"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ
"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ
ფოტოზე: ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია

"ამერიკაში მე ყველაფერი ქურდულ­ რელსებზე შემოვდგი. ნებისმიერ ქართველთან ახსენე ჩემი სახელი და თქვი, რომ საქართველოში მოვდივარ, და ნახავ, ყველა როგორ უცებ ერთ ადგილზე მოჯდება".
ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ პიტერსკი (რაჟდენ შულაია)

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრ­ივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული  სტატიიდან:

უცხოეთის საპატიმრო ადგილებში ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა
რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში­ აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტ­ოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის
დეტალები.

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"
მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩა­რთულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში­ ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმ­ოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).

რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები­ მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც.



ნინო ბურჭულაძე


მკითხველის კომენტარი (21)
Gigi
19 სექტემბერი 2018 20:51
Kurdglebs urtkamen.
antibneleti
07 სექტემბერი 2018 18:39
ჭირმა გაწყვიტოს კოლუმბიურიც და საბჭოური მაფიაც მათ მოსარჩლე-მოტრფიალეებთან ერთად!
??
05 სექტემბერი 2018 10:30
სტატიის მიზანი რა არის? რა საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი?
ემიგრანტი
05 სექტემბერი 2018 03:12
ამერიკაში რომ ქართველს იპოვი და ცემას დაუწყებ ფული მოიტანეო. ის ქართველი რისი ღირსია?
ხოდა მოუხდებათ. ერთი ათ წელიც და გამოვლენ კაცები.
zara
04 სექტემბერი 2018 22:56
ამ სტატიის აზრი,მიზანი ვერ გავიგე..
სოს
04 სექტემბერი 2018 14:34
ნაცემი ქურდი სასაცილოა სანახავია.არ დაბლოკოთ
თამაზი,ზ
04 სექტემბერი 2018 14:22
გამაგებინეთ,ქურდები უმრავლესობაში ითვლებიან?
ადამიანი
04 სექტემბერი 2018 13:48
ამათი იმედიღა დამრჩა. ამათ ხელში თუ გაბრწყინდება საქართველო...
გია
04 სექტემბერი 2018 13:37
წუმპე!
lia
04 სექტემბერი 2018 10:20
ეს სპეკტაკლი საქართველოდან დადგმულს უფრო გავს,....თითქოს მოილაპარაკეს აშშ მხარესთან ,რომ გამოეშკარავებინათ და დაესაჯათ საკუთარი მოქალაქეები-

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები