მოსკოვს ცრემლების არ სჯერა - კვირის პალიტრა

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა

ვიდეოში, რომელმაც ორიოდ დღის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მიიქცია, წინა მთავრობის ხერხემალი, ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ბრძანებას გასცემს - მას ორი გვამი ჭირდება! კადრებში კარგად ჩანს, რომ ეს არ არის აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ლაპარაკი - მერაბიშვილი გვამების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს.

ამ ვიდეოს კომენტირებისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სიტყვა გვამებში მან ორი რუსი მრჩეველი იგულისხმა, რომელებიც მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეებს რჩევებს აძლევდნენ. ბატონო ვანო, როდის იყო უცხო ქვეყნის ჯაშუშებს კლავდნენ, მათ იჭერდნენ. თანაც, გორგასლისორდენოსან კრიალაშვილის გარდა, ჩვენ იქ არავის გვამი არ გვინახავს. მუხროვანის აჯანყებაზე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი, ერთადერთი კინოფილმ "რემბოში" მაქვს ნანახი თუ როგორ ანადგურებს "ბენდენიანი" ადამიანი ტანკებს და მეორედ ამ ამბოხის დროს ვნახე, რომ სატანკო ბატალიონი აჯანყდა და მას "ბენდენიანმა" ქვეითმა ხალხმა ალყა შემოარტყა.

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კიდევ ერთი რასაც ხალხი მოუთმენლად ელოდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც მერაბიშვილის მოთხოვნილებას გვამებისადმი გამართლებულად მიიჩნევდა. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხის სიმცირე არ იგრძნობოდა. ამ ადამიანებს რომ ანახო ვიდეო თუ როგორ ხვრიტავს ადამიანს მისი თანამოაზრე, მაინც "გააპრავებს" და იტყვის დღემდე დაუმარცხებელ რკინის არგუმენტს - ქვეყნის ინტერესებს ჭირდებოდა! ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ამ არგუმენტს რომ გეუბნებიან, უნდა გაჩუმდე! ქვეყნის ინტერესებს თუ ჭირდება ის დოგმაა და საკითხი საზოგადოებაში განხილვას არ საჭიროებს.

ზოგმა "გამპრავებელმა" ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. კი დადგმულია, რომც არ იყოს დადგმული, მაინც არაფერია საგანგაშო. გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის სიკვდილიც დადგმული იყო! 26 მაისსა და 7 ნოემბერს უფრო მაგრად უნდა ეცემათ ხალხი - ის მოვლენებიც ხომ სახელმწიფო გადატრიალებად ფასდებოდა?! მასობრივი ტერორიც აუცილებელი იყო - ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე!

ისე, ზოგადად, სიტყვის თავისუფლება ადამიანთა მიერ მოპოვებული ყველაზე ძვირფასი ღირებულებაა, მაგრამ სწორედ ეს უფლება აძლევს ბევრ ადამიანს, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი და მისი გვამები გაამართლოს. თუმცა ამ ხალხს მინდა ვურჩიო, რომ ერთ საქმეს ემსახურებით და ვერსიაზე მაინც ჩამოყალიბდით. ზოგმა თქვა, მონტაჟიაო, ზოგმა რუსის ჯაშუშებს ვეძებდითო დაზოგმა ამის უფლება ქონდაო. თუმცა გიგი უგულავამ მაინც ყველაზე გამორჩეული ვერსია მოგვაწოდა - თქვენ მაგის მეტყველება ხომ იცით, გრამატიკულად შეეშალაო. GO HOME GIGI, YOU ARE DRUNK… სამწუხაროდ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ვერ "გაპრავდა"...

რას იფიქრებდა მერაბიშვილი, რომ ოდესღაც ეს ვიდეო დღის სინათლეს იხილავდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ მინიმუმ 20 წელი კვლავ "ნაციონალები" იქნებოდნენ ხელისფულებაში და დაუდევრად ისროდა სიტყვებს. ბევრი "ნაციონალის" გულისტკივილი მოვისმინე - პრემიებს მაინც არ დაპირებოდა, ადვილად "გავაპრავებდითო" - ვიზიარებ მეგობრებო.

მერაბიშვილი ამას ვერ იფიქრებდა, მაგრამ ვერც ქართველი ხალხი იფიქრებდა, რომ ერთ დროს ხელისუფლების ხერხემალს მსჯავრდებულის სკამზე შვილის წერილის წაკითხვის შემდეგ სასამართლო დარბაზში ატირებულს ნახავდა, ხოლო მის მეუღლეს სასამართლოს წინ აქციაზე ბანერით ხელში - იძებნებასამართალი! ვერაფერს იტყვი, ძალიან კომიკური სიტუაციაა - დრონი მეფობენ და არა მეფენი...

პ.ს. სწორედ დრონი მეფობენ და ხალხმა სწორედ იმიტომ არ მისცა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ქვეყანაში სამართლის აღდგენას და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას ელოდნენ. ხოდა, ეს ვიდეო ჭამოს ახლა ხალხმა 4 წელი? გადაეცით პროკურატურას ეს და მსგავსი სახის "საკვები" ვიდეო და დაასრულეთ ეს პროცესები.