ტოხოსაშვილი ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა - უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს - კვირის პალიტრა

ტოხოსაშვილი ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა - უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს. "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის ნინო ბურჭულაძის თქმით, ტოხოსაშვილს უკრაინის სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინაში ტოხოსაშვილი ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა. როგორ მოხვდა იგი უკრაინაში და საიდან შევიდა, ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახლემწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარემოცვაში იყო. ის სირიაში 2014 წელს წავიდა. მას შემდეგ უცოხურ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს, ტოხოსაშვილი ამ დრომდე უკრაინაში იმყოფებოდა. (იხილეთ ვრცლად)