საიდან უნდა ჰქონდეს-მეთქი, თუმცა ჩვენს მეთევზეს" ორი უშველებლი გემი და თევზის გადამმუშავებელი ქარხანა აღმოაჩნდა. ჩვენთან ერთად საქმეში იყო ჩემი პაკისტანელი ნაცნობიც, რომელსაც, როგორც ნელ-ნელა შევიტყვე, უამრავი საქმე ჰქონია: იყო რეპორტიორი, კარატეს ფედერაციის წარმომადგენელი და კიდევ ბევრი სხვა რამ.
სახლის შერჩევის შემდეგ დავიწყე ბანგკოკის ბაზრების შესწავლა, რადგან რესტორნის მენიუში ქართული კერძები უნდა ყოფილიყო. ბანგკოკის ბაზარში ყველაფ­რის შოვნა შეიძლებოდა, ტყემ­ლის გარდა. ტაილანდელებს სულგუნის მაგვარი ყველი აქვთ. ჩვენსას ვერ შეედრებოდა, მაგრამ ქართული მენიუს გაკეთებას შევძლებდით.

ყველაფერი გაწერილი იყო, თუმცა იყო ისიც, რაც ვერ გავთვალეთ... ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბანგკოკს­ ცუნამი უტევდა...

წარღვნა

მახსოვს თბილისში," პლეხანოვი" რომ დაიტბორა და ნავით დადიოდნენ ქუჩაში.­ მაშინ ვფიქრობდი, რომ თბილისში წარღვნა იყო, იმ დილით კი მივხვდი, რა იყო ნამდვილი წარღვნა. ნახევარი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა. დაიტბორა "ქართული­ სახლიც"." სამი თვე ქალაქში მწვანე ბლანტი­ წყალი იდგა და საშინლად ყარდა. ჩემი პაკისტანელი ნაცნობი დარბოდა, ფოტოებს იღებდა და სააგენტოებს უგზავნიდა. როცა ერთ დღეს ქუჩაში წყალში პატარა, მაგრამ ნიანგები დავინახე, თავზარი დამეცა.

"ქართულ სახლში'" მხოლოდ სამი თვის შემდეგ შევაღწიეთ. ყველაფერი გაფუ­ჭ­ებული დაგვხვდა. ზარალი ძალიან დიდი გვქონდა. ცხადი იყო, რომ' "ქართული სახლის" იდეაზე ხელი უნდა აგვეღო, დროებით მაინც. როგორც კი სული მოვითქვით, თავიდან დავიწყეთ ადგილის ძებნა, თუმცა ძველებური შემართება აღარ იყო.

ყველაზე მორწმუნენი...

ჩემს პარტნიორ ური პრაიმს მეუღლე­ კათოლიკე ჰყავდა.­ როცა გაიგო, მართლმადიდებლები ვიყავით, ქმრისთვის უთქვამს, ესენი ყველ­აზე სუფთა გულის მორწმუნეები არიან მთელ საქრისტიანოშიო. ამის მერე უფრო მოწიწებით გვექცეოდნენ. ური სულ ცდილობდა, გავეხარებინეთ. ერთხელ პიცის ყუთით შებოლილი გოჭის ხორცი მოგვართვა. მერე ჩვენც მოვიწონეთ თავი და ხაჭაპურ­ები დავაცხვეთ... ჩვენს მეგობრებს ძალიან მოსწონდათ ქართული საჭმელი. ერთი თეფში ელარჯის გასასინჯად მზად იყვნენ, მთელი ბანგკოკის დელიკატესები დაეხვავებინათ მაგიდაზე.

ტაქსის მძღოლმა იცის...

