"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ
03-09-2018
"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ
ფოტოზე: ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია

"ამერიკაში მე ყველაფერი ქურდულ­ რელსებზე შემოვდგი. ნებისმიერ ქართველთან ახსენე ჩემი სახელი და თქვი, რომ საქართველოში მოვდივარ, და ნახავ, ყველა როგორ უცებ ერთ ადგილზე მოჯდება".
ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ პიტერსკი (რაჟდენ შულაია)

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრ­ივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული  სტატიიდან:

უცხოეთის საპატიმრო ადგილებში ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა
რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში­ აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტ­ოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის
დეტალები.

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"
მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩა­რთულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში­ ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმ­ოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).

რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები­ მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც. (იხილეთ სრულად)

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (21)
Brooklyn
04 სექტემბერი 2018 08:08
მოკლედ ჩაქუჩა ჩვენი ტაისონაა რა, ათას ახვარში გარეული ესეც და განგსტერი ძმაკაცები... ეხლა შრამებიც დააჯდება კოლუმბიელი ხულიგნების დანებისგან, გამოვა ციხიდან და ცოცხლად შეჭამს ვიღაცეებს(!) გენაცვალე გავარტყი ყველა გოიმს და უმადურს ვინც ვერ ხვდება ჩაქუჩა ვინ არის
Daviti
04 სექტემბერი 2018 00:43
Gamburdzgla, lamisaa viamayo. Eg yofila aqilevsi da am statiis avtori homerosi. Leqsad sheasxi xotba
zara
03 სექტემბერი 2018 20:34
???????
ნანა
03 სექტემბერი 2018 18:47
მდაააააა...
givi
03 სექტემბერი 2018 18:38
მადლობა საბჭოთა კავშირს რომ ქართველი კრიმინალები ესკობარები არ გახდნენ
5
03 სექტემბერი 2018 17:02
შენ გიხარე, ძლივს არ ვეღირსე პიტერსკის ნახვას. სურატს გავადიდებ და "ზალაში " ჩამოვკიდებ
aburjga
03 სექტემბერი 2018 17:00
ქურდი ხარ თუ პარლამენტარი საკუთარი ღირსება უნდა დაიცვა და ვერავინ უნდა დაგჩაგროს, ვერც კოლუმბიელმა და ვერც ვინმე ელტონჯონმა!!!
თემური
03 სექტემბერი 2018 16:45
არა ბიჭოს და მარტო ლგბტ თემები უნდა ვიკითხოთ,ნახე როგორ აწკავწკავდნენ ტურები!?
ვენაცვალე ხურციძე მაგარი ადამიანია და კაცი რო მასზე ინფორმაციას დაიწუნებს რაზე უნდა ელაპარაკო ტფუ....
ბიძინა
03 სექტემბერი 2018 15:05
მადლობას "გიხდით", რომ პერიოდულად გვაწვდით ინფორმაციას ქურდული სამყაროს შესახებ, რომ არ დაგვავიწვდეს პიტერსკი და მისთანები.
გია
03 სექტემბერი 2018 14:57
ამ სტატიის ავტორს მგონი "ქურდული მენტალიტეტის" პოპულარიზაცია აქვს მიზნად. ანუ - "ქურდებიც" კი უნდა მოგვწონდეს - თუკი ისინი ქართველები არიან?!

რედაქტორის რჩევით