"ჩატევმა დაარღვია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, არაფერი უნდა გაკეთებულიყო საქართველოში ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებდა" - კვირის პალიტრა

"ჩატევმა დაარღვია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, არაფერი უნდა გაკეთებულიყო საქართველოში ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებდა"

მას შემდეგ, რაც მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი) აშშ-მა და გაერომ 2014 წელს საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, ვცდილობდი მასთან ინტერვიუს მოპოვებას. მუსლიმ ალ შიშანი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება "ჯუნუდ აშ შამის" ("სირიის მებრძოლები") მეთაურია. ის წლების განმავლობაში იბრძოდა ჩეჩნეთში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, იყო "კავკასიის ემირატის" გავლენიანი მეთაური და დოკუ უმაროვის გარემოცვის უახლოესი წევრი. ამჟამად სირიაში, ლატაკიაში იბრძვის. სწორედ სირიიდან დაგვთანხმდა, სპეციალურად ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის ინტერვიუ მოეცა. გთავაზობთ ამონარიდს, რომელშიც ის ახმედ ჩატაევზე ლაპარაკობს:

- რას ფიქრობთ შარშან თბილისში დატრიალებულ მოვლენებზე? "ჩატაევის საქმეს" ვგულისხმობ. მოახდენს ეს გავლენას სირიაში მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქ¬ეების მომავალზე, თუნდაც ისინი არ იბრძო¬დნენ "ხალიფატის" რიგებში? - "ჩატაევის საქმე" განსაკუთრებულია. არ ვიცი, რატომ არ გაასამართლა ის ქუჩაში "კავკასიის ემირატმა" შარიათის სასამართლოთი. ვიცი, რომ დოკუ უმაროვმა თავის დროზე უმკაცრესი ბრძანება გასცა, გარკვეულიყვნენ იმ ამბებში, რაც ლაფანყურში მოხდა და მკაცრად დაესაჯათ დამნაშავეები. ეს ადამიანი უკვე მკვდარია და არ მინდა ამ შემთხვევის დეტალები წამოვწიო, თუმცა მოკლედ ვიტყვი: ამ კაცმა დაარღვია მთავარი ემირის ბრძანება, რომელიც ამბობდა, რომ არაფერი უნდა გაკეთებულიყო საქართველოში ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებდა. ამ კაცმა დაარღვია შეთანხმება, რომლის დაცვა ყველა მუსლიმს ევალება, თუნდაც ის არამორწმუნესთან იყოს დადებული. ამით უმადურობა გამოხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ის ერთ დროს ФСБ-ს, ფაქტობრივად, ხელიდან გამოჰგლიჯა. ჩატაევის მოქმედებას გამართლება არა აქვს. იხილეთ სრულად

იხილეთ ვიდეო - მუსლიმ ალ შიშანის ექსკლუზიური მიმართვა