შესაკრებთა გადანაცვლებით ხადური არ იცვლება
შესაკრებთა გადანაცვლებით ხადური არ იცვლება
ცხელ ზაფხულში პრემიერ-მინისტრმა ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა ასწია. ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდჯერ გაისროლა და შვიდივე ააცილა... ამჯერადაც...

სულ ცოტა ხნის წინ წარმატებულ მინისტრებად შეფასებული ადამიანები, ნაკლებად ეფექტურ კადრებად გადაიქცნენ. როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობას ახალი ენერგია სჭირდება, რათა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს. თუმცა, მხოლოდ ღარიბაშვილმა იცის, "კარუსელის დატრიალებით" ახალი ენერგია როგორ უნდა მოვიდეს. აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს დიასპორის მინისტრის ცვლილებაც. ნეტავ, ვინმეს თუ ეცოდინებოდა მისი სახელი და გვარი ან, ზოგადად,
ამ სამინისტროს არსებობა, მინისტრი პოსტიდან რომ არ გადაეყენებინათ?!

უცნაურია, აგრეთვე ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გარემოს დაცვის ნდობა, მაგრამ როგორც ჩანს, პროფესიონალიზმი "აქაც" თავის საქმეს გააკეთებს. ერთადერთი, სადაც "პროფესიონალი" კადრის შოვნა გაჭირდა - კულტურის სამინისტრო იყო. იმდენად გაუფუჭდა სახელი თითქოს და ყველაზე უპრობლემო სახელმწიფო სტრუქტურას, რომ ხუთნიშნა პრემიალური
თანხაც კი არავის იზიდავდა. საბოლოოდ, შესაკრებთა გადანაცვლება, როგორც მოსალოდნელი იყო, უპრობლემოდ განხორციელდა. ადვილი პროგნოზირებადი იყო, რომ კვლავ ვერ ვეღირსებოდით ავტორიტეტულ პიროვნებებს, რომლებიც საკუთარი ავტორიტეტით შეძლებდნენ საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრას. მორჩილი ადამიანები კი, როგორც წესი, კარგ და დიდ საქმეებს ვერასდროს ახორციელებდნენ. მივიღეთ მორიგი ფასადური, არაფრისმომცემი ცვლილებები. უბრალოდ, პრემიებს ახალი ადამიანები მიიღებენ - მეტი არაფერი.
ისე, მინისტრთა კაბინეტში შვიდ მინისტრს, რომ შეცვლი, ნოდარ ხადურს დატოვებ თანამდებობაზე და იტყვი, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის წინსვლისთვის ხორციელდება - ამას ვინ დაიჯერებს?! ძველი მთავრობა შეცდომას რომ უშვებს, ახალმა მინიმუმ აღარ უნდა გაიმეოროს ის - კონკრეტულ პიროვნებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადაყვეს. თუმცა, ხადურის მოხსნით, ღარიბაშვილი ფაქტიურად, აღიარებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უკან იწევს... ამიტომ, როგორც ფილმ "ეშმაკის ადვოკატში" ალ პაჩინო იტყოდა, პატივმოყვარეობა, ეს ეშმაკის საყვარელი ცოდვაა...

ახალი მინისტრების წარდგენასთან ერთად უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა ისიც თქვა, რომ კითხვები რამდენი მინისტრთან დაკავშირებითაც არის. სავარაუდოდ, პრემიერი კვლავ განახორციელებს ცვლილებებს, რადგან უმრავლესობის წევრები საქართველოში ასეთ განცხადებებს დამოუკიდებლად არ აკეთებენ. კარგი იქნება, მომავალში მინისტრთა კაბინეტში ქალბატონების რაოდენობა თუ გაიზრდება. საქმეს მაინც არავინ აკეთებს, ხადურს თქვენ არ მოხსნით და ქალთა უფლებების დამცველთა გული მაინც მოიგეთ და სექსიზმში აღარ დაგდებენ ბრალს...

ისე, ამ დიასპორის მინისტრისგან მაინც რა უნდოდათ - არავის საქმეში არ ერეოდა ის ადამიანი და ნურც ნურავინ ჩაერეოდა მის საქმეში... რაც მთავარია, არაფერს აფუჭებდა...
..და ბოლოს, ახლადარჩეულ მინისტრებს მინდა ვურჩიო, რომ მათ პრემიერის კი არა, ხალხის ნდობა უნდა გაამართლონ და ყველა გამოსვლაში იმის აღნიშვნა, რომ ემსახურებიან პრემიერს - საჭირო არაა...
glaxuna
29 ივლისი 2014 13:34
gavazeli

პუტინი ახლა მეგობარო...თხარა,თხარა და ისე გამოითხარა ... გალსტუკს კი არა...საკუთარ კოსტუმს ჭამს ... ისეთ ვირთხის დღეშია და შეშინებული ატომურ ბომბებს დაადგა თვალი,ვითოომ ამით საკუთარ მონღოლეთს გადაარჩენს !!!
elelne
28 ივლისი 2014 11:04
არ მგონია ხადურის პრობლემა გადაწყდეს, არ მოხსნიან ვიდრე ეს ხელისუფლება არსებობს . . . ან როგორ არწმუნებს მათ მისი თანამდებობაზე დატოვების აუცილებლობაში?!
gavazeli
28 ივლისი 2014 10:48
ვაჰ, გლახუნა, С возвращением! ძალიან დამაკლდი ამ ბოლო დროს.
P.S. წერტილები ცოტა ეკონომიურად იხმარე შე კაცო, დანარჩენებს აღარ ყოფნით. ისა კიდევ, რუს-მონღოლური იმპერია არ გიხმარია კომენტარებში და რაშია საქმე? პუტინმა ხომ არ შეგაშინა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები