სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

25 დეკემბერს სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძეა.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი: "ჩვენი ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა. მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე "ჟღალი გენერლის" თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, ამ ეტაპზე ვცდილობთ მეტი დეტალის გარკვევას".

იხილეთ ასევე: სირიაში "ხალიფატის" ე.წ. იუსტიციის პანკისელი მინისტრი დაიღუპა - ვინ იყო ადამ გუმაშვილი და რა აკავშირებდა პანკისის "ჯამაათის" წინააღმდეგ გავრცელებულ მუქარასთან?

(სპეციალურად საიტისთვის)