ბლოგერები
Young Citizen
ორალური სექსი, დი კაპრიოს ოსკარი და მარტის კატები
დიდი ხანია ვიცით, რომ სექსი "წოწო" არ არის და ამის აფიშირება მომაბეზრებელია უკვე - ერთი საბჭოთა კავშირში არ იყო სექსი და მეორე დღევანდელი საქართველოა კდემამოსილი... თქვენ იკითხეთ ფამუქი, ხოლო ეს ადამიანები "მარტის კატების" ისტორიით დატკბებიან და განიხილავენ, თუ რატომ დაშორდა ია ფარულავა მეუღლეს. მართლა კატა ისაქმებდა ტარიელის გიტარაში თუ "პარკმახერი მიშა" იყო დამნაშავე?!
05-03-2014
დაწვრილებით...
რეაქცია
რეალური პრობლემის უკანა პლანზე გადატანა, ურთიერთშეურაცხყოფა, დუჟმორეული "VIP"-ები - ეს გადაცემა "რეაქციის" მთლიანი კომპლექტი არ ყოფილა. გადაცემის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ საკრებულო პარლამენტის დონემდე მაინც ვერ მივა. სად ჯაჭვლიანი-ბარამიძე და საკრებულოს წევრთა ძიძგილაობა. ამ მხრივ, მათ აშკარად ტრეინინგები ჭირდებათ.
ისე, ამ საკრებულოში ვერ გამიგია, ვინ "ნაციონალია" და ვინ " ოცნების" წევრი. კაცი, რომელიც 9 წელი ერთ მხარეს იყო, მერე ამ მხარემ წააგო და გამარჯვებულს მიეტმასნა და წაგებულ მხარეს ნიშნის მოგებით ელაპარაკება, მერიის ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს და აგინებს, ცოტა არ იყოს არაეთიკურია, არაეთიკური მარაზმია. ასეთი ადამიანები ქვეყანას ვერაფერს უშველიან, თუ არ გაუფუჭებენ.
15-02-2014
დაწვრილებით...
მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
GO HOME GIGI, YOU ARE DRUNK… სამწუხაროდ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ვერ "გაპრავდა"...

ზოგმა "გამპრავებელმა" ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. კი დადგმულია, რომც არ იყოს დადგმული, მაინც არაფერია საგანგაშო. გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის სიკვდილიც დადგმული იყო! 26 მაისსა და 7 ნოემბერს უფრო მაგრად უნდა ეცემათ ხალხი - ის მოვლენებიც ხომ სახელმწიფო გადატრიალებად ფასდებოდა?! მასობრივი ტერორიც აუცილებელი იყო - ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე!
31-01-2014
დაწვრილებით...
თუ ადამიანმა მოინდომა, ძაღლი ძაღლის ტყავსაც დაგლეჯს...
ვიდეოში ასახულია, თუ როგორ გლეჯს ერთი ძაღლს ორი თანამოძმე, თანაც ამ დაჩაგრულ ოთხფეხს პირზე, ე.წ. "სკოჩი" აქვს აკრული და გაქცევის შესაძლებლობაც წართმეული აქვს. როგორც თავად ხვდებით, ორ ძაღლს თანამოძმის მიმართ ძველი წყენა არ უნდა ქონოდათ გულში ჩადებული და მით უმეტეს, არც პირზე "სკოჩის" აკვრის ინიციატორები არ იქნებოდნენ. ამ ყველაფრის შემოქმედი არის რამოდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც ეტყობათ, არათუ ძაღლისა და ადამიანის მეგობრობის შესახებ, არამედ ადამიანობის შესახებაც არაფერი გაუგიათ. ისინი დიდი ინტერესით უყურებენ, თუ როდის მოკლავენ წამებით მათი გაწვრთნილი ძაღლები ძირსდაგდებულ ტყვეს.
25-01-2014
დაწვრილებით...
თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...
ანძის გასანათებლად თუ ფული არ გაგვაჩნია, საკრებულოს თავმჯდომარის და მისი წევრებისთვის ასტრონომიული პრემიების გასაცემად არის თანხები? შავი, დაბურულმინებიანი "პრადოებისთვის" არის თანხები? "მაქბუქებისთვისა" და "გალაქსისთვის" არის თანხები? მივლინებისთვის არის თანხები? თუ ამ ყველაფრისთვის არის ფული, ანძამ რა დააშავა
21-01-2014
დაწვრილებით...
ხალხი ბჭობდა,
პრეზიდენტის მილოცვა გაახსენებს საბჭოთა კავშირს ამ ხალხს და რუსის არყით გაჟღენთილი ჟენკა ევროინტეგრაციას?

VIP-ების წინასაახალწლო მილოცვები, მართლაცდა, პოსტსაბჭოთა სივრცის გადმონაშთია, მაგრამ წინასაახალწლო ეთერის რუსული ფილმებით აჭრელება ევროპული დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების დამადასტურებელი საბუთია?!
07-01-2014
დაწვრილებით...
რას აჩუქებს სანტა-კლაუსი საახალწლოდ ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს
სანტა კლაუსი გიგი უგულავას აჩუქებს ოთახნახევრიან "ხრუშჩოვკას", რადგან მერადყოფილი სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხის გადახდას ბინის გაყიდვით აპირებს და უბინაოდ ხომ არ დავტოვებთ ცოლ-შვილიან კაცს?!
03-01-2014
დაწვრილებით...
ყაჩაღის ყაჩაღი ცხონდაო
თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, კრიმინალებთან "ჩასასტავებული" იუსტიციის მინისტრი გვყავს და "ნაჯდომი" გენერალური პროკურორი - მთავრობის სხდომა კარგ "სხოდკას" შეშურდებოდა.

მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ გენ. პროკურორის ნასამართლეობაში - აბა რა, ადამიანი უნდა იცნობდეს იმ გარემოს, სადაც მუშაობს. თანაც, როგორც ძველი ხალხური სიბრძნე გვასწავლის - ქართველის წასვლას გერმანიაში რა აზრი აქვს, უკეთუ ერთი ლეპტოპი მაინც არ გამოაყოლე ხელს.
25-12-2013
დაწვრილებით...
კლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი მოერევა თუ შავი ქამრის მფლობელი გიორგი ბარამიძე?

სოსო ჯაჭვლიანის წიხლი ბარამიძის პარალელურად, დავით უსუფაშვილსაც მოხვდა -ამას პარლამენტის სპიკერის სახეზე ნათლად დაინახავდით. გამახსენდა, სოსო ჯაჭვლიანი უსუფაშვილს ბოდიშის მოხდას რომ თხოვდა - რატომ უთხრა პრემიერს, პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი არ არისო?! რატომ უთხრა, ბატონო სოსო და თქვენი ტლინკები მთლიანი კოალიციის იმიჯსა და მის რეპუტაციაზე რომ ისახება იმიტომ
12-12-2013
დაწვრილებით...
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?