"გამაფრთხილა, არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო" - რას ჰყვება მეგზური, რომელმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა?
"გამაფრთხილა, არ თქვა, რომ ქართველი ხარ, რუსულად ილაპარაკეო" - რას ჰყვება მეგზური, რომელმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა?
22 ნოემბრის საღამოს სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელსაც თითქმის 22 საათის განმავლობაში მთელი საქართველო ლამის პირდაპირ ეთერში უყურებდა, დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამივე პირი ლიკვიდირებული იყო და ხელისუფლება უღიმღამო განცხადებებით ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ საშიში აღარაფერი იყო,
დედაქალაქში მშვიდად ძილზე არავინ ფიქრობდა, რადგან იმხანად მოსახლეობას მოსალოდნელი შურისძიების გამო მკვდარი ჩატაევის კიდევ უფრო ეშინოდა.

26 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ პირი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს თავი
შაჰიდის ქამრით აიფეთქა, მართლაც აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო. თუმცა დადასტურებულად მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, 1-ლ დეკემბერს ითქვა. რაც შეეხება ჩატაევის თანმხლებ პირებს, მათ შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი. 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული სინამდვილეში შუაიფ ბორზიევია (და არა საიდ
დუდაევი), ხოლო ეზოში ლიკვიდირებულები ასლანბეგ სოლტაჰმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) იყვნენ.

"კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს ჩატაევის საქართველოში შემოსვლის ოპერაციის დეტალებს.

ოქტომბრის მიწურულს (სავარაუდოდ, 25 ოქტომბერს) ხოფაში აჰმედ ჩატაევი საქართველოდან ჩასულებს შეხვდა.

"როცა ბინაში შევედით, იქ აჰმედ ჩატაევი დაგვხვდა. დივანზე იჯდა. ძალიან გამიკვირდა, რადგან დიდი ხნის მკვდარი მეგონა, გაკვირვება შევატყვე ჩემს თანმხლებ პირსაც. მითხრეს, სწორედ ჩატაევია ის, ვინც უნდა გენახათო. ტელეფონი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, თქვენთან გამომატანეს-მეთქი. რადგან უკვე გვიანი იყო, სასტუმროში წასვლა გადავწყვიტეთ. თუმცა ჩატაევმა მოულოდნელად გვითხრა, ვერსად ვერ წახვალთ, აქ უნდა დარჩეთო. ვიფიქრე, არ გვენდობა-მეთქი და სხვა რა გზა გვქონდა. იმ ღამეს ვკითხე, თქვენთან რატომ გამოგვგზავნეს-მეთქი და უცებ მიპასუხა, ერთი საქმე უნდა გააკეთოთ და მერე გაგიშვებთო. მას მერე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ტელეფონით საუბრობდა ვიღაცასთან. მეორე დილით გვითხრა, ერთ კაცს ველოდებიო. მხოლოდ შუადღისას გავიგეთ, რომ ის კაცი აღარ მოვიდოდა და ამის გამო კიდევ ერთი ღამის გათენებამ მოგვიწია ჩატაევის სახლში. მხოლოდ ღამით გვითხრეს, რომ პირი, რომელსაც ჩატაევი ელოდებოდა, საქართველოდან უნდა ჩამოსულიყო", - იხსენებს შეხვედრის მონაწილე.


ნინო ბურჭულაძე

SS
17 ივლისი 2018 19:14
ის რომ ცალხელა და ცალფეხა იყო, ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რომ ცალტვინა ყოფილხარ, ეს ეხლა გავიგე.
dato
17 ივლისი 2018 15:49
გელა
sos
16 ივლისი 2018 14:55
ხალხს აინტერესებს ვინ კურირებდა ჩატაევის შემოყვანას რომელსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები