ბრუკლინური "მიდი, მოადე"
ბრუკლინური "მიდი, მოადე"
"არავის ვუსურვებდი აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს... ჩემი შემყურე აქ უკვე 100 პატიმარი ვარჯიშობს კრივში, ამდენ მკვლელებსა და მორფინისტებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. ჰა, ჰა, ჰა... კი გამოვეცხადე ანჩისხატივით".

მოკრივე ავთო ხურციძის
წერილიდან მეგობარს

"ამერიკაში მე ყველაფერი ქურდულ­ რელსებზე შემოვდგი. ნებისმიერ ქართველთან ახსენე ჩემი სახელი და თქვი, რომ საქართველოში მოვდივარ, და ნახავ, ყველა როგორ უცებ ერთ ადგილზე მოჯდება".
ე.წ. კანონიერი ქურდი

რაჟდენ პიტერსკი (რაჟდენ შულაია)

რამდენიმე დღის წინ
ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრ­ივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ. უცხოეთის საპატიმრო ადგილებში ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში­ აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული
დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტ­ოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის დეტალები.

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"

მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩა­რთულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში­ ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმ­ოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).

რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები­ მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც.

ნიუ-იორკის ბანდები

2017 წლის ივნისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ლამის ორწლიანი მუშაობის შედეგად, ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური სინდიკატის 27 წევრი დააკავა.
"კანონიერი ქურდის" რაჟდენ პიტერსკის­ სინდიკატი, ყველაზე ცნობილი და ხმაური­ანი დაჯგუფება ნიუ-იორკის ბანდებს შო­რის, უკან არაფერზე იხევდა. უმრავლესობა "ამერიკული ოცნების" ასახდენად პოსტსაბჭოთა სივრციდან ემიგრირებული პირები იყვნენ. სინდიკატის საქმიანობის არეალი აშშ-ის 4 შტატზე: ნიუ-იორკზე,­ ნიუ-ჯერზიზე, ფლორიდასა და ნევადაზე ვრცელდებ­ოდა. დაჯგუფების წევრები კაზინოებში ტეხდნენ სათამაშო აპარატებს, საკრედ­იტო ბარათებიდან იტაცებდნენ ფულს, ვაჭრობდნენ იარაღით და ნარკოტ­იკით, არ ამბობდნენ უარს შეკვეთილ მკვლელობებზეც. ყველაზე მთავარი, რაც მას სხვა ბანდებისგან გამოარჩევდა, იყო მუშაობის მეთოდი, რომლის წყალობითაც სინდიკატი წლების განმავლობაში არ იქცევდა სამართალდამცავების ყურადღებას. ამიტომ პიტერსკის დაჯგუფების წევრების დაკავება აშშ-ში ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოსთვის, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ დაკავებულებს შორის ორი ქართველი მოკრივე - ლევან მაყაშვილი და მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთო ხურციძეც იყვნენ. გულშემატკივარი ივლისში ლონდონში ხურციძის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, რომელსაც მოკრივისთვის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა მოეტანა.

"საქართველოს დროშის ხელში დამჭერი აღარ ვარ"

ერთხანს ხურციძის გარემოცვა არ გამორიცხავდა, რომ ხურციძეს ლონდონის მატჩის წინ პროვოკაცია მოუწყვეს. 8 ივლისს ხურციძე, რომელიც დაკავების მომენტში მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, ლონდონში რინგზე მოკრივე ბილი ჯონ სონდერსს უნდა შეხვედროდა. დაკავების შემდეგ შეჯიბრება გაუქმდა, მეტიც, ცნობილ ქართველ მოკრივეს ჩამოართვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც. თუმცა იმედგაცრუებული მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი არ იყო, გისო­სებს მიღმა დარჩენილი "ჩაქუჩა" საკუ­თარი ქვეყნის უყურადღებობას უჩიოდა:­ ""საქართველოს არ ვახსოვარ, თან არც ის სცოდნიათ, ვისი სახელით გამოვდიოდი. აგერ რუსეთი ჩამოვიდა ჩემს სან­ახავად, ჩვენი მოქალაქე ხომ არ არისო. სამწუხაროდ, არ ვიყავი, თორემ რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს­ და ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზება. საქართველოს დროშის ხელში დამჭერი მე აღარა ვარ", - წერდა ავთო ხურციძე.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ "უკრაინ­ულ­ ტორნადოდ" და "ამერიკულ ჰაიმერად"­ წოდებულ მოკრივეს ციხეში გატარება წლობით მოუწევდა. სასამართლო პროც­ესზე ხურციძის საქმე ცალკე გამოიყო. დაკავებულთა უმრავლესობამ გამოძიებასთან ითანამშრომლა, მოკრივემ კი უარი თქვა გირაოთი გამოშვებაზე და განაჩენს ციხეში ელოდება. ნაფიცმა მსაჯულებმა ხურციძე ყველა წაყენებულ ბრალდებაში დამნა­შავედ ცნეს... გამოძიების მასალებით,­ ხურციძე შულაიას სინდი­კატში ძალოვან ფრთას ხელმძღვანელობდა­ და "შავ" საქმეებს აკეთებდა. მაგალითად, თუ ვინმე დროულად­ ან არასაკმარისად იხდიდა ფულს, "კანონიერი ქურდი" მოკრივეს დაურეკავდა და საქმის "დალაგებას" სთხოვდა. როგორც გავლენიანი­ ამერიკული მედია წერდა, ხურციძის საქმეში­ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ტელეფ­ონით გადაღებული ვიდეომტკიცებულებაც ჰქონდა.

"ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კაზინოდან ფული მოიპარა. ხურციძე ასილაქებს მამაკაცს და ეუბნება, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას შედეგები მოჰყვება", - წერდა მაშინ გაზეთი "ნიუ-იორკ პოსტი".

კიდევ ერთი მოკრივე

პეტერბურგელი რაჟდენის ცხოვრებაში­ პირველი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი იყო. ცნობილი რუსი მოკრივე და შოუმენი შულ­აიას ყველა "ბიზნესმოლაპარაკებაზე"­ დაჰყვებოდა და "შედეგიანადაც". ამერიკაში გადასვლის შემდეგ რაჟდენ შულაიასთან ადგილი ამჯერად ქართველმა ავთო ხურციძემ დაიკავა. როგორც ამბობენ, რაჟდენ შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ ის აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტრ­ოლებას და "მაყურებლებსაც" თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავდა. თუმცა ქართ­ულ კრიმინალურ წრეებში ეს ინფორმ­აცია გაბუქებულად მიაჩნიათ. რაჟდენ პიტერსკი აშშ-ში ისე მოკრძალებულად ცხოვრობდა, რომ დაკავე­ბისას გამოძიებას­ გაუჭირდა დამტკიცება,­ რომ ის ნამდვილად "კან­ონიერი ქურდია". თუმცა შულაიას საკუთარი სტატუსისა და ღირსების დამტკიცება, გამოძიების გარდა, სავარაუდოდ, კოლუმბიელებთანაც მოუწევს, რადგან დაინტერესებულ წრეებში ფიქრობენ, რომ "ბრუკლინურ "მიდი, მოადეს" გაგრძელება ექნება.

"ჩაქუჩას" საკრივო კარიერა დასრულებულია...

ავთანდილ ხურციძის სასამართლო 21 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო პროცესი ორი კვირით ადრე, 7 სექტემბერს გადმოიტანეს. პროცესის დაჩქარება ბრუკლინის ციხეში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც ავთანდილ ხურციძე და ე.წ."კანონიერი ქურდი"რაჟდენ შულაია დაჭრეს. ხურციძე ჯერაც კარცერშია და იქ ელის სასამართლო პროცესს, სადაც უნდა გაირკვეს, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ბრუკლინის ციხეში ყოფნა.

