"საქართველო ჩემი სამშობლოა, ყოველთვის მზად ვარ მის დასაცავად" - რას ამბობს მუსლიმ ალ შიშანი "კვირის პალიტრისთვის" გამოგზავნილ ექსკლუზიურ მიმართვაში - კვირის პალიტრა

"საქართველო ჩემი სამშობლოა, ყოველთვის მზად ვარ მის დასაცავად" - რას ამბობს მუსლიმ ალ შიშანი "კვირის პალიტრისთვის" გამოგზავნილ ექსკლუზიურ მიმართვაში

მუსლიმ ალ შიშანი (მურად მარგოშვილი) სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაჯგუფება "ჯუნუდ აშ შამის" ("სირიის მებრძოლები") მეთაურია. ის წლების განმავლობაში იბრძოდა ჩეჩნეთში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, იყო "კავკასიის ემირატის" გავლენიანი მეთაური და დოკუ უმაროვის გარემოცვის უახლოესი წევრი. ამჟამად სირიაში, ლატაკიაში იბრძვის.

სწორედ სირიიდან დათანხმდა, სპეციალურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ინტერვიუ მოეცა. გთავაზობთ ექსკლუზიურად ჩვენი გამოცემისთვის გამოგზავნილ მუსლიმ ალ შიშანის მიმართვას.