სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
25 დეკემბერს სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძეა.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:
"ჩვენი ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა. მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე "ჟღალი გენერლის" თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა
მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, ამ ეტაპზე ვცდილობთ მეტი დეტალის გარკვევას".


(სპეციალურად საიტისთვის)
giorgis
27 დეკემბერი 2018 15:15
100 პროცენტით გეთანხმებით,
giorgi
27 დეკემბერი 2018 13:47
14 წლის სირიაში იბრძოდა და 19 წლის მაჩალიკაშვილზე იძახიან ბავშვი იყოო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები