"ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი" - რას ამბობს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე?
"ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი" - რას ამბობს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი პანკისის სპეცოპერაციაზე?
ფოტო:თემირლან მაჩალიკაშვილი
საბედისწერო გასროლა

"მიმოწერაში ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს"

გასულ წლის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი. მამამისი დღემდე ქუჩაში ეძებს სამართალს. მოგვიანებით, მედიაში გაჩნდა ვიდეოკამერიდან ამოღებული ფირი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას მოკლულ პირებთან ერთად ტელეფონების მაღაზიაში ჩანს. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამ ფირით და მედიაში აქა-იქ ფრაგმენტულად გასაჯაროებული მტკიცებულებებით მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმის ხელშემწყობ ჯგუფთან ნაკლებად
დამაჯერებელია. რატომ არ ასაჯაროებს გამოძიება მის ხელთ არსებულ მტკი-ცებულებებს, თუ მართლაც აქვს, როდესაც მაჩალიკაშვილის ეპიზოდის ტრაგიკულად დასრულების გამო საზოგადოების ინტერესი ჯერაც არ განელებულა? - ამ კითხვას პასუხი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გასცა:

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი - ერთი თვის
განმავლობაში უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ, რომ ეს პირები დაგვეკავებინა. საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი.
ირაკლი ჩიმაკაძე
ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ...

- რუსლან შავაძე?
- დიახ. სპეცოპერაციის შემდეგ ის ტყეში იმალებოდა და როგორც კი გამოვიდა, იმ დღესვე დავაკავეთ...

- პანკისის სპეცოპერაციის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნახევრად მძინარე მაჩალიკაშვილს იმიტომ ესროლეს, რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა და შესაძლოა აემოქმედებინა. ოჯახის წევრების თქმით, ხელყუმბარა სახლში არავის უნახავს და ის თემირლანს "ჩაუდეს". მოგვიანებით ადვოკატებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, რამაც უფრო გაამყარა "ჩადების" ვერსია. და მაინც, რა მოხდა 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების ოჯახში?
- გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ.

- რატომ არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები ხელყუმბარაზე?
- ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია...

- ანუ?
- ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ.

- რადგან თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა. რატომ არ წაუყენეს, მით უმეტეს, როგორც თქვენ ამბობთ, მისი ბრალეულობის მტკიცებულებები გქონიათ?
- როდესაც პირს ბრალს წაუყენებენ, ის უნდა აცნობიერებდეს და საღ გონებაზე იყოს. თემირლან მაჩალიკაშვილი სასამართლოს განჩინებით დააკავეს. ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენა და გაცნობა მაშინ შეიძლება, როცა დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს ბრალდებას, ასევე იცის ის უფლებები, რომლებიც ბრალდებულს აქვს.
კადრი გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან
აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონოდ არის, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, ასევე ვერ წაუყენებდნენ ბრალს გარდაცვალების შემდგომ, ვინაიდან ეს გარემოება უკვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

- მაჩალიკაშვილები აცხადებენ, რომ ჩატაევთან მათ ოჯახს არანაირი კავშირი არ ჰქონია, შესაბამისად, არც თემირლანს.
- ნახავდით პრესაშიც და მეც გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ, თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან.


- არაერთხელ ითქვა, რომ სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. მაჩალიკაშვილების განცხადებით, ის ნახეს სპეცოპერაციის შემდგომ სახლში...
- ეს ტყუილია. არათუ გოგაშვილი, მეც კი არ ვყოფილვარ იმ დღეს პანკისში. დაკავების სპეცოპერაციებს სამსახურის პირველი პირები არ ესწრებიან. როგორ ფიქრობთ, ჩემი ხელმძღვანელები იქ რომ ყოფილიყვნენ, მე თბილისში ვიქნებოდი? იხილეთ სრულად



gaga
29 იანვარი 2019 18:48
ანუ თქვენი აზრით ვინც ჩატაევს იცნობდა ყველა უმოწყალოდ უნდა ამოვხოცოთ, ხოლო ვინც დაპატიმრებული ჩატაევი პოლიტპატიმრის სტატუსით დიდი ზარ-ზეიმით გაათავისუფლა ციხიდან ისინი გმირებად უნდა შევრაცხოთ! ბიოლოგიურ მასალას თავისუფლად დაიტანდნენ ხელყუმბარაზე. ანაბეჭდების დატანა კი ცოტა რთულია და ალბათ აღარ ჩათვალე საჭიროდ, უამისოდაც ჩავფარცხავთო.
halagaji
20 ნოემბერი 2018 10:44
სახეზე ყველას აგვეფარება ცოტახანში.
ოთო
20 ნოემბერი 2018 09:36
ეხლაც გამოვარდით ნაციონალური სექტანტები და აკეთეთ ანტიქართული განცხადებები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?