"მითხრეს, როდესაც მეომარი ბრძოლაში იღუპება, მის ცოლს სხვაზე ათხოვებენო" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა
01-12-2018
"მითხრეს, როდესაც მეომარი ბრძოლაში იღუპება, მის ცოლს სხვაზე ათხოვებენო" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა
სირიასა და ერაყში დაწყებულმა ომებმა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა... რუსეთში მცხოვრები ქართველი გოგონა არ არის ერთადერთი, რომელმაც ის ჯოჯოხეთი გამოიარა და ჯერ დაბომბვებს, შემდეგ კი ტერორისტებს სასწაულებრივად გადაურჩა... თუმცა, ომის სტრესისგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. 27 წლის სოფო, მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა და სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, დაღესტნელი სტუდენტი გაიცნო და მაშინ
დაიწყო მისი პრობლემებიც...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ნარგილი საერთო მეგობრების დახმარებით გავიცანი და თავისი მამაკაცური თვისებებით, მზრუნველობით, ყურადღებითა და სიმშვიდით მალე შემაყვარა თავი... ერთხელ მითხრა, - ჩვენ სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობას მივეკუთვნებით, ოჯახის წევრები ქრისტიან ქალს ცოლად არ მომაყვანინებენო... ჩემი მშობლებიც გაგიჟდებოდნენ, როცა მასზე გაიგებდნენ, მაგრამ რა მექნა, მხოლოდ ის მიყვარდა და ცოლად სხვას ვერასდროს გავყვებოდი..."

"შევთავაზე, -
ისლამს მივიღებ-მეთქი... გაუხარდა, თან დამამშვიდა, - ღმერთი ყველას ერთი გვყავსო... მოკლედ, შევუღლდით. ორივეს ოჯახის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ ამით, მაგრამ შემდეგ შეეგუვნენ... ვიდრე მოსკოვში ვცხოვრობდით, ბედნიერები ვიყავით, თუმცა, როგორც კი მის სახლში წავედით, ყველაფერი შეიცვალა..."

"ჩემი ქმარი ღამღამობით არაბულს სწავლობდა, მათთან რომ ესაუბრა... თურმე დაღესტანში წასვლამდე გადაუბირებიათ. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ერთხელ მომახარა, იმ ქვეყანაში უნდა წავიდეთ, რომელზეც ადრე გითხარიო - ოცნებებში იყო წასული... 7 თვისაც არ იყო ჩემი ბიჭი, როცა მოსკოვიდან თურქეთში გადავფრინდით, იქიდან კი სირიაში ჩავედით..."

"ისედაც არ იყო დიდად მოლაპარაკე და საერთოდ დამუნჯდა. მთხოვდა, რამე თუ მომივა, ჩემზე არ გაბრაზდე, მაპატიეო... ნანობდა, თუმცა არ აღიარებდა. ღამე ვერ იძინებდა: ხან იარაღს წმენდდა, ხან ლოცულობდა... მერე ისევ საომრად მიდიოდა. შორიდან დაბომბვის ხმა მოდიოდა და სტრესისგან იმდენად ვიყავი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი, რომ ასე მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო... ერთხელ მითხრეს, - როდესაც მეომარი ბრძოლაში იღუპება, მის ცოლს სხვაზე ათხოვებენო. ერთ კვირას აძლევდნენ მოსაფიქრებლად, რამდენიმე მეომრიდან უნდა ამოერჩია..."

"ერთ დღესაც ეზოში რამდენიმე დაფლეთილ-დასისხლიანებული ცხედრები მოასვენეს, სულ 27 იყო. ქალები ჩამოვიდნენო, - ანუ ქმრები უნდა ამოეცნოთ. მე არ ჩავედი, მაგრამ დამიძახეს. არ მახსოვს, იქამდე როგორ მივედი - ის ერთი, რომელიც ვერავინ იცნო, ნარგილი გახლდათ. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ხელისგული გაგლეჯილი ჰქონდა, თითებით ვიცანი... გულის ჯიბეში ჩვენი საერთო ფოტო ედო, სისხლით დასვრილი...."



1244
09 იანვარი 2019 14:19
იმედია, კიდევ არ გაეპარება მშობლებს.
მაგნოლია
05 დეკემბერი 2018 14:51
ქრისტე როგორ დასთმე გოგო, ვწუხვარ , იმედია დაუბრუნდები უფალს
დაჯი
02 დეკემბერი 2018 20:32
მას შემდეგ რაც გაზეთი გამოვა(თუნდაც ერთი თვისშემდეგ) გთხოვთ დაუსრულებული სტატიები დაასრულოთ

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?