სასტუმრო "ემრან ჰოტელს" კარგი პარკი ჰქონდა. ერთ დღესაც, პარკში ლუდს ვწრუპავდით. იქვე ახლოს, სუტენიორს" მოვკ­არით თვალი (ტაილანდში, ისევე, როგოც კამბოჯაში, პროსტიტუცია წარმატებულ ბიზნესად ითვლება. ხშირად შეხვდ­ებით "სუტენ­იორებს", რომლებიც დადიან ფოტოებით და სერვისებზე ესაუბრებიან გამვლელებს). ერთი მოგვიახლოვდა და საუბარი გაგვიბა. მკითხა, სადაური ხარო? რომ ვუთხარი,­ საქართველოდან-მეთქი, ააა, ჯორჯიაო? - შესძახა. გამიკვირდა, ტაილანდში ვერავის გავაგებინე, საქართველო სად არის და სუტენიორმა­ საიდან იცის-მეთქი? მერე ეჭვის თვალით შემომხედა, - ტერორისტი­ ხომ არ ხარ, ბომბი ხომ არ გაქვსო და ლუდის ქილისკენ გაიშვირა ხელი. ძალიან დავიბენი, მერე გავარკვ­იეთ, რომ წინა დღეებში ბი-ბი-სის სიუჟეტი ჰქონია, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან ბომბი რომ ნახეს და...

ერთი თვის შემდეგ მე და მეჰმედ გუნდუზი ტაქსით ვბრუნდებოდით სასტუმროში. ტრადიციულად, ტაქსის მძღოლი ენაწ­ყლიანი აღმოჩნდა. სადაურები ხართო. მეჰმედმა უთხრა, მე თურქი ვარ და ეს ჯორჯიიდანო. მძღოლმა სარკეში ამომხედა და მეჰმედს უთხრა, ჰკითხე შენს მეგობარს, ქართველები რამდენი არიანო. გამიხარდა, რადგან ქართველები იკითხა, ესე იგი იცის ჯორჯია რომ საქართველოა-მეთქი და არც ვაციე, არც ვაცხელე, 3-4 მილიონი-მეთქი. როცა მძღოლს პასუხი უთარგმნეს, მანქანა­ შეანელა და მეჰმედს მიუბრუნდა - ესენი­ გიჟები არიან (საფეთქელთან მიიტ­ანა თითი), ამხელა რუსეთთან ომში როგორ ჩაებნენო (2008 წლის აგვისტოს ომი იგულისხმა). ქართველებისთვის ნაცნობი ჟესტი რომ დავინახე, მივხვდი, რასაც ამბო­ბდა და სიცილი ამიტყდა. მაგრები ხართ, მაგრებიო, იმეორებდა მძღოლი. მოკლედ, არაფერია ისეთი, რაც მსოფლიოში ტაქსის მძღოლებმა არ იციან...

ახალი წელი აპრილში და საყოველთაო წუწაობა

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ბიზნესშემოთავაზებები იყო, საქართველოში დაბრუნებაზე მაინც ვფიქრობდი. თუმცა ჩემი იქაური მეგობრები არ მიშვებდნენ, დაიცადე, რამე გამოჩნდებაო. ასე მოვიდა­ 2011 წლის აპრილი. ტაილანდში ახალ წელს აპრილში ზეიმობენ.

მაღაზიაში ჩავედი სიგარეტის საყიდლად და სანამ ფეხს შევდგამდი, მეგობა­რმა დამირეკა, თუ წყალი შემოგასხან, არ აუშარდე, ეს რიტუალია, თუ გინდა მთელი წელი ბარაქა გქონდეს ოჯახშიო. რადგან უცხო ვიყავი, მერიდებოდნენ, მაგრამ მაღაზიის პატრონს განზრახ გავუჩერდი, რომ გავეწუწე. იმანაც შლანგი გამოიტანა და გვარიანად დამასველა...

თურმე რაც მეტ ადამიანს მიასხამ წყალს და რაც მეტ ადამიანს გაუმასპინძლდები, მით უფრო არ მოგაკლდება ხვავი და ბარაქა. ასე რომ, ქუჩებში ყველგან იდგნენ შლანგებით და ერთმანეთს წუწავდნენ.

"ფიქრი, რომ ბანგკოკში ჩემი პატარა რესტორანი მექნება, არ შემიწყვეტია"


ტაილანდში, ალბათ, კიდევ დავრჩებოდი, მაგრამ ჩემი მეგობარი ქალბატონი საქართველოში დაბრუნდა და მეც წამოვედი, იმ იმედით, რომ უკან მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ... თუმცა ფიქრი, რომ ერთ დღეს ბანგკოკში ჩემი პატარა რესტორანი მექნება, არ შემიწყვეტია...

ნინო ბურჭულაძე

რედაქტორის რჩევით