ავთოს არაერთხელ (მათ შორის "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერ­ვიუშიც) უთქვამს, რომ ბრუკლინის ციხეში ყველა პატივს სცემს, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, "ყველაში" არ შედიან კოლუმბიური დაჯგუფების წევრები. იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა ნარკორეალიზატორი და მკვლელია, "ჩაქუჩასთან" პირისპირ ჩხუბს ვერც ერთი ვერ გაბედავდა, რომ არა ჯგუფური ჩხუბი და გაცილებით მეტი შეიარაღებული ლათინოსი. ჰემატომა, ზედაპირული დაზიანებები და კარცერი პრობლემა არ არის, აი, სასამართლოს წინ ამ დონის ინციდენტში გახვევა კი ნამდვილად არ იმოქმედებს დადებითად მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. მართალია, ქართველი მოკრივის მეგობრებმა რეკომენდაციები შეაგროვეს და იმედი აქვთ, რომ მცირედით მაინც იმოქმედებენ მთავარი მსაჯულის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს მოსამართლე ამ ყველაფერს, ძნელი სათქმელია.
შეგახსენებთ, რომ ხურციძე, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, საპატიმროში იმყოფება, ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგებაზეც უარს ამბობს. თუმცა ერთია მისი გადაწყვეტილება, მეორე - ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი, მათ კი უკვე გადაწყვიტეს, რომ ავთო მართლაც არის კრიმინალური დაჯგუფების წევრი, რაც დიდ (20 წლამდე) სასჯელს გულისხმობს. ბუნებრივია, მოახლოებული სასამართლოს წინ კომენტარის გაკეთება არც ხურციძის ადვოკატს სურს, თუმცა ჩვენ მაინც გავარკვიეთ, რომ უფლებადამცველის ვარაუდით, ქართველ მოკრივეს, მაქსიმუმ, ხუთ წელიწადს მიუსჯიან. ცხადია, ეს თავად ბრალდებულმაც იცის, თუმცა ურჩევნია, რამდენიმე წელი გაატაროს ციხეში, ვიდრე აღიაროს ის, რაც, მისი თქმით, არ ჩაუდენია...

კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ვარჯიში არც დაპატიმრების შემდეგ შეუწყვეტია და ამბობს, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ მისი ასაკის (39 წლის არის) და სავარაუდო სასჯელის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ავთანდილ ხურციძის საკრივო კარიერა დასრულებულია.

რატი შელეგია

"ქურდი" ეკონომისტის დიპლომით(?!)

პეტერბურგელ რაჟდენ შულაიას საფინანსო-ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლისას რვაქიმიან ქურდულ ვარსკვლავზე ოცნებაც არ შეეძლო, რადგან იმხანად ქურდობის მსურველთათვის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი ქუჩა უნდა ყოფილიყო, ხოლო აუცილებლად დასასწავლი საზეპირო - "ქურდული კოდექსი". თუმცა ჯერ კიდევ სტუდენტის ანგარიშზე უკვე იყო ორიოდე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ადამიანის გატაცება... 2000-იანი წლების დამდეგისთვის მას უკვე უკვე კარგად იცნობდა­ პეტერბურგის კრიმინალური სამყარო. როგორც ამბობენ, რაჟდენ შულაია შაქრო კალაშოვის ნდობით აღჭურვილი პირი და ჩრდილოეთ დედაქალაქის"მაყურებელი იყო.
ერთობ საინტერესო იყო რაჟდენ პიტერსკის ცხოვრება. ერთი მხრივ, ზედმიწევნით ცდილობდა "ქურდული ტრადიციების" დაცვას - ცხოვრობდა მოკრძალებულად, ცდილობდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, მეორე მხრივ კი აფუძნებდა კომპანიებს, ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და ამით არღვევდა იმავე "ქურდულ ტრადიციებს".

2010 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2013 წელს, კვიპროსზე "კანონიერი ქურდის"­ სტატუსიც მოიპოვა. ერთი ვერსიით, მისი "ნათლია"­ ცნობილი "კანონიერი ქურდი" მერაბ ჯანგველაძე, იგივე მერაბ სოხუმსკია. რამდენიმე ხანში შულაია "კოლეგებთან" ერთად დააკავეს კიდეც, თუმცა მალევე გამოუშვეს.


ნინო ბურჭულაძე
გავაზელი
09 სექტემბერი 2018 16:14
გიორგი, მერე კოლუმბიელები არ არიან ლათინოსები?
გიორგი
09 სექტემბერი 2018 02:50
ლათინოსებთან მოუვიდათ ჩხუბი და არა კოლუმბიელებთან. რო წერთ ჯერ ინფორმაცია მაინც მოიძიეთ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები