ბლოგერები
Young Citizen
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ გარდაცვლილ პოლიციელზე განაცხადა: "ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. გადმონაშთია იქედან და გამწარებული ჰყავთ ხალხი".
ამ განცხადებიდან სამ დღეში ვარკეთილში ორ პოლიციელს ესროლეს, აქედან ერთი სამართალდამცავი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.
07-04-2015
დაწვრილებით...
უიმედო იმედი! - ნაკრები არც ქეცბაიაა, არც - მერებაშვილი და არც - ცხადაძე
ზუსტად 20 წლის წინ, 29 მარტს საქართველოს გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მაშინაც, როგორც ახლა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იყო. მოუთმენლად ველოდით მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან თამაშს - 5 წლის წინ იმ გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. გარდა იმისა, რომ ცოცხლად ვიხილავდით იურგენ კლინსმანს, ლოთარ მათეუსსა და ა.შ. საქართველოს ნაკრები არ იყო ადვილად დასამარცხებელი გუნდი და გარკვეული იმედები არსებობდა.
26-03-2015
დაწვრილებით...
მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ
… როდესაც ნეპოტიზმი განათლებას ამარცხებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნეპოტიზმი ყოველთვის იყო და არის საზოგადოების ჭაობში ჩამძირავი მოვლენა. თუმცა, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიასა და რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში ნაცნობ-მეგობრებ-ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნამ უკვე კატასტროფულად იმატა.
13-03-2015
დაწვრილებით...
ნაკურთხი პრემიების აუტანელი სიმსუბუქე
ლორდი აკტონი: ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის!

"ჯერ კიდევ 2008 წელს, ხოლო შემდგომში 2009, 2012 წლებში გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ბავშვების 12% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში თითოეული მათგანი მოიხმარს მხოლოდ 2 ლარს, ხოლო 30% კი- ფარდობითი სიღარიბეში. ამავე კვლევების თანახმად, შესწავლილი ოჯახების 10 % აცხადებდა, რომ მათ მიერ საკვების მომხმარება იმდენად შეზღუდული იყო, რომ აღნიშნულის გამო საფრთხეში იყო მათი ჯანმრთელობა." - ეს არის საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის მარტში გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდი, რომელიც ერთი წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილით სიკვდილს უკავშირდება.
17-02-2015
დაწვრილებით...
რეიტინგსშეწირულები
იყო ასეთი ჟურნალისტი, მარი კოლვინი, რომელიც ძირითადად, კონფლიქტებს აშუქებდა და სირიის სამოქალაქო ომში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ბრიტანული გამოცემის "THE SUNDAY TIMES"-ის 56 წლის ჟურნალისტი ჭურვის აფეთქებამ იმსხვერპლა.
10-02-2015
დაწვრილებით...
როდესაც
რამდენიმე დღის წინ რუსთავიდან თბილისში მოვდიოდი და "მარშრუტკის" მძღოლმა მოძრაობის წესები, აშკარად დაარღვია. დარღვევისთანავე "მარშრუტკა" საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლს საბუთები მოსთხოვა და ბევრი ხვეწნის მიუხედავად, ჯარიმის დასაწერად მოემზადა. 50 ლარიანი ჯარიმის წერის მომენტში მძღოლი პატრულთან მივიდა, ორი სიტყვა უთხრა, შემდეგ "მარშრუტკა" დაძრა და ჩვეულ გზას დაადგა. ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვხედა იქ მსხდომებს და ამაყად თქვა, - "სხვა გზა არ დამიტოვა, ეგ პატრული სვანია და ისეთი სვანის გვარი ვუთხარი, რომ ჯარიმას ვეღარ დამიწერდა".
28-01-2015
დაწვრილებით...
რა საჩუქარი ელოდებათ სანტა კლაუსისგან ძლიერთ ამა ქვეყნისა

სულ მალე ახალი წელი მოვა. ყველა ელოდება თავის წილ საჩუქარს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები. ვნახოთ, რას აჩუქებს სანტა კლაუსი ძლიერთ ამა ქვეყნისა.

27-12-2014
დაწვრილებით...
ცოლის მოკვლაც კრიმინალია!
"ცოლი თუ გღალატობს ის ყველაფრის ღირსია, ცოლს თუ აღარ უყვარხარ და შენგან წასვლა უნდა -ისიც ყველაფრის ღირსია"
19-10-2014
დაწვრილებით...
მამულისთვის მოღვაწე
"ჩადიხარ რუსეთში, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, და "ფსოუს წყალს" უმღერი - მთელი ერი "დავიდრგუნეთ"!

"ლელა წურწუმია, რომელსაც ყველას დაანახა - ხელოვნებას საზღვარი არ აქვს, ისევე როგორც უსირცხვილობას"
07-10-2014
დაწვრილებით...
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?